26 июл. 2018 г.

კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან


კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან
intermedia.ge


ავტორი:თორ ნიკე


"ეტრუსკები, ისევე, როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ ცივილიზაციას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას." ედუარდ დემოლინსი
"კოლხებს, რომელნიც მაშინ კრეტაზე სახლობდნენ შეუძლიათ არა მხოლოდ იოცნებონ, არამედ გაითავისონ ის, რომ ისინი ბატონობდნენ ხმელთაშუა ზღვაზე და იყვნენ იმდროინდელი მსოფლიოს ჰეგემონები." ბერძენი მეცნიერი ტ. კაფანტარისი (ბერძნული გაზეთი ვიმა საიენსი. 18.01.2009 წ.)

ეტრუსკებიკურტ იოჰიმ შპრენგელი წერს: "ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწამოთმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა."

ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე წერდა: "კოლხიდის მცხოვრებნი ვგონებ, ეგვიპტელები არიან. აქ საკუთარ ჩემს აზრს ვამბობ და არა სხვისას. რადგან ეს აზრი ფიქრად მომივიდა, ცნობები შევკრიბე ამის თაობაზე როგორც ეგვიპტელებისგან, ასევე კლხებისგან. კოლხებს უფრო მეტი ახსოვთ ეგვიპტეების შესახებ, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხების შესახებ. ეგვიპტელები ამას კი ამბობენ, რომ კოლხები ჩვენის აზრით სესოსტრისის (ეგვიპტურად კახაურას) ჯარის ნარჩენიაო. ასევე ჩემი აზრი დავამხარე იმაზე, რომ კოლხები შავგვრემნები და ხუჭუჭთმიანები არიან. კოლხებს, ეგვიპტელებს და ეთიოპელებს ჩვეულებად აქვთ წინადაცვეთა. მხოლოდ ეგვიპტელები და კოლხები აკეთებენ ერთნაირად სელს. ყოფა-ცხოვრებაც და ენაც ერთმანეთს უგავთ."
ამ მოსაზრებას იმეორებს რამდენიმე ისტორიკოსი: დიონისე, გეოგრაფი სტრაბონი და სხვა.. ჰეროდოტეს ეს მოსაზრება უარყოფილია საისტორიო მეცნიერებაში, თუმცა ეგვიპტელებს და კოლხებს შორის ახლო ურთიერთობას ადასტურებს რამდენიმე ისტორიული ფაქტი, მათ შორის რაჭასი აღმოჩენილი ბრილის სამაროვანი. ასევე ევროპელი მეცნიერების კვლევები, მკვლევარები არგუმენტირებულად ამტკიცებენ, რომ ეგვიპტელი ფარაონის, ტუტანხამონის მუმიის დნმ-ის ანალიზი უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ მისი წინაპრები კავკასიელები იყვნენ. იმ პერიოდის კავკასია კი, როგორც არაერთი ისტორიკოსი გადმოგვცემს, მხოლოდ და მხოლოდ კოლხეთსა და კოლხურ ცივილიზაციასთან ასოცირდება.
კოლხები ეგვიპტეში
ეგვიპტური და კოლხური სამყაროს კავშირებზე საუბრობს დიდი მკვლევარი, ცნობილი ლინგვისტი და აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსისტეტის პროფესოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვიაჩესლავ ივანოვიც:
"ძველეგვიპტური და პროტოქართველური ენების შედარებითი ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე მე მივედი დასკვნამდე, რომ 2 უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა არის ქართველური სამყაროდან შესული. ესენი არიან თოთი და ოსირისი."
ვიაჩესლავ ივანოვი იბერო-კოლხების შესახებ
დაახლოებით ძვ.წ. 6000 წელს (ძვ.წ. მე-60 საუკუნეში) მიმოფინატნენ კოლხები ევროპის ტერიტორიაზე კავკასიიდან. მათი ნაწილი კი ეგვიპტეში მოხვდა და ქვეყნის სათავეში მოექცა. კიდევ უფრო შორს წავიდა გერმანელი მეცნიერი შოლცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეგვიპტის ფარაონთა შორეული წინაპრები კავკასიიდან გადმოსახლდნენ ეგვიპტეში დაახლოებით ძვ.წ. 7500 წლისთვის (ძვ.წ. 75-ე საუკუნეში). ამ გადმოსახლბიდან 2000 წლის შემდგომ კი, ანუ ძვ.წ. 5500 წელს ისინი ევროპაში დასახლდნენ. როდესაც ახსენებენ იმ პერიოდის კავკასიას, თავისთავად გულისხმობენ კოლხეთს, რომელსაც უკავშირდება მაშინდელ ცივილიზაბულ სამყაროში შექმნილი უამრავი რელიგიური ამბავი - მითი და ბალადა.
ძველი კოლხეთის მოსახლეობის დაახლოებითი რეკონსტრუქცია:
კოლხები
ამის დასტურია თუნდაც ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა." ასევე როდოსელის "არგონავტიკა." მ. ჯანჯღავა წერს: "კოლხური ცივილიზაცია არსებობდა შუმერულ, ხეთურ და ეგვიპტური ცივილიზაციების გვერდში თანადროულად. ცივილიზაციები განიცდიდნენ ურთიერთგავლენას. ისტორიულ-კულტურული ელემენტების თანაზიარობით. კოლხური, დღევანდელი მეგრულ-ლაზური ენა ბევრ საერთოს პოულობს ძველ ეგვიპტურთან. აქ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად ცნობილია, რომ მეცნიერებმა ტატუები აღმოაჩინეს ძველ ეგვიპტეში. სიტყვა ტატურუა მეგრულად დღეს მრავალი მნიშვნელობით იხმარება - ტატურუა ზელვაა, თხვეპნა, ზედ ტანზე რაიმეს მიწებება ან გამოსახვაა. მრავაკი ძველეგვიპტური სიტყვა შემონახულია დღევანდელ მეგრულ-ლაზურში, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს სიტყვები კოლხეთიდან იყოს შესული ძველ ეგვიპტეში.
ბერძენი მწერლები კოლხებს და მოსინიკებს ბიბლიური ნოეს შვილის, იაფეტის შთამომავლებად თვლიდნენ, რაც კოლხების თეთრკანიანობას უსვამს ხაზს. ვინაიდან ბიბლიური ნარატივის მიხედვით ნოეს შვილმა, იაფეტმა ჩამოაყალიბა თეთრკანიანები, სემმა სემიტები, ხოლო ხამმა (ქამმა) ქამიტები (ინდუსები, ჩრდილო აფრიკის კავკასოიდები და ნეგროიდები). ევსები კესარიელის აზრით "კოლხები და მოსინიკები იაფეტის მოდგმისა არიან." ეპიფანეც კოლხებსა და მოსინიკებს იაფეტიდებად ასახელებს.
ივანე ჯავახიშვილი თავის გამოკვლევაში ამბობს, რომ კოლხები შთამომავლები არიან იმ ძველი "კასკაია" -სი, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ.წ. მე-12 საუკუნის შუამდინარეთში ანუ მესოპოტამიაში, ძველ ქალდეაში და მოხსენიებულნი არიან ასურულ ლურსმნულ წარწერებში. კასკები დამარცხდნენ ასურელებთან ბრძოლაში და ისინი დაახლოებით ძვ.წ. მე-8 საუკუნეში იბერო-კოლხ დანარჩენ ტომებთან - მუსკებთან და თუბალებთან ერთად კაბადოკია-პონტოს გავლით გადმოსახლდნენ ამიერკავკასიაში. კასკები დაბინავდნენ შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. (ივანე ჯავახიშვილი. ქ.ე.ი.1ტ.) ი. ჯავახიშვილის ამ ჰიპოთეზის შესახებ სერგი მაკალათია ბრძანებს: "ეს ჰიპოთეზა უფრო დაფუძნებულია ტერმინების "კოლხოი" და კასკაია"-ს ლინგვისტურ ანალიზზე და იგი არ არის შეჯერებული ისტორიული ხასიათის ფაქტებით და არქეოლოგიური აღმოჩენებით."
ჰომეროსი "ოდისეაში" თავისი გმირის ოდისევსის მგზავრობას ადარებს არგონავტების მოგზაურობას. ჰომეროსის პოემა "ოდისეა" დათარიღებულია ძვ.წ. მე-11 - მე-10 საუკუნეებით და ამის მიხედვით ირკვევა, რომ კოლხეთი ამ დროს დასახლებული იყო კოლხებით და შექმნილი ჰქონდათ სახელმწიფო, რომელიც ძალიან ძლიერი და მაშინდელ ცივილიზებულ მსოფლიოსი სახელმოხვეჭილი გახლდათ, რაც აშკარად ეწინაარმდეგება კოლხების გადმოსახლების თეორიას შუამდინარეთიდან შავი ზღვის სანაპიროზე ძვ.წ. მე-8 - მე-7 საუკუნეებში. ამასთანავე, არქეოლოგიური აღმოჩენებიც აშკარად მოწმობს, რომ ძველი კლხეტის ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო. აქ აღმოჩენილი ქვისა და ბრინჯაოს ხანის მდიდარი კულტურა აშკარად მიგვითითებს, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, იბერიაში იყო უწყვეტი მოსახლეობა ხალხისა 2 მილიონი წლის განმავლობაში, რომლსაც გაუვლია ქვისა და ბრინჯაოს ხანა და და ისტორიულ პერიოდშიც კი აქაურ მოსახლეობას კოლხების სახით და სახელით შეუქმნია ძალიან მაღალი კულტურა და შემდგომ სახელმწიფოებრიობაც. ეს გარემოება უარჰყოფს კოლხების გადმოსახლების ჰიპოთეზას და ამავე დროს საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კოლხები და მათი მონათესავე სხვა ქართველური (იგივე იბერო-კოლხური ტომები) ადგილობრივი მკვიდრნი (აბორიგენები) არიან, რომელთა წინაპრებს უძველესი დროიდან უცხოვრიათ აწინდელი საქართველოს, ანატოლიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდ. კავკასიის გარკვეულ ტერიტორიებზე და გაუვლიათ საზოგადოებრივი განვითარების ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ პერიოდში მათ შეუქმნიათ საკმაოდ მაღალი ცივილიზაცია, რაც გამყარებულია ათეულ ათასი არქეოლოგიური არტეფაქტით და ისტორიული წყაროებით.
ძვ.წ. მე-6 საუკუნის კოლხური დიდრაქმა. ნაპოვნია შავი ზღვის სამეგრელოს სანაპიროზე. სულ ცნობილი 6 ტიპის კოლხური დიდრაქმა და ეს მათ შორის ერთ-ერთი უადრესია. ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფულს ჭრიდა იმ დროში, ნამდვილად უმაღლეს დონეზე განვითარებულად ითვლებოდა.
კოლხური თეთრი
აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკა" არგონავტების მოგზაურობის შესახებ აგებული პოეტური ნაწარმოებია, რომელიც შეიქმნა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. მასში ყველაზე უფრო ვრცლად და თანმიმდევრულადაა დამუშავებული თქმულება ოქროს საწმისზე. პოემის ძველი სახელწოდება იყო "არგონავტები", სახელი "არგონავტიკა" შემდეგაა დამკვიდრებული. პოემა 4 წიგნისგან შედგება და 5835 ტაეპს (დაქტილურ ჰექსამეტრს მოიცავს). პირველ წიგნში 1362 ტაეპია. მეორეში - 1285, მესამეში - 1407 და მეოთხეში - 1781.
აპოლონიოსმა პოემაზე მუშაობისას გამოიყენა მსოფლიოში საუკეთესო წიგნთსაცავში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცული დიდძალი მასალა არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ეს ბიბლიოთეკა იყო, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმა გადაწვეს და ბოლოს მუსლიმებმა საბოლოოდ მოუმთავრეს ხელი.
"კოლხებს შენახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომელზეც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი." აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. მე-3 საუკუნე).
მეგრულად კირიბი არის კრავი. კირიბიში - "კრავისა ეტრატი"
აი რას წერდა აკაკი ურუშაძე: "ძნელია ვიფიქროთ, რომ მდიდარი კულტურული წარსულის მქონე და ანგარიშგასაწევ ხალხად მიეჩნიათ კოლხები ბერძნებს, მათში უძველესი დამწერლობის არსებობის გარეშე."
კოლხურად კირიბი ეწოდება ბატკანს, რომლის ტყავისგანაც მზადდებოდა კვირბი, ეტრატი.
კურტ იოჰიმ შპრენგელი კოლხების შესახებ
სრულიად შესაძლებელია, რომ ეს კვირები პირველმა ქრისტიანებმა მოსპეს და გაანადგურეს როგორც წარმართული რელიგიის და იდეოლოგიის ნიმუშები. ქრისტიანობა ხომ უზშირესად ძალით მყარდებოდა. ყველა ძველი ეკლესია ე.წ. წარმართული სალოცავების ადგილზე დგას, რომელთაც ანგრევდნენ ქრისტიანები და მის ადგილას ახალ, ქრისტიანულ ტაძარს დგამდნენ "წარმართობაზე გამარჯვების" ნიშნად. კოლხეთზე დიდი ინფორმაცია და შესაძლოა თავად კვირბებიც კი ინახება ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იქ მსოფლიოს ბევრი, უძველესი არტეფაქტი ელის გამომზეურებას და იმედია მალე მიიღებენ ვატიკანის საცავების გახსნის გადაწყვეტილებას კათოლიკური ეკლესიის მესვეურნი.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართულია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ. მაგრამ შესაძლებელია, შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართულ შტოს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს." ივანე ჯავახიშვილი.

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий