Показаны сообщения с ярлыком „ კალაგია“-დან. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком „ კალაგია“-დან. Показать все сообщения

27 апр. 2016 г.

სამყარო და ადამიანი. (“კალაგია-დან”). ნაწილი 2






რისთვის არის შექმნილი მოაზროვნე ადამიანი? როგორ? რა როლი აკისრია მას სამყაროში? არ არის ძნელი წარმოვიდგინოთ თუ კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენ მოაზროვნე მშრომელ ადამიანს, ბრძენს, მეცნიერს უფიქრია ამ და სხვა მსგავს საკითხებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანი აუცილებლად ერთხელ მაინც დაფიქრდება საკუთარი ცხოვრების მიზანსა და არსზე. მრავალ ტანჯულ ადამიანს შორის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეაწუხებს კითხვა იმის შესახებ თუ რატომ არის მათი ცხოვრება სავსე ტანჯვითა და სიძნელეებით. თუ ადამიანი არ გამოიღვიძებს ყოველდღიურობის თვლემისაგან, იმდენად, რომ
დაუსვას საკუთარ თავს ამდაგვარი შეკითხვა, მაშინ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანად – ამბობენ ფილოსოფოსები.
მხოლოდ მაშინ იწყება ადამიანი, როდესაც ამ სახის შეკითხვები იღვიძებს მის გონებაში. მაგრამ, მრავალ გამოღვიძებულ ადამიანს შორის შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ერთი, რომელიც ნამდვილად განიმსჭვალება სამყაროში საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგების სურვილით. ეს კი უკიდურესად აუცილებელია ყველასათვის – იცოდეს თავისი საკუთარი ადგილი სამყაროში.
ყველა ცოცხალი არსება ჩართულია ქმედების სხვადასხვა სახეობაში. ხარისხობრივად კი ყველა ჰგავს ღმერთს – გააჩნია ყველა მისი თვისება, ოღონდ მცირე რაოდენობით. ხშირად შესაბამისობას ხატოვნად აღწერენ ოკეანესთან წყლის წვეთის და ცეცხლთან მისი ნაპერწკლის შედარებით.

სამყარო და ადამიანი. („ კალაგია“-დან). ნაწილი 1.






მიწიერი ადამიანის ცნობიერებასა და აზროვნებას ყოველთვის აღელვებდა, აინტერესებდა და იზიდავდა სამყაროს წყობის წარმოუდგენელი  გრანდიოზულობა, – სამყაროსი, რომლის მცირე ნაწილშიც იგი არსებობს. სამყარო, მთელი თავისი გამოვლინებებით და საკრალური ასპექტებით, მისი აშკარა და დაფარული  შინაარსებით, მასში მუდმივად მიმდინარე , წარმოშობის, განვითარებისა და დაშლის პროცესებით – ევოლუციითა და ინვოლუციით. ძნელია დარჩე გულგრილი სამყაროში არსებული ობიექტების უსასრულო მრავალრიცხოვნებისა და ცოცხალი ბუნების ფორმების მრავალფეროვნების წინაშე. შეუძლებელია არ მოვიდრიკოთ ქედი ბუნების გვირგვინის – მგრძნობიარე, გონიერი, მოაზროვნე, მოქმედი, შემოქმედი, მატერიალურ-სულიერი არსების –  ადამიანის წინაშე.
მას გააჩნია ფანტასტიკურად მოწყობილი, მყარი მატერიალური სხეული – მისი საყრდენი და ციხესიმაგრე, მისი ჩანაფიქრების შემსრულებელი. მას აგრეთვე მიცემული აქვს თვალით უხილავი შინაგანი შემადგენლობა – რთული ნატიფი მატერიალური და სულიერი სტუქტურა, ყველაფერი ის, რაც ამართლებს მისთვის მიცემულ სახელწოდებას – „ბუნების გვირგვინი“.
ადამიანის მყარი სხეულის შინაგანი ორგანოების ყველა ფუნქცია და აზროვნებაც კი, რეალიზდება ავტოტალღურ პროცესებში, მექანიკურად. ეს მისი დიდი სიკეთეა. არ არის საჭირო ამ ორგანოებისა და აზროვნების ფუნქციების შესრულების კონტროლი. მაგრამ, ცოდნის დაკარგვამ ადამიანი თითქმის უგუნურად აქცია. იგი უმეტესწილად დაკავებულია მხოლოდ გრძნობებისა და სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. „ადამიანთა უმეტესობა გახდა ფსიქოლოგირებული ავტომატი, რომელიც მცირედ განირჩევა სხვა ცხოველებისაგან“, –  ნათქვამია მეოცე საუკუნის ბოლოს გამოქვეყნებულ წიგნში „კალაგია“ (ავტორი ა.ნაუმკინი). მისი შინაარსი მიღებულია ავტორის მიერ 1991 წელს უმაღლესი სამყაროდან. ეს წიგნი – იესო ქრისტეს ახალი სწავლებაა. მასში განცხადებულია, რომ კაცობრიობა სრულ ცოდვაშია ჩავარდნილი და ამ რეალობას მივყავართ ადამიანის, მისი სტრუქტურებისა და სისტემების მნიშვნელოვან, სიღრმისეულ ცვილებებამდე, რის შედეგადაც მისი სწორი განვითარებისა და ევოლუციონირებისათვის აუცილებელი ცოდნისადმი ხელმისაწვდომობა სრულიად იკეტება. ადამიანის სულები მიჯაჭვულია მიწიერ მოვლენებზე, არ მიმდინარეობს მათი სულიერი ზრდისა და სრულყოფის პროცესები. ევოლუცია შეცვალა ინვოლუციამ.