27 апр. 2016 г.

კრაიონის წიგნებიდან




მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან). ნაწილი 6.


არსებობს მკურნალობის რიგი მეთოდი, რომლითაც მკურნალი ეხმარება ავადმყოფს განკურნებაში. ესენია: 1.განკურნება ენერგიით. მკურნალი ახდენს ზეგავლენას ავადმყოფზე საკუთარი ენერგიით, გადასცემს მას თავისი ენერგიის გარკვეულ ნაწილს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გააჩნია მაღალი ვიბრაციები, ფლობს ცოდნას ენერგეტიკული მკურნალობის შესახებ და უფლებას ანიჭებს მკურნალს, რათა უმკურნალოს მას, მკურნალობის შედეგი სასწაულებრივად კარგი იქნება.
2.ხელის დადების მეთოდი. ეს მეთოდი გამოიყენება, როდესაც  პაციენტის ვიბრაციები დაბალია. ეს – შესანიშნავი სამკურნალო ინსტრუმენტია. 3.განკურნება ცოცხალი სუბსტანციებით. სუბსტანციები ინარჩუნებენ სასიცოცხლო ძალას. იგი შეიძლება გახდეს სამკურნალო პრეპარატების აქტიური კომპონენტი. სუბსტანციების სასიცოცხლო ძალა თითქმის არ კლებულობს, თუ სწორად შევინახავთ მათ –  დავიცავთ სწორი შენახვის წესებს.
ბალახებით მკურნალობისას და არომატული ცხიმების მოხმარების დროს, ჩვენ საქმე გვაქვს ორგანულ ნივთიერებებთან, სუბსტანციებთან. ორგანული სუბსტანციების ნიადაგზე დამზადებული მედიკამენტები – ახალი  ერის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს – ის ნივთიერებებია, რომლებიც ფლობენ (ან ფლობდნენ) სასიცოცხლო ენერგიას. მათში გამოყენებულია არა მკვდარი ქიმიური ნაერთები, არამედ რაღაცა ცოცხალი, ან ის – რაც ადრე იყო ცოცხალი, მაგრამ ჯერ კიდევ შენახული აქვს სასიცოცხლო ენერგია. ისინი ძლიერ მოქმედნი არიან. ზოგი მათგანი უშუალოდ გადასცემს ადამიანს ენერგიას, სხვები საჭიროა შინაგანად მივიღოთ. მათი სახელია „სასიცოცხლო ესენციები.“ ეს არის ზოგიერთი მცენარე და მათგან ნაჟური. ზოგი მათგანი ჩაკეტილია ქვებში, ან წარმოადგენს მიკროორგანიზმებს, ან ცხოველთა წარმომადგენელია.

მათი მიღება საჭიროა ფერთან და ბგერასთან კომპლექსში, მთლიან სისტემაში გაერთიანებულად. (მაგრამ, ამ დროს, ბუნებრივია, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, რომ ყველანაირი ბგერა და ფერი არ უწყობს  ხელს გამოჯანმრთელებას. აქ დროული იქნება გავიხსენოთ მუსიკოს რობერტ კოქსონის აზრი: „არსებობს განსხვავება ჩვეულებრივ მუსიკასა და იმ მუსიკის შორის, რომელიც გადაგვიყვანს სხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში… სულით აღსავსე მუსიკას შეუძლია მოგვწყვიტოს მსოფლიო პრობლემებიდან და მოგვცეს საშუალება ვილივლივოთ იქ, სადაც სხვა შემთხვევაში ვერასოდეს ვერ მოვხვდებოდით. ხორციელდება ადამიანის განკურნება“. ავტ. შენ).
  1. მაგნიტური მკურნალობა. აქ საქმე გვაქვს ადამიანის ელექტრომაგნიტურ სტრუქტურასთან, დნმ-ის მაგნიტურ ველთან. ბიოლოგიური სხეულის გარკვეულ ადგილებზე დაიდება მაგნიტი.
  2. ქიმია. მედიკამენტებით მკურნალობა.
ავადმყოფი შეიძლება განიკურნოს ორგანოების გაწონასწორებით. ამისათვის მკურნალის არსი პირდაპირ უნდა შევიდეს სულიერ დონეზე არაბალანსირებულთან უფლების თხოვნით, რათა იგი გამოვიდეს კარმის საზღვრებიდან და გამოიყენოს ხელმისაწვდომი მოქმედების „ფანჯარა“. მაშინ, თუ ეს მართებული იქნება, არაბალანსირებული არსი მიიღებს ფიზიკურ წონასწორობას და განიკურნება. შესაძლოა მატერია შეიქმნას იქ, სადაც იგი არ არსებობდა.
არსებობს უჯრედულ დონეზე და  მოლეკულურ დონეზე მიმდინარე პროცესი.პირველი არის მეორის ნაწილი.  იგი იყო გამოცდილი ატლანტიდაში, ტაძარში.ყველაფერი იწყება უჯრედულ დონეზე. უჯრედული განკურნება და გაახალგარზდავება წარმოადგენს დნმ-ის ირგვლივ არსებული გარკვეული შრეების გადაწერის და მათი მოცილების პროცესს. ამ პროცესის დროითი ციკლი უდრის სამ -წელს.
ჩვენი ბიოლოგიის ბუნებრივი მდგომარეობა აღდგება სათანადო მაგნიტური ცვლილების შედეგად. ეს – ადამიანის ფორმირების პროცესია. მას უზრუნველყოფს „აწეული ფარდის“ ძალა, დედამიწის ახალი ენერგია და შეცვლილი მაგნიტური ბადე. დედამიწის ახალი მაგნიტური ბადის ენერგიის დროს, მკურნალობის ფუძეს წარმოადგენს მეცნიერებების შეხამება.
ადრე მკურნალები მრავალ ჯგუფებათ იყოფებოდენ. თვითოეული მათგანი რომელიმე ერთ დისციპლინაში იძენდა სპეციალობას და მკერნალობის მხოლოდ ერთ სახეობას იყენებდა პრაქტიკაში. ბევრად უფრო ეფექტურია გამოვიყენოთ ერთდროულად მკურნალობის რამდენიმე ნაირსახეობა. მაგალითად, ნემსით მკურნალი თერაპევტი, რომელიც იყენებს მაგნიტოთერაპიის ერთერთ საშუალებას და ნემსებს ჩახრახნის პაციენტებს (ნემსის ჩახრახნა იწვევს ‘ლექტრობის ინდუცირებას და ამაში მდგომარეობს აკუპუნქტურული რეფლექსოთერაპიის მთავარი ზემოქმედება ავადმყოფზე). იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ნემსებს შეღებავს ჩაკრების ფერად, იგი შეძლებს ერთდროულად გამოიყენოს ფერების სამკურნალო საშუალებებიც. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მკურნალობის პროცესზე. საჭირო იქნება იმის ცოდნა, თუ რომელ აკუპუნქტურულ მერიდიანზე რომელი ფერის ნემსი გამოვიყენოთ.
გონების იმ მდგომარეობას, რომელშიც უნდა იმყოფებოდეს პაციენტი, მასთან მკურნალის მუშაობის დროს, შეესაბამება გარკვეული არომატი. იმ მკურნალთან  კონსულტაცია, რომელიც სპეციალიზირებულია არომატებზე, ასევე გააძლიერებს მკურნალობის ეფექტს.
არავინ არ ფლობს განსაკუთრებული უფლებით ისარგებლოს მკურნალობის ამა თუ იმ სახეობით. დროა გავაერთიანოთ ისინი ყველა ერთად. ახალი ცოდნა – ახალი ატრიბუტია. მეორე ატრიბუტი – ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც თანსდევენ ახალ ენერგიას. არ არის აუცილებელი, რომ ისინი ფიზიკურნი იყვნენ. ისინი შესაძლოა აგრეთვე კოსმიურებიც იყვნენ. მკურნალები, რომლებიც ენერგიებზე მუშაობენ, აწონასწორებენ მათ სხეულის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანით. ეს ენერგიები შეიძლება მივმართოთ ადამიანისაკენ და ამავდროულად ჩვენ ხელთ გვეკავოს სამკურნალო ბალახებით სავსე წამლის შუშა. ამ შემთხვევაში სხეულში ბალახების მიღება უკვე აუცილებელი არ იქნება. მესამე ატრიბუტია პოლარობის გადართვა. მკურნალი ახორციელებს ამ გადართვას.
როგორ მიმდინარეობს ჩვენი შემდგომი ევოლუცია? ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცნობიერება და სიყვარული ზემოქმედებას ახდენენ მატერიაზე. ამაში მდგომარეობს მათი ფიზიკური ასპექტი და ამაშია მთელი საიდუმლოება. ცნობიერება და მატერია ურთიერთკავშირში იმყოფებიან და სიყვარული – მათი დამაკავშირებელი რგოლია. წმინდა სულიერი განზრახვის დახმარებით წარმოიშობა უჯრედული ძვრა. განზრახვას და სიყვარულს შეუძლია შეცვალოს ფიზიკური სამყარო (გააჩნია უნარი ძლიერად იმოქმედოს მასზე). ცნობილია წარმოუდგენელი განკურნების შემთხვევები, როდესაც ადამიანს აღუდგა დაშლილი ძვლები. ეს – სასწაულია. ავატარები ახდენენ საგნების მატერიალიზაციას. ესეც სასწაულია.
პლანეტას გადმოეცა მეცნიერება, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ იგი გამოჯანმრთელებისთვის, და ჩვენ ვიწყებთ  ჩვენი ბიოლოგიის სულიერი ასპექტების გაგებასა და გამოკვლევას, ვცდილობთ გავახანგრძლივოთ და გავაახალგარზდავოთ ჩვენი სიცოცხლე. ჩვენთვის გახსნილია კარი, რომელიც საშუალებას იძლევა, რათა შევაღწიოთ ჩვენს დნმ-ში და შევცვალოთ იგი. მივიღეთ რა  კარმისგან განწმენდის ძღვენი, რომელსაც ჰქვია განთავისუფლება, ჩვენ უკეთესნი გავხდით. ჩვენს ირგვლივ მეტი მშვიდობა იქნება და ნაკლები შფოთვა. ჩვენ  უფრო ღრმად გავაცნობიერებთ ხოლმე ჩვენს პასუხისმგებლობას სხვების წინაშე, გამოვამჟღავნებთ ჩვენს ჭეშმარიტ არსს. ჩვენ გვექნება პოტენციალი და ნებართვა, რათა გავხდეთ უფრო დამშვიდებული ადამიანი. ჩვენ აგვიმაღლდება ვიბრაციები. მაგრამ ჩვენ ვრჩებით ჩვენს ოჯახში. ეს უკეთესია ოჯახის ყველა წევრისთვის. შესაძლოა ეს აჩერებს ჩვენს მოძრაობას, მაგრამ ეს მართებულია ყველასთვის. ეს არ არის რბოლა, ეს არ არის ასპარეზობა.
უეცრად აქტიურდება ორგანო, რომელსაც  ჩანგლისებურ ჯირკვალს უწოდებენ, ჩვენი დნმ-ის შეცვლის გამო, რომელსაც ხელს უწყობდა ჩვენი განზრახვა ვიცოცხლოთ დიდხანს, ორგანული ექსტრატები, სხვა მეთოდები და დამხმარებლები. შიდა საათები შენელდება და ამის გამო ცვენ გვეჩვენება, რომ დედამიწა უფრო სწრაფად მოძრაობს. პულსი ნელდება და სხეული უფრო დიდხანს გვემსახურება. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა.
ჩვენ უნდა მუდმივად ვურთიერთობდეთ ჩვენს უჯრედულ სისტემასთან. ეს ხელს უწყობს ჩვენი ბიოლოგიის შეერთებას ჩვენს სულთან. სულისა და ბიოლოგიის ინტეგრაციას ემსახურება აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველების ბალანსირების ტექნიკა. იგი იძლევა ჯანმრთელობის გაუმჯბესების, სასწაულის ჩადენის, ადამიანის ევოლუციური პროცესის დაჩქარების საშუალებას. როდესაც, სათანადო ცოდნის, ვარჯიშებისა და ემოციების დახმარებით, ხდება ადამიანში არსებული ენერგეტიკული ქსელის აქტივიზაცია, იგი ადამიანის დამცველ აბჯარად გადაიქცევა.
განსაცვიფრებელია სინათლის როლი ჩვენს ბიოლოგიაში. სინათლე – სიცოცხლის და ყველაფრის წყარო, რაც კი არსებობს სამყაროში,  სიყვარულის და სიხარულის შემოქმედებითი ძალის წყარო, იგი, ამავდროულად წარმოადგენს იმ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც გვეხმარება განვთავისუფლდეთ იმ შიშისგან, მძიმე ჟამს რომ გვეუფლება. გარდა ამისა, ადამიანი თვითონ არის სინათლის მატარებელი არსება, იმ სინათლის, რომელიც თავს იჩენს ბიოლოგიურ სხეულებში ყველაზე მცირე ნაწილაკების დონეზე და წარმოადგენს გაახალგარზდავების ძრავას.
ადამიანის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფაზა 1: ბალანსირდება სიბრძნე და ემოციები (გონი და გული). (სიბრძნეში აქ იგულისხმება ადამიანის ფიქრის, სისტემატიზაციის და გაგების უნარი). ამის შედეგად მცირდება სტრესებისადმი მიდრეკილება, ჩნდება თავისუფლებისა და კეთილდღეობის გრძნობები.
ფაზა 2: ხდება ყურადღების გადატანა ჩვენი უმაღლესი „მე“- ს წინამძღოლობასა და მხარდაჭერაზე, ემოციონალურ პრობლემებისგან განთავისუფლება (იმისგან, რაც ინახება ჩვენს „ ისტორიულ ქრონიკებში“), იმის გააზრება, რომ მტკივნეულად არ უნდა განვიცადოთ წარსულში მომხდარი ამბები. არავითარი ნეგატიური ენერგია ჩვენს წარსულიდან ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვენს მომდევნო სულიერ განვითარებას.
ფაზა 3:მძლავრდება გულის ენერგია და ეს გვაძლებს საშუალებას გამოვასხივოთ სინათლე. ენერგეტიკულ ანატომიაში ხორციელდება გაერთიანება და გათანაბრება.
ფაზა 4: ხდება ყურადღების დაძაბვა ენერგეტიკული სტრუქტურის ფორმირების დასრულების მიმართულებით. ვსწავლობთ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში არსებული განსაკუთრებული ენერგეტიკული მიმღებების და გადამცემების მომართვას. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ავაშენოთ ჩვენი ცხოვრება  სულთან ერთად  შემოქმედებით შრომაში. ქსელის დაკალიბრება ხდება ადამიანის თანდაყოლილი სიბრძნის სათანადოდ. ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ და განხილულ პროცესებში ყველა ჩვენთაგანის ძალისხმევის შედეგები ერთადერთია. ჩვენ ყველანი ურთიერთკავშირში ვიმყოფებით. დედამიწის მაგნიტური გისოსი ყველა ჩვენთაგანის განუყრელი ნაწილია. სამყარო მჟღავნდება ყველა ჩვენთაგანით განუმეორებლად.
ჩვენ გაგვაჩნია უნარი ვგრძნობდეთ მოძრაობასა და საკუთარ რეალობას ხშირად მხოლოდ ხაზოვნად. ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, რომ შევჩერდით ზრდაში, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. კარგი იქნება, თუ დილით, გაღვიძებისას  თავს გავახსენებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც  ჩვენ თვითონვე შევცვალეთ. ამავდროულად ჩვენი პირველი აზრი უნდა იყოს: „მადლობა შენ, ოჯახო. მე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ არასოდეს არა ვარ მარტო. მადლობა შენ, ოჯახო, იმისთვის, რომ ნება დამრთეთ ვიყო ამ გრანდიოზული ცდის ნაწილი.“ და კიდევ:“მე ვაპირებ ვიზეიმო ეს დღე, მიუხედავად იმისა, თუ რას მომიტანს იგი.“
ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და ვაიძულეთ სამყაროს ამ ნაწილის სტრუქტურა, რათა მას აემაღლებინა თავისი ვიბრაციების დონე. ჩვენი დრო აჩქარებულია! ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც წყდება სიყვარულის სულის სიბრძნით, ასევე ამაღლებენ დედამიწის ვიბრაციებს. ისინი ცვლიან ადამიანის დუალობის არსს, იმ დუალობის, რომელიც წლობით გვახშობდა და კითხვის ქვეშ აყენებდა თვით სულიერ ზრდას.
იქნებიან ისინნიც, ვინც რჩება ძველ ენერგიაში. ისინი ვერ გაიგებენ ამაღლების სტატუსს და ვერ დაინახავენ მათთვის მისაწვდომ ძღვენებს. მაგრამ, ამიერიდან ყველაზე დიდი პრობლემები ელეგანტურად იქნება გადაწყვეტილი, რადგან დედამიწაზე უკვე არსებობს სულიერად განვითარებული ადამიანების კრიტიკული მასა. (ყველა ქვეყნის მთავრობები და მოსახლეობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ საკუთარ ქვექანაში შეიქმნას სულიერად განვითარებული ადამიანების ზემოთ ხსენებული  კრიტიკული მასა. ამის გარეშე ქვეყანაში ცხოვრება არასოდეს არ მიაღწევს მაღალ დონეს. ავტ. შენ.).
ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანი იმყოფება ანგელოზების მთელი არმიის, რომლის სახელია ოჯახი, დაცვის ქვეშ და იღებს მათგან დახმარებას ყველაფერში. ეს ოჯახი ყოველთვის მისაწვდომია, არასოდეს არ იმყოფება ჩიხში, ფხიზლობს მაშინაც კი, როდესაც ადამიანს სძინავს. ისინი ცვლიან ადამიანის იმუნურ სისტემას და ეხმარებიან მას ვარსკვლავების ენერგიის მიწოდებით. ადამიანს ეცვლება დნმ-ი  და მისი სხეულის ქიმია იმუნიტეტის არეში.გზავნილები და ინსტრუქციების კრებულები მის უჯრედებს მიეწოდებათ უშუალოდ დედამიწის კრისტალურ სტრუქტურაზე და ასეთნაირად იგი იძენს კარგ გუნებ-განწყობას.
დედამიწის ვერავითარი ენერგია და თვისება ვერ დააბერებს ასეთ ადამიანს. არავითარი ნივთიერება ან საკვები არ იმოქმედებს მასზე ამდაგვარად. ვერაფერი ვერ შეძლებს შეაღწიოს იმ სინათლეში, რომელსაც იგი ატარებს. თანდათანობით იგი შეძლებს უკუაგდოს თავისი მოჩვენებითი დამოკიდებულობა ქიმიაზე. ამის მაგივრად იგი გამონახავს ახალ დანამატებს, ახალ ენერგიებს და დახმარებას, მისი სხეულისთვის საჭირო კვების მიღების ახალ საშუალებებს. იგი აღმოაჩენს, რომ მისი ახალი სხეული და ბიოლოგია მოითხოვენ ახალ წონასწორობას.
ოფელია ლომაია.

Комментариев нет:

Отправить комментарий