27 апр. 2016 г.

სამყარო და ადამიანი. (“კალაგია-დან”). ნაწილი 2






რისთვის არის შექმნილი მოაზროვნე ადამიანი? როგორ? რა როლი აკისრია მას სამყაროში? არ არის ძნელი წარმოვიდგინოთ თუ კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენ მოაზროვნე მშრომელ ადამიანს, ბრძენს, მეცნიერს უფიქრია ამ და სხვა მსგავს საკითხებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანი აუცილებლად ერთხელ მაინც დაფიქრდება საკუთარი ცხოვრების მიზანსა და არსზე. მრავალ ტანჯულ ადამიანს შორის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეაწუხებს კითხვა იმის შესახებ თუ რატომ არის მათი ცხოვრება სავსე ტანჯვითა და სიძნელეებით. თუ ადამიანი არ გამოიღვიძებს ყოველდღიურობის თვლემისაგან, იმდენად, რომ
დაუსვას საკუთარ თავს ამდაგვარი შეკითხვა, მაშინ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანად – ამბობენ ფილოსოფოსები.
მხოლოდ მაშინ იწყება ადამიანი, როდესაც ამ სახის შეკითხვები იღვიძებს მის გონებაში. მაგრამ, მრავალ გამოღვიძებულ ადამიანს შორის შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ერთი, რომელიც ნამდვილად განიმსჭვალება სამყაროში საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგების სურვილით. ეს კი უკიდურესად აუცილებელია ყველასათვის – იცოდეს თავისი საკუთარი ადგილი სამყაროში.
ყველა ცოცხალი არსება ჩართულია ქმედების სხვადასხვა სახეობაში. ხარისხობრივად კი ყველა ჰგავს ღმერთს – გააჩნია ყველა მისი თვისება, ოღონდ მცირე რაოდენობით. ხშირად შესაბამისობას ხატოვნად აღწერენ ოკეანესთან წყლის წვეთის და ცეცხლთან მისი ნაპერწკლის შედარებით.

კაცობრიობის სულიერი მასწავლებლები გვასწავლიან, რომ უმთავრესი ჭეშმარიტება, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა გაიგოს თავისი მიწიერი ცხოვრების დროს – ეს არის ყოფიერების ნამდვილი არსი და მიზანი. ამას რომ ადვილად მივხვდეთ, საჭიროა გავხდეთ სრულყოფილნი. ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ სულიერი სრულყოფა მოგვიტანს თავისუფალ და ბედნიერ ცხოვრებას. მხოლოდ უმაღლესი გონის – ღმერთის რწმენა და მასთან სულიერი კავშირის აღდგენა არის იმის საწინდარი, რომ განვთავისუფლდეთ ყველა მიწიერი კატაკლიზმებისა და ცხოვრებისეული უბედურებისა, ტანჯვისა და განსაცდელისაგან.
ბუნებრივად იბადება კითხვა: რას ნიშნავს იყო – და როგორ უნდა გახდე სრულყოფილი? საღმრთო წიგნები  და წმინდანების წერილები, მრავალრიცხოვანი ეზოთერული ლიტერატურა, ფილოსოფოსებისა და მწერლების თხზულებები — ეს ის წყაროებია, რომლიდანაც უხვად გადმოედინება საჭირო, საღი, ჭეშმარიტი ცოდნა, ( მათი უმრავლესობისაგან), ჩვენთვის საინტერესო მასალა, ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის მოსაპოვებლად. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ, ადამიანები არ ვიყოთ ინერტულნი, პასიურნი, არ გვძლიოს სიზარმაცემ  და დაღლილობამ. ცხოვრებისეული დაბრკოლებების დროსაც კი შევინარჩუნოთ ჭეშმარიტი ცოდნის მიღების სურვილი. ვეძიოთ ცოდნა და უთუოდ ვიპოვით მას. ცოტათი მაინც  ვიცოდეთ ცვენი შემადგენლობა და სტრუქტურა, გაგვაჩნდეს ჩვენში და სამყაროში მიმდინარე რთული ევოლუციური პროცესების შესახებ გარკვეული ცოდნა. (ყველაფერ ამაზე აქ მოგვიანებით გვექნება საუბარი).
თანამედროვე აღმოსავლური ფილოსოფიის წარმომადგენლები გვასწავლიან, რომ უგუნურება, ბრმა – უზრუნველი ცხოვრება, გაურკვევლობაში მუდმივი ყოფნა, მშვენიერებასა და სიკეთის ჭეშმარიტ ცოდნაზე უარის თქმა – ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც უბედურად ხდის  ადამიანს და აიძულებს მას გამოეკიდოს მისთვის უმნიშვნელო და უაზრო მიზნებს. საღმრთო წიგნებში მოცემულია ის ღვთიური კანონები, რომლებიც მოქმედებს სამყაროში და თვით ადამიანში, როგორც სამყაროს უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილში. აუცილებელია მათი ცოდნა და დაცვა ყოველდრიურ ცხოვრებაში, რადგან ამ კანონებიდან ყოველგვარი გადახრა, მათი უგულებელ – ყოფა იწვევს ჩვენში და ჩვენს ირგვლივ ისეთი მოვლენების წარმოშობას და განვითარებას, რომლებიც აზიანებს სულს და სხეულს, არღვევს წონასწორობას სულიერ სამყაროში და მასაც გარკვეულწილად აზიანებს.
სულიერი კანონები მყარია და უცვლელი, გააჩნია მოქმედების დიდი ძალა, რათგან მართავს სამყაროში მოქმედ ენერგიებს. როდესაც ადამიანი არღვევს ამ კანონებს, იგი გრძნობს შფოთვას საკუთარი სინდისის სიღრმეებში. მასში თავს იჩენს ენერგიების მძლავრი დისჰარმონია და ინგრევა მისი სხვადასხვა, სასიცოცხლო სისტემები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყურადღებით ვიქნებით ჩვენს გონში, სულში და სხეულში მიმდინარე მოვლენების მიმართ, მოვუსმენთ და დავუჯერებთ „შიდა ხმას“, მის კარნახს, მალევე მივხვდებით, თუ რანაირ აზრებს, გრძნობებსა და მოქმედებებს მოჰყვება შედეგად ჩვენში უხერხულობის  შეგრძნება. იმაშიც დავრწმუნდებით, რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვთიური კანონების სწორად გაგება. ათი მცნება და ცხრა ნეტარება – ღვთის კანონებია, რომელიც კაცობრიობას მიეცა , რათა ადამიანმა შეძლოს ყოველთვის იდგეს თავისი სინდისის სადაჯაროზე.
ადამიანი უნდა გაურბოდეს მოცემული მცნებების დარღვევას, არათუ მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრებითა და სურვილებითაც კი. ამას ესაჭიროება გულის  სისუფთავის მიღწევა. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა დარწმუნდეს, რომ საღმრთო კანონების დაცვა არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს ადამიანში  მონური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას (როგორც ამას ქადაგებდა არაერთი გამოჩენილი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი), არამედ ეხმარება ადამიანს თავისი სხეულის დიქტატისაგან განთავისუფლებაში. იცავს მას გარე არასასურველი მოვლენებისა და ბნელი ძალების უარყოფითი გავლენისაგან, მასში ამპარტავნობის, პატივმოყვარეობის, თვითკმაყოფილების, ჭარბი სიამაყის გრძნობების განვითარებისაგან.
ათი მცნება ასწავლის სიყვარულს: პირველი ოთხი – ღმერთისადმი, დანარჩენი – მოყვასისადმი .სიყვარულს. ცხრა ნეტარება გვასწავლის  როგორ მივაღწიოთ სრულყოილებას და წმინდანობას. როდესაც ადამიანი სულიერი ღირებულებების შექმნისაკენ მიისწრაფება და სათანადოთ მოქმედებს, როგორც წესი, იგი თვითონ გადაიქცევა სულიერ ღირებულებად. ასეთი ადამიანი ალამაზებს ყოფიერებას.
სილამაზის, სიყვარულის და ცოდნისკენ სწრაფვა, რწმენითა და იმედით აღვსილი კეთილშობილური შრომა ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების მქონე ველებისა და ენერგიების წარმოშობას, რომლებიც ახდენს ადამიანის მიწიერი ცხოვრების ხარისხობრივ შეცვლას. როგორიცაა ადამიანის წარმოდგენები, ურთიერთობები და გრძნობები, ისეთი მახასიათებლები გააჩნია მას და მის მიერ სივრცეში გამოსხივებულ ენერგიებს. ისინი, გარემოში გარკვეული ქმედებების შემდეგ, უბრუნდება თავის წყაროს, ანუ თვით ადამიანს, გარკვეული შენაძენით. ეს ენერგიის დანამატი , მისი თვისებები, იმის მსგავსია, რაც ადამიანმა გამოასხივა სივრცეში. დადებით ენერგიებს ემატება დადებითი, უარყოფითს კი უარქოფითი.
აქ სრული ძალით მჟღავნდება სამყაროში მოქმედი კანონი: მსგავსი ენერგიები და ძალები ურთიერთმიიზიდებიან და ძლიერდებიან. ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს როგორც ადამიანში, ასევე სამყაროში და აისახება ადამიანის მომავალ ბედზე. ამიტომ საჭიროა  მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი ურთიერთობები, წარმოდგენები და გრძნობები. ამასთან ერთად აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი.
ადამიანები იბადებიან დედამიწაზე, ცხოვრობენ და გარდაიცვლებიან. სრულიად არ ახსენდებათ თავისი უფალი.  გართულნი არიან მხოლო თავისი დაბადებითა და გარდაცვალებით. ცუდია, როდესაც ადამიანის მთელი ყურადღება მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და მას მთლიანად დაკარგული აქვს მხედველობიდან თავისი შემქმნელი, არ გააჩნია მყარი რწმენა მის არსებობაში. მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა აქვს და მუდმივ მცდელობაშია განამტკიცოს და გააძლიეროს იგი. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს და ვერ აღიქვამს თავის თავში და სხვა ადამიანებში არსებულ ღვთიურ ნაწილს. ადამიანის ასეთი მდგომარეობა ყოფიერების უმაღლეს სფეროებში ითვლება, როგორც ღმერთის წინაშე ჩადენილი ღალატი, წარმოუდგენელი ბოროტება, დანაშაული და სამყაროს ერთიანობაზე ხელის აღმართვა. „გაერთიანებას და არა დაქსაქსვას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები სამყაროში, რომელიც ინგრევა“, გვაუწყებს „კალაგია“. ( აქ საუბარია მხოლოდ ხილულ ფიზიკური სამყაროზე).
ადამიანის ინდივიდუალობა უნდა აფრქვევდეს მაღალ გრძნობებს: სიყვარულს, სილამაზეს, ამაღლებულობას, ექსტაზს, სიხარულს. ამ გრძნობების განცდას ხელს უწყობს ადამიანის მთლიანობა, ერთიანობა, სამყაროს კანონებთან ჰარმონიულად შერწყმა. მათი საწინააღმდეგო, ანუ ნეგატიური გრძნობებია: სიძულვილი, ზიზღი, სიმდაბლე, დაღლილობა, ეგზალტაცია, სიბრაზე. ამ გრძნობებს შეიძლება ჰქონდეთ მრავალნაირი გამოვლინება და ელფერი.  ინდივიდუალობის გარეშე ადამიანი არ წარმოადგენს სულიერ ღირებულებას, ანუ უმაღლეს სულისთვის, შემოქმედისთვის, სამყაროსთვის დიდად ღირებული არ არის. ამიტომ ყველა სახელმწიფოს, თითოეული ოჯახის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის უპირველესი ვალია თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისა, მოზარდის, ყველა პიროვნების სრულყოფილ ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესს.
ამისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად უვარგისია დიქტატორული, ტირანული, ფაშისტური და სხვა ამდაგვარი წყობა, რომელიც ადამიანებს ართმევს აზროვნების თავისუფლებას, არ უწყობს ხელს მათ სულიერ განვითარებას. არ შეუწყოთ ხელი ამდაგვარი წყობის განვითარებას, ჩამოყალიბებას და არსებობას  დედამიწის არცერთ სახელმწიფოში. გვჯეროდეს, რომ ინდივიდებისაგან  შემდგარი სახელმწიფო არასოდეს დაინგრევა. ამას არ დაუშვებენ უმაღლესი სამყაროები, ამისკენ არ წაგვიყვანს სამყაროში მოქმედი კანონები.
როდესაც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ინდივიდების რიცხვი დიდია, იქ ჭარბობს ცხოვრებისეული მაღალი ღირებულებები, და პირიქით – საზოგადოებაში მაღალი ღირებულებების სიჭარბე ხელს უწყობს სრულყოფილი ინდივიდების რაოდენობის ზრდას. ამის შედეგი კი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობის ლამაზი და სიამოვნებით აღსავსე ცხოვრებაა. საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ დარგში მომუშავე პროფესიონალი ინდივიდი, ამ დარგის განვითარების და წინსვლის მყარი გარანტი იქნება. ამიტომ, ნებისმიერ სახელმწიფოში, ზრუნვა ადამიანების სულიერ ზრდაზე უნდა წარმოადგენდეს უპირველესი მნიშვნელობის მქონე საქმიანობას. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია.
თუ ობიექტურად გავაანალიზებთ ცალკეული სახელმწიფოების ბედისწერას, მათი აღმავლობისა და დაშლის პერიოდებს, ნათლად გამოჩნდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში მაღალი სულიერი ფასეულებების დამკვიდრებას სახელმწიფოს გაძლიერების პროცესში და როდის ინგრევა იგი. ადამიანების, მათი ოჯახების, ერების და სახელმწიფოების ყველა უბედურება იწყება ადამიანის გონში წარმოქმნილი ქაოსით, რომელიც შემდგომ იწვევს არასწორ, დანაშაულებრივ და სულის მომაკვდინებელ ქმედებებს. აუცილებელია დროულად განთავისუფლება ყველანაირი შფოთვისაგან, აღელვებისაგან, გონების დამშვიდება და სიტუაციიდან სწორი გამოსავლის პოვნა. ყოველგვარი გაუგებრობა მოისპობა იმ ცეცხლითა და სინათლით, რომელიც თან სდევს სიხარულსა და სიყვარულს. ამას მოჰყვება ცოდნა და იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ღმერთის ნაწილაკები ვართ.
 ადამიანის ბედს განსაზღვრავენ მისი ხარისხობრივი ასპექტები – მნიშვნელოვანი მახასიათებლები. მათი ზრდა კი განპირობებულია ადამიანში მიმდინარე ისეთი პროცესებით, რომლებიც ანვითარებს თვითსრულყოფისა და ევოლუციის ნიჭსა და უნარს. ადამიანის გზა მიემართება ეკლების გავლით ვარსკვლავებისაკენ. დაბრკოლებების გადალახვით იგი მიიღებს ინდივიდუალობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო გამოცდილებას და ენერგიის იმ მარაგს, რომელიც მას მისცემს საშუალებას გადავიდეს ყოფიერების უმაღლეს სფეროებში ევოლუციის გზით. ასე იმსახურებს ადამიანი ჯილდოს ან დასჯას მისი კეთილი ან ბოროტი განწყობისა და გრძნობების გამო.
ჩვენ მოგვიწოდებენ „კალაგია“- ს ფურცლებიდან: „გწამდეთ,იმედოვნეთ, გიყვარდეთ, იხარეთ , იმრავლეთ ცოდნა, იმოქმედეთ. მხოლოდ მათ ერთიანობაშია ძალა.“ წიგნი განმსჭვალულია დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისადმი სიყვარულითა და სურვილით დაეხმარონ მათ ბედნიერების მოპოვებაში. სინანული ეუფლებათ უმაღლეს შემოქმედსა და სამყაროს მაღალი სფეროების ბინადრებს ადამიანის არასწორი აზროვნებისა და შესაბამისად უღირსი ქმედებების გამო, რადგან იციან, რომ ამის ჩამდენნი ვერ მიაღწევენ ყოფიერების უმშვენიერეს სფეროებს და ვერ განიცდიან დიდ , ჭეშმარიტ ბედნიერებას.
ადამიანი ღმერთის ჩანაფიქრების უშუალო მონაწილეა და იგი მუდმივად კონტროლირდება. მას არ ძალუძს დამალოს არცერთი თავისი აზრი, გრძნობა და ქმედება. ყველაფერი აისახება მის მიერ გამოსხივებულ ველებში და ადვილად იკითხება უმაღლესი არსებების მიერ. ტყუილად არ არის ხალხში ნათქვამი: „კედლებსაც კი ყურები აქვსო“.
ადამიანის აზროვნება და ქმედება – მისი სულიერების ანარეკლია. ისინი ნათლად ასახავენ  მისი სულიერი განვითარების დონეს. გონიერი ადამიანი დედამიწაზე ყოფნისას მუდმივად იმყოფებოდა და ახლაც არის სრულყოფის გზების ძიებაში და მათი დახვეწაში. აღმოსავლური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლები ცნობენ სრულყოფის მიღწევის ორ გ
პირველი გზა, რომელსაც ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანთა ჯგუფის უმრავლესობა ირჩევს, არის შემდეგი: სრულქოფას იწყებენ სხეულით და ამთავრებენ ნებისყოფით. ეს გზა არ ითვლება მთლად სწორად. ჭეშმარიტი მიმართულება კი, როგორც გამოჩენილი მიწიერი მასწავლებლები აღიარებენ, არის შემდეგი: იწყებენ ნებისყოფით და ამთავრებენ სხეულით. ამ გზაზე პრაქტიკულად არ არის აუცილებლად საჭირო სხეულის სპეციალური ვარჯიშები და არც სხვა სახის წინასწარი მომხადება.
                                                                           ოფელია ლომაია. (ჟურნ. „ფენომენი“ № 6, 2012წ.)

Комментариев нет:

Отправить комментарий