27 апр. 2016 г.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ (კრაიონის წიგნებიდან). ნაწილი 5.





ადამიანის ბიოლოგიური სისტემა იმგვარადაა კონსტრუირებული, რომ  ძალიან დიდხანს შეუძლია იმუშაოს, თუკი მიეცა ამის შესაძლებლობა. მას აქვს თვითბალანსირების, თვითგანკურნებისა და თვითგაახალგაზრდავების თვისება. ეს ხომ შესანიშნავია, ფლობდე ხანგრძლივად სიცოცხლის უნარს, უნარს იყო მშვიდი და მშვიდობიანი ქაოსის შუაგულშიც კი, ატარებდე გულით სიყვარულს და იყო თავისუფალი შფოთვისაგან. ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი იწყება უჯრედულ დონეზე, რადგანაც ადამიანის უჯრედებში , კერძოდ დნმ-ში მდებარეობს სულიერი და ფიზიკური სიცოცხლის შაბლონი.
ჩვენი დნმ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენ ნება დავრთეთ, რათა ჩვენს სხეულში მოთავსებულიყო ზღუდეები, რომლებიც  ხელს უწყობს ჩვენი  სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, ავადმყოფობებსა და დისბალანსს. ადამიანის დნმ-ში გაჩნდა ბრძანებების ნაკრები, რომელიც ითვლის ჩვენი სიცოცხლის დღეებს; ის გვამარაგებს ავადმყოფობებით, დაბერებითა და სიკვდილით. ესენი გახდნენ დედამიწაზე გასავლელი ჩვენი სასწავლო ციკლის შემადგენელი ნაწილი. მხოლოდ ახალი ენერგიის პირობებში , ნათელის მსახურებს მიეცათ უფლება და საშუალება შეცვალონ ხსენებული მდგომარეობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. ( კრაიონის წიგნებიდან ). ნაწილი 4

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. ( კრაიონის წიგნებიდან ). ნაწილი 4








ადამიანის ბედნიერებისთვის საჭიროა ქვეყანაში სოციალურ – ისტორიული წესრიგის დამყარება და დაცვა. ამისათვის კი აუცილებელია, რათა ადამიანებს ჰქონდეთ დიდი ცოდნა საკუთარი თავის შესახებ და მაღალი ცნობიერება. შემოთავაზებული ინფორმაცია განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ მოსახლეობის ცალკეული ინტელექტუალური ჯგუფისთვის. იგი ეხება ადამიანის რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მის ყოველდღიურობას. იმას თუ როგორ შევეწყოთ ადამიანის, დედამიწისა და სამყაროს განვითარების გრანდიოზულ გეგმას; ღვთიურ დაგეგმარებასა და ადამიანის თავისუფალ არჩევანს; მარადისობასა და უკვდავებას; ადამიანის სიყვარულის ძლევამოსილებას და ყველაფერ იმას, რაც აზრს ანიჭებს ჩვენს ცხოვრებას დედამიწაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან) ნაწილი 3




დედამიწა – ერთადერთი პლანეტაა სამყაროში, რომელსაც ძალუძს  შეცვალოს რეალობა თავისი მოსახლეობის არჩევანის მიხედვით, მათი ცნობიერების ამაღლების შედეგად.  1987 წელს კაცობრიობამ მაღალ სულიერ დონეზე განაცხადა თანხმობა პლანეტის ცნობიერების ამაღლებაზე. 2000 წელს დედამიწის ვიბრაციები გაიზარდა. რეალობა შეიცვალა. პლანეტამ გეზი  აიღო ამაღლებისაკენ. მიმდინარე საუკუნის თვისებას წარმოადგენს გამჟღავნებულ და არაგამჟღავნებულ სამყაროებს შორის არსებული ფარდის აწევა.  2002 წელს დამთავრდა დედამიწის ენერგეტიკული (მაგნიტური) ბადის გადაკეთება, რომელსაც აწარმოებდა კრაიონი   სამყაროს მაგნიტური სამსახურიდან.
ამაღლება არ არის არც განთავისუფლება და არც ჯილდო. ეს არის წინა რეალობიდან გამოსვლა  და უწინდელი ენერგიის ამაღლება. როდესაც ადამიანი განიცდის ახალი ენერგიის ზეგავლენას,   იგი იძენს ახალ ცოდნას. ერთი რომელიმე ადამიანის ამაღლებას თან სდევს ენერგიის   წარმოშობა. იგი გადაეცემა სხვა ადამიანს. მისი გარკვეული ნაწილი გადადის დედამიწის  წიაღში და ატმოსფეროში. ის ადამიანი, რომელმაც მიიღო ენერგია, ხდება ახალი  შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების მფლობელი. მიღებული ენერგია შეაღწევს ადამიანის  დნმ – ის შრეებში, რის შედეგადაც ადამიანი იცვლება. ამასთან ერთად იცვლება ის რეალობა,  რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბევრ ჩვენთაგანს ( ვინც გაიჭედა განვითარების ბიოუჯრედულ   დონეზე ), უკვე ეუფლება განთავისუფლების შეგრძნება.

ადამიანები ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ არ აცნობიერებენ ამ ჭეშმარიტებას. აღნიშნული ფაქტის იგნორირება და მისი შიში ადამიანებს ართმევს უნარს გარდაქმნან საკუთარი ცხოვრება. იდეის თანახმად ყველა ჩვენთაგანი, დედამიწაზე განსახიერებული არსებები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ შემოქმედის გეგმის აღსრულებას, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? რა ვითარება გვაქვს? ზოგიერთი ჩვენთაგანი ამბობს: „ მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჯერ ვერ მოვასწარი  რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შემოქმედის გეგმის აღსრულებისთვის“.  სხვები ამბობენ: „ მე უკვე ძალიან ხნიერი ვარ, იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო.“ ისინი, ვინც შუალედურ მდგომარებაში იმყოფებიან, იტყვიან: „ მე, მეტისმეტად  დაკავებული  ვარ,  იმისთვის,  რომ  ახლა  ვაკეთო  რაიმე  სერიოზული  ამ  მიმართულებით.“

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან) ნაწილი 2







კრაიონის წიგნები განკუთვნილია მათთვის, ვინც შინაგანად მზად არის გადადგას ახალი ნაბიჯი პირად ევოლუციაში. ისინი მოგვიხმობენ ფიქრისკენ, ასტიმულირებენ გონს. მათში არსებული ინფორმაცია გვეხმარება ადვილად და უმტკივნეულოდ მოვახდინოთ ჩვენში ცვლილებები, გვასწავლის იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, როგორ დავამყაროთ ჩვენში სულიერი სიმშვიდე და როგორ გვიყვარდეს საკუთარი თავი. როდესაც ვაღიარებთ საკუთარ არსს, იმას, რომელიც ვართ ჩვენ სინამდვილეში, ბევრი ჩვენგანი უკვე გრძნობს, რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ვიკვებოთ და დავიცვათ თავი დაღუპვისგან.
ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ ღმერთს. ჩვენში მუდმივად ხდება ცნობიერების თანდათანობითი ზრდა. ჩვენ მივისწრაფით სულში სიმშვიდის დამკვიდრებისკენ. ამ პროცესს დიდად უწყობს ხელს სიყვარულის ძალა.

დედამიწაზე ჩვენ ყველანი გავდივართ გაკვეთილს, რათა განვვითარდეთ და გავზარდოთ მთლიანი ვიბრაცია. სწავლის პროცესში გამოვლენილი მისწრაფება შობს იმ მნიშვნელოვან ენერგიას, რომელიც გარდაქმნის და გააქრობს ნეგატიურობას ჩვენში, გარემოსა და სამყაროში. ნეგატიურობა ნიშნავს გასხივოსნების არარსებობას (ისევე, როგორც სიბნელე – სინათლის არარსებობაა. ავტ.). თავის ამარა დატოვებული ნეგატიურობა იზრდება, და იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ის ადამიანები არ იქნებიან, რომლებიც გადიან გაკვეთილს და იზრდებიან. სწორედ მათი ძალისხმევა ამ მიმართულებით ქმნის ენერგიას, რომელიც საჭიროა რათა პლანეტარული ცნობიერების ვიბრაცია გადაყვანილ იქნეს მის მაქსიმალურ მიღწევად დონემდე.
ორი საუკუნის წინ ჩვენ დავიმსახურეთ ძღვენი – უზენაესის სრული გაბრწყინებული ნაწილაკის მუდმივად ჩვენში ტარების – და შევუდექით ჩვენი, როგორც დედამიწაზე გასხივოსნებული არსებების თვითგამოხატვის პროცესს.
გასხივოსნებული ადამიანი სინათლის მსახურია. მათი მიზანია პლანეტარული ვიბრაციის ინტენსიფიკაცია. ყველას შეუძლია უთხრას საკუთარ თავს: მე შემიძლია მოვეხმარო ჩემს თავს, თუ ხელს მოვკიდებ ამაზე მუშაობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ (კრაიონის წიგნებიდან, ნაწილი 1)


 






ადამიანი  – ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დედამიწაზე მოსიარულე ბიოლოგიური ორგანიზმი. ყოველი ადამიანი უნიკალურია და წარმოადგენს მთლიანის ნაწილს, თუმცა ყველამ არ იცის, თუ ვინ არის ის, როგორ არის მოწყობილი სამყარო, რანაირი ცხოვრება გამოიარა სამყაროში, რა ჩაიდინა მასში… ეს ყველაფერი დაფარულია ადამიანისგან  მანამ, სანამ იგი არ განიწმინდება.
ჩვენ ვმონაწილეობთ მოვლენებში, რომელიც გარდაქმნის სამყაროს. ჩვენ ვართ თანამშრომლები, თანაშემოქმედნი. როდესაც სულიერად წინ ვიწევთ, გვსურს ამის კეთება, ვახორციელებთ ამას ცხოვრებაში, ვიბრძვით ამისთვის.
ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება მხოლოდ ჩვეულ სავარძელში ჯდომაა, ანუ გაბრაზება, საკუთარი თავის მსხვერპლად შეგრძნება და გამუდმებული ჩივილი ბედისწერაზე. ასეთი მიდგომა ცხოვრებისადმი ხშირად მუშაობს და მიჰყავს საქმე სასურველ შედეგამდე – აღწევს მხარდაჭერას და თანაგრძნობას, რომელსაც მოსდევს საკუთარი პრობლემების სხვის მხრებზე გადატანა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმში აუცილებლად ჩნდება ჩავარდნა, რომელსაც მოჰყვება შიში, რადგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტაბილურობას (თუნდაც ნეგატიურს) და იგი გაქრა. ასეთად არ სურდათ ეხილათ ადამიანები ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ. გავიხსენოთ ცხრა ღირსება, რომელზედაც იესო ქრისტე საუბრობდა (ადამიანებმა მათ ნეტარებანი დაარქვეს). ეს არის იდეალური ადამიანის პორტრეტი. დედამიწაზე საკმარისად ბევრმა ადამიანმა განავითარა თავისი ცნობიერება იმ დონემდე რომ დაიმსახურა ახალი ერა დედამიწაზე, ახალი ძალები და უფლებამოსილება. ისინი სავსენი არიან სიყვარულით, სიმშვიდითა და წონასწორობით. გაიზარდა მათი ვიბრაციული დონე. ისინი გადავიდნენ ცნობიერების ახალ დონეზე, რომელიც შეეფერება მათი პლანეტის თანამედროვე მდგომარეობას. მათ ყველაფერი რიგზე აქვთ!

სამყარო და ადამიანი. (“კალაგია-დან”). ნაწილი 2






რისთვის არის შექმნილი მოაზროვნე ადამიანი? როგორ? რა როლი აკისრია მას სამყაროში? არ არის ძნელი წარმოვიდგინოთ თუ კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენ მოაზროვნე მშრომელ ადამიანს, ბრძენს, მეცნიერს უფიქრია ამ და სხვა მსგავს საკითხებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანი აუცილებლად ერთხელ მაინც დაფიქრდება საკუთარი ცხოვრების მიზანსა და არსზე. მრავალ ტანჯულ ადამიანს შორის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეაწუხებს კითხვა იმის შესახებ თუ რატომ არის მათი ცხოვრება სავსე ტანჯვითა და სიძნელეებით. თუ ადამიანი არ გამოიღვიძებს ყოველდღიურობის თვლემისაგან, იმდენად, რომ
დაუსვას საკუთარ თავს ამდაგვარი შეკითხვა, მაშინ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანად – ამბობენ ფილოსოფოსები.
მხოლოდ მაშინ იწყება ადამიანი, როდესაც ამ სახის შეკითხვები იღვიძებს მის გონებაში. მაგრამ, მრავალ გამოღვიძებულ ადამიანს შორის შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ერთი, რომელიც ნამდვილად განიმსჭვალება სამყაროში საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგების სურვილით. ეს კი უკიდურესად აუცილებელია ყველასათვის – იცოდეს თავისი საკუთარი ადგილი სამყაროში.
ყველა ცოცხალი არსება ჩართულია ქმედების სხვადასხვა სახეობაში. ხარისხობრივად კი ყველა ჰგავს ღმერთს – გააჩნია ყველა მისი თვისება, ოღონდ მცირე რაოდენობით. ხშირად შესაბამისობას ხატოვნად აღწერენ ოკეანესთან წყლის წვეთის და ცეცხლთან მისი ნაპერწკლის შედარებით.