Показаны сообщения с ярлыком ოფელია ლომაია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ოფელია ლომაია. Показать все сообщения

15 окт. 2016 г.

ადამიანის შემადგენლობის და სტრუქტურის შესახებ. (გაგრძელება 3)

ადამიანის შემადგენლობის და სტრუქტურის შესახებ. (გაგრძელება 3)

ლოგოსის ცნობიერების სხივი ადამიანში ქმნის დამღობ ქსელს (კორდონს) – სავიკალპას. იგი წარმოადგენს ცნობიერების აქტიურ ველს, რომელიც გამოიხატება სინათლის რგოლის სახით. ამ დამღობ ქსელზე, მის განსაზღვრულ წერტილებში (ცენტრებში) – ჩაკრავარდინებში (რომლითგანაც წარმოიშობა ჩაკრამები) მიმაგრებულია ხუთი კარმენდრია – ლოტოსი.
პირველი ჩაკრავარდინი განლაგებულია გავის ძვალთან და წააგავს სპირალისებურ გახვეულ ტორს (ცეცხლოვანს). იოგებმა მას სახელად კუნდალინის გველი უწოდეს. სპირალის შიგნით მოთავსებულია ექვსფურცლიანი შიდა ლოტოსი.
ზურგის ტვინს აქვს სამი არხი: მარჯვენა, რომელშიც მიედინება პინგალას დენი, ცენტრალური -სახელად სუშუმნა და მარცხენა,  რომელიც წარმოქმნის იდას შიდა დინებას. ესენი – უმნიშვნელოვანესი არხებია ადამიანში. სუშუმნა არის მონადის გული (ლინგამა) – სულის ცეცხლოვანი მარცვალი, სულის ცნობიერების სხივი. ხარა – ლოგოსის ცნობიერების სხივია ენერგეტიკულ პლანში და ზურგის ტვინია – ფიზიოლოგიურ პლანში.
იდა და პინგალა მოძრაობენ ქვემოდან ზემოთ მარჯვენა და მარცხენა მუდრების არხებით თავის ქალის გარკვეულ ნაწილამდე, სადაც უხვევენ პერიფერიისაკენ და ქვემოთ. ისინი გადაიკვეთებიან ყელის წნულთან და უბრუნდებიან პირველ მუდრებს. იქ მეორეჯერ გადაიკვეთებიან  და ხელახლა იწყებენ მაღლა მოძრაობას თვითოეული მათგანი თავისი არხით. იდას და პინგალს ფლუიდები პრანით კვებავენ მუდრებს. მუდრები გენერირებენ კვანტურ ველებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში ვრცელდებიან და მის ფარგლებს გარეთაც გადიან. შემდგომ ხელახლა უბრუნდებიან მუდრებს და თან შემოაქვთ ინფორმაცია ორგანიზმის და გარე სამყაროს ატრიბუტების შესახებ.მუდრები უზრუნველყოფენ ყველა ლოტოსს ერთიანი  და საერთო ენერგიით.
ძნელია წარმოვიდგინოთ  ზემოთ ნაწილობრივ აღწერილი, ჩვეულებრივი ადამიანის თვალით უხილავი, ადამიანში არსებული  სტრუქტურების და მექანიზმების მოქმედების გრანდიოზული სურათი. ეს შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ სულიერი ხედვით; და ეს – მხოლოდ მცირედი ნაწილია ყველაფერ იმისა, რაც  არსებობს და მოქმედებს (ან ელის თავის მოქმედებაში ჩართვის ჟამს) ადამიანში. ცხადია, რომ აქ, მხოლოდ ნაწილობრივ აღწერილი ურთულესი სისტემის ბლოკების არსი, არ შეიძლება დატანილ იყოს შემადგენელი ნაწილების  ჯამზე. ისინი – მთლიანი კონსტრუქციებია, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული შიდა კავშირების  მრავალმნიშვნელოვანი ერთიანობა და გარე ფაქტორებზე (გარემოზე) დამოკიდებულება.

27 июн. 2016 г.

სინათლის ბუნების შესახებ



სინათლე ნივთიერების გამოსხივების ფართო სპექტრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ის მთავარი ფაქტორია, რითაც ადამიანი შეიცნობს გარე სამყაროს, მაგრამ მისი ბუნების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, რას წარმოადგენდა სინათლე – კორპუსკულებს თუ ტალღებს. პერიოდულად იცვლებოდა შეხედულება სინათლის ბუნებაზე. მ. პლანკის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ენერგიისა და მოქმედების კვანტების აღმოჩენამ გარკვეულწილად შეცვალა წარმოდგენები სინათლეზე, მაგრამ დუალიზმი ამ საკითხში ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრა. კორპუსკულები შეიცვალა სინათლის კვანტებით – ფოტონებით. მოვლენები, რომელიც ეხებოდა სინათლის გავრცელებას, მეცნიერებს შეეძლოთ განეხილათ მარტო ტალღური თვალთახედვით; ხოლო სინათლის ზემოქმედება ნივთიერებაზე (ფოტოეფექტი, კომპტონის მოვლენა) განიმარტებოდა მხოლოდ კორპუსულების ან ფოტონების შესახებ წარმოდგენის საფუძველზე.

27 апр. 2016 г.

სულიერი წინსვლა – ადამიანის ბედნიერების საწინდარი




სულიერი წინსვლა – ადამიანის ბედნიერების საწინდარი.


კულტურა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა და განავითარა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი მუდმივად ეძებდა იმ გზებსა და საშუალებებს, რომელიც გააუმჯობესებდა მის ყოფიერებას და მოაპოვინებდა ბედნიერებას. ეს ძიება  დღესაც გრძელდება. მაგრამ, სამწუხაროდ უმეტესობა ყოველთვის იხიბლებოდა მხოლოდ სამყაროს გარე (მატერიალური) ენერგიებით და მცდარად მიიჩნევდა, რომ მატერიალური კომფორტია ის მთავარი, რაც მას მიანიჭებს ბედავნიერებას.
თანამედროვე ეპოქაშიც კი ჯერ კიდევ ბევრია ამდაგვარი შეგნებითა და სათანადო ძალისხმევით მცხოვრები ადამიანი. ილუზიური კეთილდღეობით მოჯადოებული, იგი ცდილობს იყოს ბედნიერი და უმთავრესად ემსახურება საკუთარ სხეულებრივ გრძნობებს და სურვილებს, ის კი  სულ არ ახსოვს. რომ იგი სულია.
რა თქმა უნდა , ადამიანმა უნდა მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისაგან, ის ამისთვისაცაა დაბადებული დედამიწაზე, მაგრამ დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე. უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს სიცოცხლის მთავარ არსზე. დაკარგული აქვს სულიერი წინსვლის გასაღები, დიდი ცოდნა  და მისი ძიების სურვილიც კი. როდესაც ამდაგვარ პიროვნებებს მოუწოდებენ სულიერი ცხოვრებისაკენ, ისინი პასუხობენ, რომ მათ სურთ მუშაობა კუჭისთვის და ღმერთზე ფიქრი არაფრად არ ესაჭიროებათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ამ განწყობის გამო მათ ხშირად უმუშევრობა და მრავალი სხვა სირთულე ემუქრებათ, რომელთაც სამყაროს კანონები ახვევს თავს. საჭიროა ამ კანონების ცოდნა და მათი დაცვა. ჩვენ ყველანი მატერიალური ბუნების კანონების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, მიუხედავად ჩვენი წარმოშობისა, რელიგიური აღსარებისა, თანამდებობისა და მოღვაწეობისა.

მეცნიერება და ჭეშმარიტება.




მეცნიერების წარმოშობასა და განვითარებას ხშირად უკავშირებენ ადამიანთა ყოფიერებას, საზოგადოებრივ პრაქტიკას, წარმოებას. მაგრამ, მეცნიერების სიძლიერე იმით გამოიხატება, რომ იგი პასუხობს გონებისა და სულის მოთხოვნილებას, რადგან რეალური სინამდვილის, ცხოვრების საზრისისა და მიზნის შემეცნებისადმი სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს.
კაცობრიობამ თავისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე ბუნებისა და სამყაროს აგებულების არაერთი მეცნიერული და რელიგიური ახსნა შეძლო და შექმნა მრავალდარგობრივი მეცნიერება, რომლის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მრავალმხრივი დაკვირვებები ტარდებოდა. გროვდებოდა ფაქტები, ცოდნა. დადგინდა ბუნებაში მოქმედი მრავალი კანონი და კავშირები.
XX საუკუნის დასაწყისში მოხდა მეცნიერების განსაკუთრებით მიზანმისწრაფული განვითარება. შეიქმნა კვანტური მექანიკა, ფარდობითობის თეორია, კოსმოსურ სივრცეში რაკეტების მოძრაობის თეორია, აღმოცენდა ევოლუციის პრინციპების იდეები, განვითარდა კიბერნეტიკა, გენეტიკა. მეცნიერების ყველა ამ და ბევრ სხვა მიღწევასთან ერთად, რამაც ტექნიკისა და ცივილიზაციის არნახული განვითარება გამოიწვია, ცხადი გახდა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ღრმად ჩასწვდომოდა ბუნების მრავალ საიდუმლოებას. ამისათვის ის ხსუთი სენსორული გრძნობა (გაძლიერებული ტექნიკური საშუალებებით) და აზროვნების უნარი, რომლებსაც მეცნიერება იყენებს, არასაკმარისი აღმოჩნდა.
რელიგიური მსოფლმხედველობა და ოკულტური მოძღვრება, რომლებიც კლასიკური მეცნიერების პარალელურად ვითარდებოდა, აღიარებდნენ ფარული ძალების, კავშირებისა და ენერგიების არსებობას ბუნებაში, კოსმოსსა და ადამიანში. ეს მოძღვრებანი „ხედვის“ განვითარებული უნარის მქონე პირებისათვის ადვილად მისაწვდომი იყო. ინტუიცია (მეექვსე გრძნობა) – ჭეშმარიტების „სულიერი თვალით“ მყისიერი წვდომის თვისება, ხედვით სისტემაში წამყვან როლს ასრულებს.
აღმოჩნდა, რომ ხუთი სენსორული გრძნობით შემეცნებული სამყარო სრულიად განსხვავდებოდა მეექვსე გრძნობით დანახულისაგან. რწმენა და რელიგია ხელს უწყობენ ადამიანს სულიერი ხედვის განვითარებაში. ზნეობა, რომელსაც რელიგია ქადაგებს, ძალას აძლევს სუბიექტს წინ აღუდგეს ჰარმონიის დარღვევას მის საკუთარ ენერგეტიკულ ველში. ეს უკანასკნელი კი განაპირობებს ადამიანის სულიერ ზრდას, ცნობიერების გამთლიანებას და ხედვის უნარის შეძენას.