8 июн. 2016 г.

ტოტტი



-ზუსტად მახსოვს, ტოტტი რომ გავიცანი შვიდი წლის ვიყავი. მაშინ ჩვენ მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი უბნის ბიჭები ხშირად დადიოდნენ კ უს ტბაზე საბანაოდ. მე კი მშობლებმა სასტიკად ამიკრძალეს იქ წასვლა. ისე არც მოზრდილებს ვეხატებოდიდ მმაინცდამაინც გულზე პატარები, ''ლიფსიტებს'' გვეძახდნენ. თუ  შეგვატყობდნენ, რომ ატორღიალებას ვაპირებდით,  ერთს დაგვიცაცხანებდნენ და უკან დაგვაბრუნებდნენ. მაგრამ ერთხელ მაინც მოვახერხე და ავეკიდე დიდ ბიჭებს. ჩუმად გავყევი, არავის შევუმჩნევივარ, ხოლო თვალი რომ მომკრეს, კარგა შორს ვიყავით. თვითონ უკან დაბრუნება დაეზარათ, მარტოც ვერ გამომიშვეს, არ დაიკარგოსო ლა ბუზღუნ–ბუზღუნით გამიჰოლეს თან.

ზაფხულის ცხელი დღე იდგა. ბიჭებმა ტბის ნაპირას დამტოვეს და მკაცრად გამაფრთხილეს: ‘’თუ გინდა ნაპირზე იჭყუმპალავე, ღრმად კი ფეხი არ შედგა!’’  მერე კი თვიტონ ერთმანეტის მიყოლებით გადაეშვნენ ტბაში და ისე შორს გასცურეს, რომ მე მათ თავებსღა ვხედავდი. შურით ავიმსე. მეც კი ვიცოდი ცოტათი ცურვა და ერთი სული მქონდა წყალში მესკუპა. ვითმინე, ვითმინე და... ბიჭების გაფრტხილებაც დამავიწყდა, მშობლების აქრძალვაც, ავდექი და შევცურე. ნაპირსაც მოვცილდი. შევცურე, მაგრამ ავფარტხალდი, ვიგრძენი რომ ვიძირებოდი, ამაოდ ვიქნევდი ხელფეხს, დავიქანცე, მომეჩვენა რომ მთელი სხეული შემებორკა, ენაც წამერტვა.

აღარ მახსოვს, როდის დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვეგე, ვიგრძენი, რომ ვიღაცის ღონიერ ხელებში ვიყავი გადასვენებული და ის ‘’ვიღაც’’ ნაპირისკენ მიცურავდა. მერე მან ხის ჩდილში დამაწვინა,  შუბლზე ხელი დამადო. საოცარი სითბო და სიმშიდე ვიგრძენი, გული ამიყუჩდა და მე ავტირდი.

–რა გატირებს? – მკითხა გაღიმებულმა.


ყველაფერი გამახსენდა, შემრცხვა და გული უფრო მეტად  ამომიჯდა. – ალბათ სახლში გინდა, არა? თავი დავუქნიე.

–კეთილი.

არ ვიცი როგორ და როდის აღმოვჩნდი სახლში. ქუთუთოებ დამძიმებული ვიწექი ტახტზე. შუბლზე კვლავ უცნობის ხელის სითბოს ვგრძნობდი. თვალები გავახილე  ოთახში მარტონი ვიყავით. დედა ჯერ არ დაბრუნებულა ბაზრიდან.

–როგორ მომიყვანე?...რითი, მანქანით?

–არა, მანქფნით არა, – გამიღიმა უცნობმა.

–აბა რით?

–არაფრით. – ისევ გამიღიმა მან.

–შენ ვინ ხარ?

–ტოტტი.

– ტოტტი? პირველად მესმის ასეთი სახელი. მე რა...ვიხრჩობოდი?


–კი...მაგრამ ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, დაივიწყე... – მითხრა და თმებზე ხელი გადამისვა. – ჩემი წასვლის დროა, საცაა დედაშენი მოვა.

–დედას არ ეტყვი, რაც შემემთხვა? – არა? არ ვეტყვი...რა საჭბროა!...

–კიდევ მოხვაკ?

–თუ შენი იქნება, ჩვენ ხშირად ვნახავთ ერთმანეთს.

–სად ცხოვრობ? – მან შემომხედა და გამიღიმა. – როდის მოხვალ?

–ჩემი წაცვლის დროა.

–როდის მოხვალ, ტოტტი ჩემთან? – გავუმეორე კითხვა.

–მალე, ნახვამდის, მელოდებიან, დედა შენი უკვე ეზოშია! – მითხრა ტოტტიმ.

უცებ ჩემი ოთახი საოცრად კაშკაშა სინათლემ გაანატ და ტოტტი ამ სინათლეში გაუჩინარდა. გაოგნედული გავცქეროდი სივრცეს, ვერ გამეგო, სიზმარი იყო ყოველივე თუ ცხადი.  ქუთუთოები ისევ დამიმძიმდა, ისე ჩამეძინა რომ არ გამიგია როგორ შემოვიდა დედა.

....

იმ დღიდან ტოტტი თვეში ერტხელ მაინც მესტუმრებოდახოლმე, ოღონდ მაშინ, როდესაც შინ მარტო ვიყავი.

თავიდან ძალიან მინდოდა, ტოტტი ჩემი მშობლებისათვის გამეცნო. მე მათ ბევრს ვუყვებოდი მის შესახებ, თუმცა არაფრით დაბარწმუნე, რომ ტოტტი მართლა არსებობდა და მე არ ვიტყუებოდი. ყოველივე ჩემი ბავშური ფანტაზიის ნაყოფი ეგონატ, და პასუხად მხოლოლ იღიმებოდნენ. მაგრამ რომ წამოვიზარდე, ჩემი მშობლები სერიოზულად შეშფოდნენ და ჯერ ნერვოპატალოგტან მიმიყვანეს, შემდეგ კი არანაკლებ ფსიქიატრსაც გამასინჯეს, მაგრამ ექიმებმა ვერავითარი ავადმყოფობავერ აღმომიჩინეს და დედაჩემს და მამაჩემს აღარაფერი დარჩენოდათ გარდა ამისა,რომ კვლავ ესმინათ არაკები ტოტტიზე.

თერთმეტი წლისა რომ გავხდი, როგორც იქნა, დავრწმუნდი, რომ ტოტტი პირადათ ჩემუ მეგობარია და სხვა არავისთან სურს მეგობრობა. ამიტომ აღარავის ვუყვებოდი მის შესახებ. და ბოლოს და ბოლოს ჩემი მშობლებიც დაწყნარდნენ, საბოლოოდ დარწმუნდნენ ექიმების დიაგნოზში, ყველაფერი ასაკობრივია და აუცილებლად გაუვლისო.

ხანდახან ტოტტი ქუჩაში გამოჩნდებოდა და ჩვენ ერთად ავდიოდიდ მთაწმინდაზე, ვსეირნობდით მახლობელ ტყეში. მე მასში ყველაფეერი მაოცებდა. ის, ასე, ოცდასამი წლის იქნებოდა,  საშუალოზე მაღალი, პროპორციული  კოხტა ტანისა, დატალღული ქერა თმები  და დიდრონი უძირო თვალები ჰქონდა. ტოტტი მთელი თავისი არსებით სიტბოს და სიყვარულს ასხივებდა. ამ უჩვეულო სითბოთი და სიყვარულით გარემოცული მის დანახვაზე ტავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ჩემი მეგობრისკენ.

ტოტტი, რომ მართლაც უჩვეულო არსება იყო, ამას ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მასში მაინც ყველაფერი მაოცებდა.

როგორც კი სადმე ჩამოვსხდებოდით, მისკენ უმალ მოეშურებოდნენ ცხოველები და ფრინველები, მწერები და ქვეწარმავლები, თითქოს უნდოდათ შეხებოდნენ, მოფერებოდნენ მას.

ერთხელ ხიდან მუხლზე ობობა ჩამოაცოცდა, წინა ფეხი მოსტეხოდა.მომეჩვენა, რომ მწერმა თავისი  გასაჭირი შესჩივლა ტოტტის. მან ხელის  გულზე დაისვა ობობა, მიეფერა და ჩემს თვალწინ მოხდა სასწაული – ობობას ფეხი გაუმრთელდა და აუმოძრავდა. ამ საოცრების შემხედვარესენა წამერთვა.

...

ხშირად მინახავს როგორ ეფერებოდა ტოტტი ხეს, როგორ ნაზად უსვამდახელს ტანზე. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი.

–იცი, მე დედა მეფერება ბსე, როგორც შენ ამ ხეს.მან გაიღიმა.

–ხეს ესმის შენი დამოკიდებულება მისადმი, იგი მას გრძნობს. ადამიანები იშვიათად აქცევენ ხეს ყურადღებას. მას კი შეუძლია დაასაჩუქროს ისინი. თუ გინდა შენც დაგასაჩუქრებს? აბ ნახე. – ჩდენ მაშინ პანტის ქვეშ ვისხედით, მისი ნაყოფი ჯერ მკვახე იყო და პირს შაბავდა...

ტოტტი მიეფერა ხეს, ხელი გაიშდერა და სავსებით სერიოზულად სთხოვა: „გაგვიმასპინძლდი, გეთაყბა“. ჩემლა გასაოცრად ტოტიდან ორი მწიფე მსხალი მოსწყდა  და ტოტტის ხელებში ჩაუვარდა.

–გმადლობთ, ჩემო კარგო! – უთხრა ტოტტიმ ხეს და მწიფე მსხალი გამომიწოდა/

–გმადლობთ ჩემო კარგო! – გავიმეორე მეც და მსხლის ხეს მივეფერე.

–მე მგონი, რომ ამიერიდან შენ მეტი კრძალვით მოეკიდები ხეებსა და ყველა სულდგმულს.

...

–შენი სახლი სად არის? სად ცხოვრობ? – ვქიტხე ერთხელ ჩემს მეგობარს.

–ყველგან – მიფასუხა მან.

–როგორ ყველგან? დედაშენი და მამაშენი

–ისინი აქედან შორს არიან.

–შორს? როგორ შორს? რუსეტსი თუ უკრაინაშბ?

–არა. – თავი გააქნიზ ტოტტიმ.

–აბა, ამერიკაში? – სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვქიტხტ მე.

–არა, არა.

–აბა სად?

–სამშობლოს, თქვენ იმ ადგილს უწოდებთ, სადაც ადამიანი იბადება, მე კი აქედან ძალიან შორს დავიბადე. მე კი აქედან ძალიან შორს დავიბადე, სხვა მზის სისტემაში.

–ააა! მიხვდი, შენ კოსმონავტი ხარ! – შევძახე მე. იცი, მე მულტფილმი ვნახე ათასნაირ ცივილიზაციებზე...

––როგორ გიტხრა? ჩვენ სხვადაცხვანაირად გვესმის სიტყვა ‘’კოსმონავტი,’’ იმიტომ, რომ ჩვენ სხვადაცხვანაირად ვმოძრაობთ. თკვენ რაკეტები გაქვთ, ჩვენ კი არა. მე შემიძლია ერთ წამში მოვხვდე კოსმოსის ნებისმიერ წერტილში.

–რა, შენ შეგიძლია ერთ ნებისმიერ პლანეტაზე მო[ხვდე? – გავიკვირვე მე.

–რა თქმა უნდა.

–კი მაგრამ როგორ გაფრინდები, შენ ხომ ფრთები არა გაქვს? – ხელი მხრებზე გადავუსვი/

–ჩვენ ყოვვლისშემძლენი ვარტ.

–ჩვენი პლანეტის მსგავსი პლანეტა ბევრია?

–უსასრულოდ ბევრი და ყველა მათგანზე სიცოცხლეა.

–ესე იგი შენ შეგიძლია ნებისმიერ პლანეტაზე წამიყვანო?გეხვეწები რა წამიყვანე! – დანაღვლიანი თვალებით შევხედე ტოტტის – მაჩვენე რა შენი პლანეტა,გთხოვ!

–წაყვანიტთ ვერ წაგიყვან, მაგრამ შეიძლება ოდესმე გაჩვენო ის,ახლა კი არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ, ადამიანები, ჯერ მზათ არ ხართამისთვის.

–და შენ ბევრი ბევრი მეგობრები გყავს იმ პლანეტებზე?

–ბევრი და ერთ–ერტი მათგანიშენა ხარ.

–მომიყევი რა მით შესახებ, როგორები არიან?

–იცი აღნაგობით, შესახედავად ადამიანები ერთმანეთს გვანან, თუმცა, რაღაცით მაინც განსხვავდებიან ერთმანეტისგან, მაგალითად ფერით.  ზოგიერთ პლანეტაზე უფრო განვითარებული და ლამაზი ხალხი ცხოვრობს, მეორეზე – ნაკლებ განვითარებული და მაშასადმე, ნაკლებად ლამაზი. არსებობენ უმაღლესი ცივილიზაციები განუვითარებული ტექნიკით – მეც ცწორეთ მათი წარმომადგენელი ვარ. არიან პირიქით, ძალიან განვითარებული ტექნიკის მქონე ცივილიზტბული. ყველგან სხვადასხვანაირადაა. ბევრ პლანეტაზე, ისევე აქ, მიმდინარეობს კეთილისა და ბოროტის ბრძოლა. ზოგ პლანეტაზე ბოროტედამ გაიმარჯვა და არსებები, რომელებსაც ადამიანები აღარ ეთქმით, დეგრადაციის გზით წავიდნენ.

–დეგრადაცია რა არის? – ვქითხე ტოტტის.

–როცა იკარგება კარგი თვისებები, მაგალითად, კეთილმოსურნეობა და ხდება გადაგვარება. ეს ადამიანები მთლიანად კარგავენ სიკეთის ენარს. ისინი ბოროტდებიან, შურიანები ხდებიან, მათ გულს სიყვარული აღარ ძალუძს. სიყვარულის უნარდაკარგულები გულით ვეღარაფერს აღიქვავენ, ვიმეორებ, გულით ვეღარ აღიქვამენ ვერც ტკივილსა და ვერც სიყვარულს. ასეთ გულს ჩვენ დახურულს ვეძახით და სიცოცხლეს მხოლოდ ტვინი და ცივი გონება განაგებს. თუ ასეთ პლანეტაზე ძალზე განვითარებული ცივილიზაცია და თანაც ტექნირური, ისინიპირველ ხანებში დიდ საფრთხეს წარმოადგენენ  და ამიტომაც ჩვენ ისინი განსაკუთრებულ კონტროლზე გყვანან აყვანილები, ვიდრე ისინი არ გადაგვარდებიან. მერე ისინი სულ დაბლა ეშვებიან, მეტყველებისუნარსაც და გონებასაც კარგავენ. გულსატკენია ასეთი პლანეტების ხილვა.

....

მახსოვს მეხუთე კლასში ასეთი ამბავი გადამხდა. შინ ძალიან განაწყენებული მოვედი. კარგა ხანი მიყვარდა ჩემი თანაკლასელი გოგონა, მეგი. ვგრძნობდი, რომ ისაც თანამიგძნობდა.

შესვენებაზე მივირბენდი ხოლმე მასთან, ნაწნავებზე მივქაჩავდი და გავრბოდი. ისიც გამომეკიდებოდა, ვერე ვეცემოდით ერთმანეთს ვბღლანძუნობდით. მეგი ცდილობდა ქოჩორში ჩამფრენოდა, ჯერ ვერ ახერხებდა მერე კი მე თვითონვე სიამოვნებით ვნებდებოდი, ის თმებს მომწიწკნიდა და კმაყოფილი გარბოდა. ყველა სიძე – პატარძალს გვეძახდა. მე ეს მიხაროდა და ვხვდებოდი რომ მეგისაც სიამოვნებდა ამის გაგონება, თუმცა ისე ეჭირა თავი, თითქოს ძფლიან ბრაზდებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს მეტოქე გამომიჩნდა. ჩვენთან სხვა კლასიდან მილიციის უფროსის შვილი გადმოიყვანეს. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო. მაშინვე  ჩემს მეგის მოაქცია  ყურადღება. მე მივხვდი, რომ მეგისაც მოეწონა ის ვაჟბატონი და გულში რაღაც ჩამწყდა.

მას შესანიშნავი  ჩინური სპორტული ფეხსაცმელი ეცვა – ყველა ბიჭის საოცნებო კედები. მე კი უბრალო ყავისფერი კედები მქონდა. გაკვტთილზე ორკაპიკიან კალმისტრით კი არ წერდა. უბის ჯიბიდან ძვირფას ჩინურ ოქროსწვერიან კალამს იღებდა და იმითი წერდა. თავი შეურაცხოფილად ვიგრძენი და შურიც კი გამიჩნდა.

ასეთი განწობით ვიჯექი მარტო და მტკივნეულად განვიცდიდი ჩემს მარცხს. ამ დროს ოთახი განათდა და სინათლიდან ჩემმა მეგობარმა ტოტტიმ გადმოაბიჯა. მაშინვე მიხვდა რაღაც მიჭირდა, ნიკაპი ამიწია და თვალებში ჩამხტდა.

–რა მო[და, ნიკა? – მზრუნველობით მქითხა მან.

გული ყელში მომებჯინა, ტუჩები ამითრთოლდა, თვალები ცრემლებით ამევსო, ქვითინი ვეღარ შევიკავე, მკერდში ჩავემხე და მწარედ ავტირდი. ტოტტიმ თავზე ხტკი გადამისვა.

–დაწყნარდი, შენ ჯერ ყველაფერი წინა გაქვს!

–რა მაქვს წინ? მე ხომ მეგის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მე ის მიყვარს,გესმის? მიყვარს! მან კი...მან კი... და მე ავტირდი.

–მან კი სხვა შეიყვარა, არა? ბიჭი, რომელსაც ჩინორი კედები აცვი და ჩინური ოქროსწვერიანიავტოკალამი აქვს, ხომ ასეა? და შენ შეგშურდა მისი, არა?

სირცხვილისგან ავილეწე.

–ის მდიდარია. მას ყველაფერი აქვს: კედებიც, ფრენბურის ბურთიც, ველოსიპედიც, მაგნიტოფონიც. მე კი, არაფერი.

–მდიდარია? რა სულელი ყოფილხარ – მამშვიდებდა ტოტტი, გულში მიხუტებდა, თავზე ხელს მისვამდა – იცი, მამამისი სად მუშაობსმე თავი გავუქნიე.

მართალია, მილიციის უფროსია... შენ ჯერ პატარა საიმედოდ, რომ უფროსების საქმეში გაერკვე, მაგრამ ერთს მაინც გეტყვი, თქვენს მშობლების  შორის დიდი განსხვავებაა. შენი მშობლები პატიოსნად ცხოვრობენ ხელფასით. ის კი ქრთამებს იღებს, გამომძალველია, ბოროტად იყენებს თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას.

–როგორ?

–წამოიზდები და გაიგებ.მაგრამ ძაკიან გთხოვ, ნივთებს ყურადღებასნუ მიაქცევ. მოვა დრო, და შენ ყველაფერი ეს მოგწყინდება: კედებიც, მაგნიტოფონიც და ცხვა დანარჩენიც. როდესაც გაიზრდები, შენ გექნება საუცხოიოდ გარემონტებული ბინა, შესანიშნავი ავეჯი და ბუხარიც კი. და შენ ვიხვდები, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ იგი არასოდეს არ უნდა  გახდეს ამ ნივთბის მონა. ეს საშინელებაა! დედამიწაზე ომია, რომელსაც ზეცაში არმაგედონს ეძახიან. სიკეთე ბოროტებას ებრძვის და ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე მაინც გაიმარჯვებს და დედამიწის მკვიდრნი ღირსეულად გამოვლენ ამ ორთაბრძოლიდან.

–კი მაგრამ, როგორ ებრძვიან სიკეტე და ბოროტება ერთმანეთს?

–სხვადასხვანაირად. ხილულად ომებისა  და პატარ–პატარა კინკლაობის სახით, უფრო ხშირად კი ფარულად. დედამიწაზე თითოეული ადამიანი მეომარია და მხედართმთავრად – ერთი ბოროტებას ირჩევს, მეორე სიკეთეს. თითულს თავ–თავისი დროშა აქვს. სიკეთის დროშა თვალისმომჭრელითეთრი ფერისაა, ბოროტების კი  –შავზე შავი.

–დიდი ხანია ისინი ერთმანეთს ებრძვიან?

–დასაბამიდან, როდესაც სამითხეში პირველი ადამიანები მოატყუეს. ამ ამბავს შენ კიდეც გაეცნობი, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებიდ. უხილავი ომი კი შემიძლია ახლავე გაჩვენო.

–უხილავი ომი?

–მოდი ფანჯარასთან მივიდეთ.

ფანჯარას მივუახლოვდით. ტოტტიმ ფარდა გადასტია.

–იცი, ვინ ცხოვრობს იმ სახში?

–დიახ.

–უყურე.

–გავიხედე და დავინახე როგორ გახდა სახლი გამჭირვალე. მე ჩემს ბინაში ვიმყოფებოდი, მაგრამ შესანიშნავათ ვხედავდი და მესმოდა, რა ხდებოდა სხვის სახლში.

სამზარეულოში სახლის პატრონი ბჯდა, ის სულ მთრალი იყო და ცხუბობდა, ცოლს სცემდა და გარეთ აგდებდა. როდესაც ქმარი გადაბმით სვავდა, ცოლი შვილებთან ერთად მეზობლებტან იმალებოდა. ქალი ითმენდა, მაგრფმ თანდათან იბოღმებოდა, ბოროტდებოდა. ჭორიკანა მეზობლებიც იმასაც კი ამბობნენ, რომ მას სამზარეულოში საწამლავი აქვს დამალული და ერთხელაც იქნება ქმარი მთრალი რომ მოვა და აყალ–მაყალს ასტეხს, ადგება და მოწამლავსო. გარდა იმისაიმისა,რომ მე ყველაფერს ვხედავდი და ყვტლაფერი მესმოდა, თითქოს მათ სხეულებშიც გადავინაცვლე და თითოეულ მათგანს შევიგრძნობდი. მომეცვენა თითქოს ლოთის ცოლს კი არა, მე მეჭირა ხელში კალიუმციანიდი, რომ მისი გონება კი არ ებრძვის გულს , არამედ ჩემი. არ ვიცი რა ვქნა, უხმოდ მივჩერებივარ სასმელის სუნით აქოთებულ ქაცს. პირში დალეული ღვინის გემო და კუჭის საოცარი სიმძიმე ვიგრძენი. გულზე რაღაც მომაჭვა და ვიგრძენი, რომ ცოტაც და მაღებინებდა. საპირფარეშოსკენ გავიქეცი, მაგრამ, შუა გზაში შევჩერდი,რადგან მტელი ეს საშინელი შეგრძნება უცებ გამიქრა. ერთხანს ასე ვიდექი, თითქოს რაღაცას ვიხსენებდი, მერე უცბად ტოტტისკენ შემოვბრუნდი და შევყვირე.

–ის ქალი  მოკლავს მას! ნამდვილად მოკლავს! უშველე რამე, არ დაუშვა! შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია, წაართვი საწამლავი! – მთელი ძალით ჩავარინდი ტოტტის და ვანჯრღევდი.

ტოტტიმ ხელი ჩამავლო.

–დამშვიდდი. ის ვერ გაბედავს ქმრის მოკლას, მაგრამ, ეს ქალი მაინც ჩაიდენს მრვლელობას, მისთვის

უცნობ ადამიანს მოკლავს.

–ვის?

–ეკრანს შეხედე! ხედავ ოქროს წერტილს? ეს მისი აზრია, მე ის შენთვის გავადიდე. ხედავ რა სისწრაფით მოძრაობს!

–მე მხოლოდ ერთიან ოქროსფერ ხაზს ვხედავ.

–სწორია, ის ისეთი სისწრაფით მოძრაობს, რომ შენი თვალი ვერ  ასწრებს მის წერტილად აღქმას და შენ ხედავ მას როგორც ხაზს. ნახე, სივრცეში  კიდევ ერთი წერტილი გამოჩნდა. ბედი გქონია. შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ადამიანზე ს[ვისი აზრების მოქმედებას ადევნებს თვალს. ტვინი უნიკალური აპარატია. მას შეუძლია აზრი შეაჩეროს და მოძრაობის საშუალება არ მისცეს მას და იგი ერთ წერტილში  გაიყინება. ტვინს პირიქითაც შეოძლია – უზარმაზარი სიჩქარე მიანიჭოს აზრს და გაოშვფს იგი.ეს აზრი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს მკლელისტვის და ის დანაშაულს ჩაიდენს, ისეიგი ბოროტების სასწორზე დაიდება საწონი. ხედავ, სადამდე მიდის პირვეკი ხაზი? შეგიძლია სად ხდება ეს?

–ალბათ სადძაც ახლო, მეზობელ სახლში.

–არაფერიც. ეს ყოველივე საფრანგეთში ხდება. აი ადამიანს პისტოლეტი უჭირავს და უმიზნებს ადამიანს, რომელიც მუხლმოყრილი ევედრება სიცოცხლე შეუნარჩუნოს მას. მან მთლიანად მოინანია თავისი ცოდვები, ასე რომ ჩემი აზრით მიტევება შეიძლება. მას თითქმის შეუნდეს კიდეც – მრვკეკი მზადაა  იარაღი მოაშოროს... მაგრამ ამ დროს მას უწყვეტი ხაზი იახლოვდება.

და მე მკლელის თავზე მუქი შარავანდივით რაღაც შევნიშნე. მერე შარავანდი ძაბრის მსგავს ღრმულად იქცა. ხაზი ძაბრის კიდეს მიუახლოვდა და რაღაც ძალამ შიგ შეათრია.

–მკლელს დააკვირდი. შეხედე რას დაემსგაბსა სახე, რომელიც მზად იყო შეენდო, – გააგრძელა ტოტტიმ –ნიკაპი აუტრთოლდა, ზიზღმა დაუბრიცატუჩები,თვალები ბოროტად აუელვარდა და მთელი ეს ენერგია მის სხეულს გადაეცა. მან პისტოკენი შემართა და გაისროლა, უმოწყალოდ მოკლა თავისი მსხვერპლი.

მე ერთი კი შევძახე და ხელები სახეზე ავიფარე. ტოტტიმ შუბლზე ხელი დამადო და ჩემი ემოციაც სადღაც გაქრა. ეკრანს თვალს ააარ ვაშორებდი, ახლა მეორე ხაზს ვაკვირდებოდი.

–ანალოგიური შემთხვევა ხდება იტალიაში. – დაარღვია დუმილი ჩემმა მეგობარმა.

ეკრანზე ავტომატიანი გამოჩნდა, დაძაბული იდგა და ხელაწეული ადამიანებისათვის მიიეშვირა ლულა.

–აზრი ეკლესიის ზონაში ხბდება, სადაც მონასტერი მდებარეობს. ხედავ, რა გულმხურვალეთ ლოცულოდს ბერი? შეიძლება მისმა ლოცვამ  იხსნას ეს ადავბანები.

ახალგაზრდა ლამაზი ბერი მუხლმოდრეკილი კოცულობდა.

–მოდი, მოვუსმინოთ. მარტალია, ის თავის ენაზე ლოცულობს, მაგრამ შენ ყველაფერს  შენს ენაზე გაიგებ.

–„მამაო ჩვენო, რომეკი ხარ ცათა შინა... წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედის სუდევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინაეგრეცა ქვეყანასა ზედა“...

თავზე ოქროს ბრყინვალე შარავანდა ედგა. უწყბეთი ხაზი თანდატან ახლოვდებოდა ბერს, თავში მკლელობის აზრმა გაიელვა.

–ეს რაღა უბედურებაა... საიდან  გაჩნდი?! განვედ, სატანავ! – წაილუღლუღა ბერმა, – შენღა მაკლდი! – თავს ძალა დაატანა და განაგრძო – „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ – თვალები დახუჭა და შინაგანი ძალ–ღონე მოიკრიფა, რათა ცდუნება განეგდო. ბერი ლოცულობდა, აზრი კი თანდათან კარგავდა სიჩქარეს, წერტილად იქცეოდა. ბერი განაგრძობდა.

–„და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევენთ თანაყადებთამათ ჩვენთა... – ბერს ხმა უფრო რიხიანი გაუხდა – ნუ შემიყვანებჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ვენ ბოროტისაგან“ ამინ!!! – შვებით დაასრულა მან ლოცვა.

–ამინ!  გადარჩნენ! მკლელს ძალა არ ეყო! – ჭერტილი გაჩერდა – მორჩა, აზრი საშიში აღარ არის, ის დამარცხებულია!

–სამუდამოდ?

–არა, ის სანამდე იქნება მშვიდად, ვიდრე ბოროტების მოსურნე ცხვა ადამიანი არ გამოჩნდება. მაშინ ის სივრციდან გამოიხმობს იმ აზრს, მიიზიდავს და ყველაფერი თავიდან დაიწყება. – მითხრა ტოტტიმ და ეკრანი მოაშორა. – დაიღალე, ჩემო ბიჭუნა?

მე მხრები ავიჩეჩე, ტოტტიმ თმებზე ხელი გადამისვა. ყოველ გვარი დაძაბულობა მომეხსნა.

–რომ გაიზრდები, მაშინ ღრმად გაიზიარებ ყველაფერს, რაც აქ მოხდა.

...

კარგად მახსოვს ჩვენი უკანასნელი შეხვედრა.  ეს ამბავიც მაშინ მოხდა, როცა მე–5 კლასში ვიყავი, 31 დეკემბერს. მაშინ მტორე ცვლაში ვმეცადინეობდით. ფიზკულტურის გაკვეთილზე მოხდა ინციდენტი, რომელიც უსევ და ისევ ჩემს გრზნობასთან იყო დაკავშიპებული.

დარბაზში, სადაც ჩვენ კალათბურთს ვთამაშობდით, მაგიდა იდგა. მასწავლებელმა ჩემს მეტოქეს ურჩია საათი მოიხსენი და უჯრაში შტინახეო, იგი დაემორჩილა. ხოლო როდესაც ის საათის ასაღებად დაბრუნდა, საათი იქ აღარ დახვდა. მე ერტხელ მართლაც მივედი მაგიდასთან, მინდოდა ჟურნალში ჩამეხედა, რომ  მეოთხედის ნიშანი გამეგო. ისეთი დიდი აყალ–მაყალი ატყდა რომ დირექტორთანაც დაგვიბარეს, მაგრამ დაკარგულის პოვნა მაინც არ მოხერხდა.

ჩვენთან ერთი და იგივე კლასსი რამდენჯერმე ჩარჩენილი ბიჭი სწავლობდა. მისი ყველას გვეშინოდა. „ჩორნას“ ეძახდნენ,ის კი ამაყობდა კიდეც თავისი სახელით. «ჩორნას“ პედაგოგებიც კი ერიდებოდნენ, მისი უცოდინარობის მიუხედავად მაინც უწერდნენ  სამიანებს და აი როდესაც კლასში მარტო მოსწავლტტბი დავრჩით, „ჩორნამ“ საჩვენებელი თითი გამოიშვირა ჩემსკენ და ხმამაღლა, ყველას გასაგონათ თქვა/

–მე ვიცი, ვინც მოიპარა საათი! – ყველა ცნობისმოყვარეობითმიაჩერდა მას –შენ მოიპარე, მე დაგინახე, მაგიდასთან რომ მიხვედი.

არც კი ვიცოდი რა მეპასუხა, საშინლად გავწითლდი და მისკენ გავემართე.

–ვინ აიღო საათი?

–შენ! – თავხედურად მომიგო მან/ – ვერ გიპატიებია მისთვის გოგო რომ წაგართვა, და იმიტომ! – მიპასუხა მან და ბოროტად შემომცინა/

ამის მოტმენა აღარ შემეძლო. მთელი ძალით ვეძგერე.

–მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა დაბრალება!

„ჩორნამ ღონივრად მკრა ხელი, მე ისევ გავიწიე მისკენ. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. „ჩორნას“ შიშით ჩარევა ვერავინ გაბედა/ მუშტი თვალში მომხვდა.

–ესეც შენ, ქურდო!

–მე არ მომიპარაცს, შენ თვითონ მოიპარე, მე ვიცოდი!

ამ სიტყებისთვის ცხვირშიც კარგა ლაზათიანად მომხვდა. სისხლი წამსკდა, ცუდად გავხდი. ყველამ იცოდა, რა დაუნდობელიც იყო „ცორნა“.ტკივილისგან, წყენისგან, უმწეობისა  და უსამართლოოსისგან ღაპა–ღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. სახე სისხლით მომეთხუპნა. კლასში ბოტანიკის მასწავლებელი შემოვიდა.

–რა დაგემართა ნიკა? ვინ დაგმართა ეს? – მკითხა, და მკაცრად  მოავლო კლასს თვალი. ყვტლანი დუმდნენ. არ ვიცი , მერე რა მოხდა. ჩანთას და პალტოს წამოვავლე ხელი და გარედ გამოვარდი. ბრაზი მახრჩობდა, გული ყელში მებჯინებოდა. ასე სახლში ვერ მივიდოდი.

ჩვენში ბაღის სიღრმეში ჩამოვჯექი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. წინა დღეს დიდი თოვლი მოვიდა. მეექვსე საათი დაიწყო, ნელ–ნელა ბნელდებოდა, ჩემს გულს კი ეღალებოდა. სიცოც[ლე აღარ მინდოდა.გადავწყვიტე დავრჩტნილიყავი და გავყინედულიყავი ამ ბახში. წარმოვიდგინე, როგორ მიპოვიდნენ ვკვდარს და მაშინ ყველა მიხვდებოდა, რომ მე დამნაშავე არ ვიყავი. „ჩორნას“ კი ყველა შეიძულებდა, იმიტომრომ ჩემს სიკვდილში მას ექნებოდა ბრალი. ამის წარმოდგენაზე გული უფრო მეტად ამიჩუყდა. ბაღიდან ვხედავდი რიგორ მამა ქუჩაში, მე კი ვიჯექი და ვტიროდი.და აი ახლაც, ისე როგორც მაშინ კაშკაშა სინათლემ თვალი მომჭრა. ჩემ წინ ტოტტი იდგა.

–ოჰო! – თქვა მან – ეს რა უქნია! მაგრამ გახსოვდეს სიკვდილი არამც და არამც ფრარის პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება.ცხოვრებაში უვარესიც ხდება.

–მე ქურდი არა ვარ. – ამოვისლუკუნე მე.–ვიცი, ვიცი,  ჩემო ბიჭუნა, მაგრამ იცი რას გეტყი? თამამად შტდი კლასში და ნურავისი ნუ გეშინია. შენ ხომ წარმოდგენაც კი არა გაქვს, რა ამბავი დატრიალდა იქ! „ჩორნას ფრფვინ დაუჯერა, ის დირექტორტანაც შეიყვანეს და კარგა მაგრათაც შეახურეს, ასე რომ მშობლების გარეშე სკოლაში ფეხს ვერ მოადგავს. უფრო მეტიც – დირექტორი სკოლიდან  გარიცხვით დაემუქრა, თუმცა ასე არ მოხდება, და არც არის საჭირო. ქურდობისთვის კი ვაინც დაიჭერენ, ოღონდ ცოთა მოგვიანებით. ასე რომ “ჩორნა“ ახლჯსაც ვერ გაგეკარება. ახლა კი შინ წადი, თორემ შენი მშობლები ძალიან ნერვიულობენ. ჰა , ადექი.

მე კვლავ გაქვავებულივით ვიჯექი/

–არ მინდა. – გავჯიუტდი/

დაბინდა. ირგვლივ ირგლივ თოვლის, მსხვილი ფანთელები დაფარფატებდნენ.

–რატომ?

–მინდა მოვკვდე. – ყოყმანით წარმოვთქვი მე.

–არაფერიც, შენ გინდა იცოცხლო და ძალიან დიდ ხანსაც იცოცხლებ. – გაიცინა ტოტტიმ. – ამაღამ კი მშობლებთან ერთად მხიარულად შეხვდები ახალ წელს.

–ჰოო? – შევძახე მე.

–ჰო! –მიპასუხა მან/

–ეგებ შენც წამოსულიყავი, ჩემს მშობლებს გაგაცნობ და ბოლოს და ბოლოს დამიჯერებენ, რომ შენ არსებობ, და სულაც არა ხარ ფანტაზიის ნაყოფი. გთხოვ, წამოდი რა, ერთდა შევხვდეთ ახალ წელს!

ტოტტიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.

–მაინც რატომ არ გინდა მათი გაცნობა? იცი როგორ მინდა, რომ შენ გნახონ?

–და დაიჯერონ, რომ მე  ვარსებობ? – დაფიქრდა ტოტტი.

–დიახ, დიახ!

–კი ბატონო, შევეცდები.

ჩვენს წინ ჩვენი ორი მოზრდილი კალათა გაჩნდა. მე გაოცებული შევცქეროდი ტოტტბს.

–ახლა დაახლოებით 6 საათია. მე დაშენ ამ წლის სექტემბრის თვეში აღმოვჩნდებით.

უეცრად კაშკაშა შუქმა მომჭრა თვალი. მე გაოგნებული ვიყურებოდი ირგვლივ. ტოტტიმ გულიანად გადაიხარხარა.

–პალტო გაიხადე თორემ დაგცხება და მოცავლის აღებას შეუდექი.

მე ტანზე გავიდე და სიხარულით დავხტოდიკვლებიდან ხეებზე. მალე მეორე კალათიც საყახევროდ ავავსეთ.დედა ჩემს ძალიან უყვარდა ასტრები და მახსოვს, როგორ დასყდა გული, როცა ვიღაცამ მის დაუკითხავათ მოკრიფა ისინი. ტოტტიმ ყვავილებისკენ წამიყვანა. ცოტა ხანში ხეკში უზარმაზარი ლამაზი თაიგული მეჭირა.

–რაღაც გვაკლია?

–გარგალი. – ვიხუმრე მე.

–მაგასაც ვიშოვით! – თქვა ტოტტიმ და ჩვენ ერთი თვით უკან აღვვოვჩნდაით. სულ მალე კი მე ხალათში კიტრსა და წვანილს ვაწყობდი. ტოტტი კი სულ უცინოდა.

–კარგი, გეყოფა, ჩაიცვი წავიდეთ.

დავუჯერე, ჩავიცვი პიჯაკი, პალტო. ქუდი ჩამოვიფხატე და ტოტტის გვერდში ამოუდექი. წამში ისევ თოვლით დაფარულ ბაღში ამოვყავით თავი. ისევ ლამაზად თოვდა.

–როგორ გგონია, არც ახლა დაიჯერებენ შენი მშობლები ჩემს არსებობას?

–აღმაშპოთებელმა თავი დავუქნიე. კალათებიც სადღაც გაქრა, ხელში მხოლოდ ყვავილების თაიგული შემრჩა. გაკვირებულმა შეშევხედე თოტტის. მან გამიღიმა.

–ყველაფერი შენი სახლის კარის ზღურბლებზეა. ბაღიდან გასასვლელ კარს მიუახლოვდით. ტოტტიმ  თანაგრძნობით  შემომხედა და დალურჯებულ სახეზე ხელი გადამისვა.

–თუმცა არა ჯობია, გქონდეს.შენ ხომ სიმართლისთვის იბრძოდი, ხოლო ასეთი სილურჯეები ალამაზებენ კიდეც მამაკაცს.

ახლა კი ჩემი წასვლის დროა. მალე შენი დედიკო გამოვა, გაიქეცი საჩუქრებით მიეგებე მას.

უცებ სივრცეში რაღაც ზარის რეკვასავით გაისმა. ტოტტიმ გამიღიმა ხელი დამიქნია და გაქრა/

სახლისკენ მიმავალმა პატარა მოციმციმე ბურთულა შევნიშნე. ის ჩემთან მოფრინდა და ცხვირწინ გამიჩერდა. მე ხელის გული გავუწოდე. ზედ დამასკუპდა. სინათლე გაქრა, ხელში კი პატარა ბრჯლის ბურთულა შემრჩა. ჯერ ვერც კი გამოვრკვეულიყავი, რომ დედა ჩემის ხმა მომესმა და თაიგულით ხელში მისკენ გავემართე.

ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, რა მოხდა ჩემს სახლში, როდესაც ყველაფერი ოთახში შევიტანე. მშობლები გაოგნებულები შემომცქეროდნენ. დედა შიშით დასწვდა ლეღვს,რომლის შუაგულშიც დიდი , ცვარივით ლამაზი ტკბილი წვეთი კამკამებდა. არც კი იცოდნენ რა ეთქვათ ჩემთვის. ჩემი დალილავებული სახეც კი გვიან შენიშნეს.

დიდებული სუფრა გაიშალა. ფანჯრის მიღმა განუწყვეტლივ თოვდა, ოთახში კი ნაძვის ხის, კიტრის, ატმის სურნელი ტრიალებდა. მაგიდაზე ლარნაკი იდგა უზარმაზარი ნაირფერი თაიგულით. ხოლო როდესაც მაგიდას მივუსხედით, დედამ შემომხედა, თვალები გაუფართოვდა და შეშინებულმა მქითხა.

–ვინ გიქნა ეს, შვილო?

–რა? – თითქოს ვერ მივხვდი რას მექითხებოდა.

–როგორ თუ რა! მთელი სახე დალურჯებული გაქვს..,

–დალურჯებული? რა დალურჯებული?

–როგორ მელაპარაკები!? – მრაცრად მითხრა დედამ, ნიკაპი ამიწია და სინათკისკენ მიმაბრუნა.

–ღმერთო ჩემო, ვინ გცემა, შვილო? გოგი! გოგი! მოდი ერთი აქ! – ლაუძა[ადედამ მამას.

–მაცაკე, ღვინოს ვასხამ.

–რ4ა დროს ღვინოა, კაცო! შეხედე ამის სახეს, რას უგავს, მთლად დალილავებული აქვს...

–მოდი ჩემთან შვილო, აბა მაჩვენე! – დამაკვირდა მამა – რა მოგეჩვენა? ბავშს  სახეზე არაფერი აქვს. – მიუბრუნდა დედას.

–როგორ თუ არაფერი, რას ამბობ?

მე და მამა დედას მივუახლოვდით. მან გაოცებულმა შემომხედა.

–კი მაგრამ ამ წუთას  მთელი სახე დალურჯებული გქონდა...

–მქონდა და აღარა მაქვს! – გავიცინე მე.

–ღმერთო, დღეს მართლაც საოცრებათა დღეა. ახლა კი მე ნამდვილად დავიჯერე ტოტტის არსებობა და ძალიან მინდა მისი გაცნობა.

–მეც... – თქვა დაფიქრებულმა მამამ.

...
http://cdnportal.inetproduce.ru/sites/69/posts/2016-01/e29f459ede4e684013a8a46206d81658.jpg
ბროლის ბურთულაზე კი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. ჩემი საწერი მაგილის უჯრაში მიდევს. ხანდახან ამოვიღებ ხოლმე, დავიდებ წინ და ძალიან დიდხანს ვუმზერ. ხანდახან მეჩვენება, რომ ბურთულა კვლავ გაცოცხლდება, სინათლედ გადაიქცევა და ჩემს ოთახში იფრენს. ამ სინათლიდან კი ჩემი მეგობარი ტოტტი მომევლინება, რომელიც დამპირდა, რომ მის საოცარ პლანეტას მაჩვენებდა, სადაც სიყვარული მეფობს.


Рисунки - Маи Гелдиашвили

1993  год


Комментариев нет:

Отправить комментарий