 თანამედროვე კლასიკური მეცნიერება 
სარწმუნოთ არ მიიჩნევს ფაქტებს, რომლებიც მის მიერ მეცნიერული სინამდვილის 
მიღებულ კრიტერიუმებს არ ესადაგება. თუმცა მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, 
რომ უარყოფილი არ უნდა იქნეს ეზოთერული გზით მიღებული ცოდნაც.

   ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ფრანგი
 ფილოსოფი, ჰუმანისტი მიშელ მონტენი წერდა: „… ჭეშმარიტება თავისთავად 
იმდენად უკიდეგანოა, რომ ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ არც ერთი საშუალება, 
რომელიც მასთან მიგვიყვანს.“
   მთელი ისტორიული ეტაპების მანძილზე 
ხდებოდა ადამიანის ცნობიერების შეჭრა ტრანსფიზიკურ სიღრმეებში, ანუ ე.წ. 
„მიღმიერი რეალობა“ შემოიჭრებოდა ხოლმე ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანი
 იღებდა რელიგიურ გამოცდილებას.მტკიცება მსგავსი შემეცნების გზის არსებობის
 შესახებ უნდობლობას იწვევს ამდაგვარი პირადი გამოცდილების არ მქონე 
ადამიანებში.  იგი არდამაჯერებლად აღიქმება. ამიტომ, კაცობრიობის 
მნიშვნელოვან ნაწილს, ბუნების სიღრმისეული მოვლენების (რომელიც ჩვეულებრივი
 თვალით უხილავია) არ სჯერა. მათთვის დაუჯერებელია აგრეთვე ადამიანისა და 
სამყაროს ევოლუციის ფარული კანონების არსებობა.
   სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოება და 
მასში მოქმედი კანონების ცოდნა აუცილებელია კაცობრიობის კულტურის შემდგომი 
პროგრესისათვის, ადამიანების სულიერი ზრდისა და დედამიწაზე ცივილიზაციის 
შენარჩუნებისათვის.
     არსებობს ადამიანის მიერ რელიგიური 
გამოცდილების მიღების მრავალი სახეობა, რომელიც შემეცნების პროცესში 
მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების განსხვავებითაა განპირობებული. „ყველა
 დროის და ყველა ხალხის მისტიკური მატიანეები მოწმობენ, რომ უზენაესი 
სულიერი ჭეშმარიტება შემეცნებული იყო არა ზედაპირულად, არამედ შინაგანი 
ჭვრეტის გზით, ხილვების, სიზმრებისა და ა. შ. ფორმით“ – ამბობს მკვლევარი 
ა. მალცევი
 
 სრულყოფისაკენ მიმავალ გზით სვლას ხელს 
უწყობს ღვთის მსახურება: ღმერთისკენ მისწრაფება, მისი კანონებით ცხოვრება, 
ლოცვა. ეს უზრუნველყოფს ღვთიური ძალისა და ენერგიის მოზიდვასა და 
გამოყენებას. ამ გზაზე აუცილებელია გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა, 
გვწამდეს ღმერთი და განვავითაროთ ნებისყოფა. მისი თაოსნობით და დახმარებით 
შევიძინოთ საჭირო ცოდნა, რომელიც ხელს შეგვიწყობს გონისა და ცნობიერების 
განწმენდაში. შემდეგ აუცილებელია სასიცოცხლო ენერგიაზე კონტროლის დაწესება 
და გონების დამშვიდება. ნებისყოფა და ენერგია გვესაჭიროება პირველ რიგში. 
მივცეთ მათ საშუალება იშრომონ და დავეხმაროთ იმით, რომ დავიკავოთ მათ 
მიმართ სწორი პოზიცია. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი სანქციონერები და მოწმეები 
მათი სწორი სვლის.