მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან). ნაწილი 6.
არსებობს მკურნალობის რიგი მეთოდი,
რომლითაც მკურნალი ეხმარება ავადმყოფს განკურნებაში. ესენია: 1.განკურნება
ენერგიით. მკურნალი ახდენს ზეგავლენას ავადმყოფზე საკუთარი ენერგიით,
გადასცემს მას თავისი ენერგიის გარკვეულ ნაწილს. იმ შემთხვევაში, თუ
პაციენტს გააჩნია მაღალი ვიბრაციები, ფლობს ცოდნას ენერგეტიკული
მკურნალობის შესახებ და უფლებას ანიჭებს მკურნალს, რათა უმკურნალოს მას,
მკურნალობის შედეგი სასწაულებრივად კარგი იქნება.
2.ხელის დადების მეთოდი. ეს მეთოდი
გამოიყენება, როდესაც პაციენტის ვიბრაციები დაბალია. ეს – შესანიშნავი
სამკურნალო ინსტრუმენტია. 3.განკურნება ცოცხალი სუბსტანციებით.
სუბსტანციები ინარჩუნებენ სასიცოცხლო ძალას. იგი შეიძლება გახდეს
სამკურნალო პრეპარატების აქტიური კომპონენტი. სუბსტანციების სასიცოცხლო
ძალა თითქმის არ კლებულობს, თუ სწორად შევინახავთ მათ – დავიცავთ სწორი
შენახვის წესებს.
ბალახებით მკურნალობისას და არომატული
ცხიმების მოხმარების დროს, ჩვენ საქმე გვაქვს ორგანულ ნივთიერებებთან,
სუბსტანციებთან. ორგანული სუბსტანციების ნიადაგზე დამზადებული
მედიკამენტები – ახალი ერის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს – ის
ნივთიერებებია, რომლებიც ფლობენ (ან ფლობდნენ) სასიცოცხლო ენერგიას. მათში
გამოყენებულია არა მკვდარი ქიმიური ნაერთები, არამედ რაღაცა ცოცხალი, ან ის
– რაც ადრე იყო ცოცხალი, მაგრამ ჯერ კიდევ შენახული აქვს სასიცოცხლო
ენერგია. ისინი ძლიერ მოქმედნი არიან. ზოგი მათგანი უშუალოდ გადასცემს
ადამიანს ენერგიას, სხვები საჭიროა შინაგანად მივიღოთ. მათი სახელია
„სასიცოცხლო ესენციები.“ ეს არის ზოგიერთი მცენარე და მათგან ნაჟური. ზოგი
მათგანი ჩაკეტილია ქვებში, ან წარმოადგენს მიკროორგანიზმებს, ან ცხოველთა
წარმომადგენელია.