 სინათლე ნივთიერების გამოსხივების ფართო 
სპექტრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ის მთავარი ფაქტორია, 
რითაც ადამიანი შეიცნობს გარე სამყაროს, მაგრამ მისი ბუნების შესახებ ცოტა 
რამ არის ცნობილი.
სინათლე ნივთიერების გამოსხივების ფართო 
სპექტრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ის მთავარი ფაქტორია, 
რითაც ადამიანი შეიცნობს გარე სამყაროს, მაგრამ მისი ბუნების შესახებ ცოტა 
რამ არის ცნობილი.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში 
მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, რას წარმოადგენდა სინათლე – კორპუსკულებს
 თუ ტალღებს. პერიოდულად იცვლებოდა შეხედულება სინათლის ბუნებაზე. მ. 
პლანკის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ენერგიისა და მოქმედების კვანტების 
აღმოჩენამ გარკვეულწილად შეცვალა წარმოდგენები სინათლეზე, მაგრამ დუალიზმი 
ამ საკითხში ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრა. კორპუსკულები შეიცვალა სინათლის
 კვანტებით – ფოტონებით. მოვლენები, რომელიც ეხებოდა სინათლის გავრცელებას,
 მეცნიერებს შეეძლოთ განეხილათ მარტო ტალღური თვალთახედვით; ხოლო სინათლის 
ზემოქმედება ნივთიერებაზე (ფოტოეფექტი, კომპტონის მოვლენა) განიმარტებოდა 
მხოლოდ კორპუსულების ან ფოტონების შესახებ წარმოდგენის საფუძველზე.
ფოტონი არის ელექტომაგნიტური ველის კვანტი,
 ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც გარდა ელექტრომაგნიტური 
ურთიერთქმედებებისა, არ მონაწილებს სხვა (სუსტ და ძლიერ) 
ურთიერთქმედებებში. ასე რომ, სახეზეა ერთგვარი არაჩვეულებრივი სურათი: ერთი
 და იგივე ობიექტი (სინათლე ან γ გამოსხივება) ერთდროულად ნაწილაკიცაა და 
ტალღაც. დე ბროილმა გამოთქვა ვარაუდი: რაკი სინათლის ტალღებს აქვს 
ნაწილაკის თვისებები, შესაძლოა ელექტრონის ნაწილაკსაც ჰქონდეს ტალღის 
თვისება, ანუ მას, ისევე როგორც სინათლეს, ახასიათებდეს დუალიზმი. ბევრმა 
ფიზიკოსმა ირწმუნა ტალღა-ნაწილაკის რეალობა, თუმცა ეს არ იყო ადვილი, 
რადგან, როგორც ვიცით, ტალღა არის განუსაზღვრელი სივრცეში, ნაწილაკი კი 
კონცენტრირებულია წერტილში. მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს ორი შეუთავსებელი 
სახე ერთად იძლეოდა მიკროსამყაროს ამსახველ სრულ სურათს.
 
 თანამედროვე კლასიკური მეცნიერება 
სარწმუნოთ არ მიიჩნევს ფაქტებს, რომლებიც მის მიერ მეცნიერული სინამდვილის 
მიღებულ კრიტერიუმებს არ ესადაგება. თუმცა მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, 
რომ უარყოფილი არ უნდა იქნეს ეზოთერული გზით მიღებული ცოდნაც.
თანამედროვე კლასიკური მეცნიერება 
სარწმუნოთ არ მიიჩნევს ფაქტებს, რომლებიც მის მიერ მეცნიერული სინამდვილის 
მიღებულ კრიტერიუმებს არ ესადაგება. თუმცა მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, 
რომ უარყოფილი არ უნდა იქნეს ეზოთერული გზით მიღებული ცოდნაც. სრულყოფისაკენ მიმავალ გზით სვლას ხელს 
უწყობს ღვთის მსახურება: ღმერთისკენ მისწრაფება, მისი კანონებით ცხოვრება, 
ლოცვა. ეს უზრუნველყოფს ღვთიური ძალისა და ენერგიის მოზიდვასა და 
გამოყენებას. ამ გზაზე აუცილებელია გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა, 
გვწამდეს ღმერთი და განვავითაროთ ნებისყოფა. მისი თაოსნობით და დახმარებით 
შევიძინოთ საჭირო ცოდნა, რომელიც ხელს შეგვიწყობს გონისა და ცნობიერების 
განწმენდაში. შემდეგ აუცილებელია სასიცოცხლო ენერგიაზე კონტროლის დაწესება 
და გონების დამშვიდება. ნებისყოფა და ენერგია გვესაჭიროება პირველ რიგში. 
მივცეთ მათ საშუალება იშრომონ და დავეხმაროთ იმით, რომ დავიკავოთ მათ 
მიმართ სწორი პოზიცია. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი სანქციონერები და მოწმეები 
მათი სწორი სვლის.
სრულყოფისაკენ მიმავალ გზით სვლას ხელს 