27 апр. 2016 г.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ (კრაიონის წიგნებიდან, ნაწილი 1)


 






ადამიანი  – ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დედამიწაზე მოსიარულე ბიოლოგიური ორგანიზმი. ყოველი ადამიანი უნიკალურია და წარმოადგენს მთლიანის ნაწილს, თუმცა ყველამ არ იცის, თუ ვინ არის ის, როგორ არის მოწყობილი სამყარო, რანაირი ცხოვრება გამოიარა სამყაროში, რა ჩაიდინა მასში… ეს ყველაფერი დაფარულია ადამიანისგან  მანამ, სანამ იგი არ განიწმინდება.
ჩვენ ვმონაწილეობთ მოვლენებში, რომელიც გარდაქმნის სამყაროს. ჩვენ ვართ თანამშრომლები, თანაშემოქმედნი. როდესაც სულიერად წინ ვიწევთ, გვსურს ამის კეთება, ვახორციელებთ ამას ცხოვრებაში, ვიბრძვით ამისთვის.
ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება მხოლოდ ჩვეულ სავარძელში ჯდომაა, ანუ გაბრაზება, საკუთარი თავის მსხვერპლად შეგრძნება და გამუდმებული ჩივილი ბედისწერაზე. ასეთი მიდგომა ცხოვრებისადმი ხშირად მუშაობს და მიჰყავს საქმე სასურველ შედეგამდე – აღწევს მხარდაჭერას და თანაგრძნობას, რომელსაც მოსდევს საკუთარი პრობლემების სხვის მხრებზე გადატანა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმში აუცილებლად ჩნდება ჩავარდნა, რომელსაც მოჰყვება შიში, რადგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტაბილურობას (თუნდაც ნეგატიურს) და იგი გაქრა. ასეთად არ სურდათ ეხილათ ადამიანები ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ. გავიხსენოთ ცხრა ღირსება, რომელზედაც იესო ქრისტე საუბრობდა (ადამიანებმა მათ ნეტარებანი დაარქვეს). ეს არის იდეალური ადამიანის პორტრეტი. დედამიწაზე საკმარისად ბევრმა ადამიანმა განავითარა თავისი ცნობიერება იმ დონემდე რომ დაიმსახურა ახალი ერა დედამიწაზე, ახალი ძალები და უფლებამოსილება. ისინი სავსენი არიან სიყვარულით, სიმშვიდითა და წონასწორობით. გაიზარდა მათი ვიბრაციული დონე. ისინი გადავიდნენ ცნობიერების ახალ დონეზე, რომელიც შეეფერება მათი პლანეტის თანამედროვე მდგომარეობას. მათ ყველაფერი რიგზე აქვთ!
იმ ადამიანებში კი, რომელნიც გადაწყვეტენ არ შეიცვალონ და იმოძრაონ საპირისპირო მიმართულებით, ბიოლოგიაში არსებული ავადმყოფობის თესლი დაიწყებს აღმოცენებას. ისინი უფრო მეტად ბრაზიანნი გახდებიან. დანაშაულებრიობის დონე ქვეყნებში შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. ეს იქნება ადამიანის სულში არსებული კონფლიქტის უშუალო შედეგი. ამას მოჰყვება შიშისა და ბრაზის ზრდა და ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლება.
საჭიროა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ მთლიანის ნაწილი ვართ, მთლიანის, რომელიც მუდმივად იზრდება.
უძველეს დროში ადამიანებმა იცოდნენ თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ კატაკლიზმებისა და კატასტროფების მიმართ, რომელთა შემდეგაც ძნელი იყო საკვების შოვნა. ისინი ესალმებოდნენ ამ მოვლენებს, როგორც ზრდის მორიგ ხვეულს სამყაროს წყობილების კონტექსტში. არ უნდა ვიგრძნოთ თავი მსხვერპლად იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. მშვიდად შევხედოთ ყველაფერს, გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი სულიერი საქმიანობის კეთება. უარი ვთქვათ სიცოცხლის ჩვეულ სწორხაზოვნებაზე (რომლის დროსაც არ ხდება ადამიანის სულიერი ზრდა). უკეთესია მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ იმისთვის, რაც შესაძლოა ჩვენ გველის მომავალში და ცხოვრებიდან გაქრება ყველანაირი მოულოდნელი წინააღმდეგობები.
როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაგვაჩნია უნარი ვიმყოფებოდეთ მშვიდ მდგომარეობაში აურზაურის შუაგულში და ამას პრაქტიკაში ვამტკიცებთ, შევძლებთ სხვებსაც ვასწავლოთ ეს. გავუზიაროთ სხვებს ის, რაც ჩვენ ვიცით. დავეხმაროთ მათ მომავლის იმედის შენარჩუნებაში.
საჭიროა ყველა მიხვდეს, რომ ჩვენი გზის არსი მდგომარეობს სწორედ სიყვარულის გაზიარებაში. მხოლოდ საჭიროა გვქონდეს მენტალური და სულიერი ზრდის განზრახვა და ჩვენ თანდათანობით ვხდებით გამძლენი და მშვიდნი. ამ შემთხვევაში გავხდებით ადამიანი, რომელსაც გააჩნია ბრძნული შეხედულებები გარშემომყოფებთან მიმართებაში. ჩვენს ოპონენტებთან ურთიერთობისას გავყვებით სიყვარულის დოქტრინას და მოვიპოვებთ საკუთარ გამარჯვებებს. აღნიშნული თანხმობაშია დარიგებასთან – „მიუშვირე მეორე ლოყა, ბრძოლაში არ ჩაება“. საჭიროა პატივი ვცეთ ოპონენტის უფლებას, თავისებურად ირწმუნონ და მომთმენნი ვიყოთ მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესის მიმართ. გვახსოვდეს, რომ ისინი აბსოლუტურად ტოლნი არიან. ტოლობა ეხება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ეძლევა. ყველა ადამიანი არის იმ თავისი კარმული დანიშნულების მატარებელი, რომელიც მიიღო დედამიწაზე არაერთ ცხოვრებაში. ზოგიერთი სხვაზე სწრაფად მოძრაობს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა იზრდება. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ფესვგადგმულ შიშთან ერთად. ჩვენ გვეშინია არ მივიღოთ ის, რაც გვესაჭიროება: სიყვარული, უსაფრთხოება, ფული, მეგობრები, სამსახური, წარმატება, სათანადო მდგომარეობა საზოგადოებაში, ცოდნა… უნაყოფოა შიშში გატარებული ცხოვრება, და თუ შიში მუდმივია, იგი კეტავს გულს და აბნელებს გონებას. ადამიანს ევალება სხვებთან თანაარსებობა, რათა დავინახოთ თუ რა გვემართება ცხოვრებაში და მომხდარის მიზეზები. იმისათვის, რომ მოვიგოთ ბრძოლა, საჭიროა მივყვეთ ადამიანთა კულტურის გაბატონებულ ტენდენციებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სხვებში მიმდინარე ცვლილებების კატალიზატორები ქალაქების ყველაზე ბნელი რაიონიც კი, სადაც ყვავის დანაშაულებრიობა, შესაძლოა შეიცვალოს ერთი მუჭა გასხივოსნებული ადამიანების მეშვეობით.
არ შეიძლება დავრჩეთ გარეშე პირის პოზიციაში. არაფერი შეიცვლება ჩვენს ირგვლის მანამ, სანამ ჩვენ პირველები არ დავიწყებთ შეცვლას; საჭიროა ყური მივუგდოთ საკუთარ ინტუიციას, ვიყოთ გარკვეულები საკუთარ კარმაში და იმაში, თუ როგორ მიდის საქმეები სინამდვილეში. ამ ცოდნას ძალუძს ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ამის გასაღებს კი წარმოადგენს განზრახვა და მართებულობა (ითხოვე და მოგეცემა). საჭიროა იცხოვრო შიშისა და მღელვარების გარეშე. აუცილებელია მოვწყვიტოთ მზერა ნეგატიურ ვითარებებს, რომელიც გვაბავს წარსულთან და ვიცხოვროთ ახალი ინფორმაციის თანახმად.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მუდმივად შიშის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვკარგავთ ნათლად ფიქრის და გრძნობის უნარს, არ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ საკუთარი პოტენციალი.
მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ჩვენი სამუშაო და ამავდროულად შინაგანად ვიწმინდებოდეთ, დავამყაროთ ღვთიურთან სიახლოვე, რადაც არ უნდა გვიღირდეს ეს. როდესაც მოვაპყრობთ მთელ ჩვენს ყურადღებას, აზროვნებას და ენერგიას, ყველგან მსუფევ ღვთაებრიობას და ვგრძნობთ მას ჩვენს ცხოვრებაში, შიში ქრება. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ მისი გაცნობიერება და იგი ქრება.
საჭიროა სვლა ყველა შიშის საწინააღმდეგოდ, მაღლა აწეული თავით. მთავარია სწორად ვიაროთ ჭეშმარიტი გზით. როდესაც ცხოვრება განმსჭვალულია რწმენითა და სიყვარულით, ადგილი აღარ რჩება შიშისა და ეჭვისათვის. წუხილი და მღელვარება იქნება მხოლოდ წუთიერი და არა მუდმივი. აუცილებელია ვიცხოვროთ აწმყოში და გამოვამჟღვანოთ განზრახვა.
გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ, ასევე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარე სამყაროში. ეს არის ცხოვრების საუკეთესო  გზა. სწორედ ასეთ ცხოვრებას მოაქვს სიხარული და სულიერი სიმშვიდე.
სულიერად განვითარებული ადამიანის ატრიბუტებია: შესუსტებული დუალობა (დუალობა არის ბარიერი ჩვენს ადამიანურ ბუნებასა და ღვთიურ „მე“-ს შორის), პასუხისმგებლობა. ჩვენ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე. მასზე ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია არსი. არც ერთი ჩვენი მოქმედება არ არის წინასწარ განსაზღვრული, მაგრამ შესაძლებლობების ყველა ფანჯარა ჩვენს მიერ არის დაგეგმილი (ჩვენს მოსვლამდე დედამიწაზე).
ბევრი ადამიანს მოსწონს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მათი სიცოცხლე სავსეა დრამატიზმით. ისინი მოწყენილები არიან, როდესაც გრძნობენ სიმშვიდეს. ისინი სრულყოფილ ცხოვრებად მიიჩნევენ ისეთ ყოფას, როდესაც მათი სიცოცხლე დანის პირზეა და მასში დომინირებს რყევა, ქაოსი და გაურკვევლობა. აუცილებელია დრო დავუთმოთ და საკუთარ სულში ჩავიხედოთ, შევიგრძნოთ ღვთიური ჩვენში და გავიგოთ არის თუ არა ჩვენს ცხოვრებაში სიტუაციები ან ადამიანები, რომლისგანაც საჭიროა გავთავისუფლდეთ, რათა წინ წავიწიოთ ცხოვრებაში რათა შევუმსუბუქოთ ტანჯვა ან მივანიჭოთ სიხარული ვინმე სხვას.
ადამიანის ჭეშმარიტი „მე“ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ ავირჩიეთ მძიმე გზა: დავიბადეთ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში ამ პლანეტაზე იმისთვის, რომ ავამაღლოთ მისი ვიბრაციების დონე.
პასუხისმგებლობა – მეორე ატრიბუტია სულიერად განვითარებული ადამიანისა. იგი ორი მდგომარეობისგან შედგება. პირველი არის ის, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებში. მეორე შემადგენელია იმის ცოდნა, რომ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე.
გაწონაწორებული ადამიანის ძალა არის მისი ინტელექტი, გონება, სულიერება. ეს სამეული ძლიერი ძალაა.
შემდეგი ატრიბუტია – სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. შემდეგ მოდის ჯანმრთელობისა და განკურნების არე. თვითგანკურნების პრინციპების გაგება. აქ მნიშვნელოვანია ინტელექტის, სულიერებისა და ბიოლოგიის კავშირი (ისევ სამეული). შეიძლება სხეულს ვთხოვოთ, რომ გვესაუბროს და დაამყაროს ჩვენთან ერთიანობა. თუ ჩვენ რაღაც გვტკივა, უნდა ვეცადოთ მივხვდეთ რატომ. როდესაც კარმა ანულირებულია, ავადმყოფობის, დაბერებისა და სიკვდილის მიზეზიც აღარ არსებობს. შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება და სულიერების ხელშეწყობით შევძლოთ სიკვდილის ჰორმონის განადგურება. ყველას ეს უცბათ არ გამოუვა,  მაგრამ ყველა ჩვენგანს შესწევს ამის ძალა. აუცილებელია მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს. სულის სიმშვიდე ახალი ერის ადამიანის ატრიბუტია. როდესაც ჩვენ ვცხოვრობღ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ თვითონ შევადგინეთ დედამიწაზე მოსვლამდე, მაშინ ვგრძნობთ სულიერ სიმშვიდეს მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სიახლოვეს.
ახალი ერის ადამიანის ატრიბუტებია აგრეთვე მოთმინება და მომთმენლობა. ეს საოცარი თვისებაა ადამიანის, კრიტიკისა და დადანაშაულების მოსმენისას იფიქროს არა საკუთარ თავზე, არამედ მის ბრალმდებელზე. უყვარდეს იგი, რადგან იცის რომ ისიც გადის თავის გამოცდას და ჯერ არ არის გასხივოსნებული.
უწყინარნი დაიმკვიდრებენ დედამიწას. დედამიწა თავისუფალი არჩევანის პლანეტაა. დაე გული იყოს ჭეშმარიტების საზომი.
გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური ანომალია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია; ან ისეთი აზრი, რომლის მიმართულების შეცვლაც შეუძლებელია. ასევე არ არსებობს სიტუაცია, რომლის მომგებიანად გარდაქმნაც არ შეიძლებოდეს. არ არის ისეთი შიში, რომლის ნაცვლადაც ვერ დამკვიდრდება სიმშვიდე.
ჩვენ ვერ შეგვეხება ვერანაირი ცუდი. ვერავითარი ბნელი ძალა ვერ შეგვიშლის ხელს, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ სიყვარულს. როდესაც ჩვენ ვართ მომტირალნი, უწყინარნი, ჭეშმარიტების მაძიებელნი, მოწყალენი და გულით სუფთანი, დაცინვის ამტანნი… (იხ. “ცხრა ნეტარებანი”) მთელი პლანეტისთვის სიყვარულის ენერგიის მატარებელნი.

 პოსტები ქართულ ენაზე -  ავტორი ოფელია ლომაია

Комментариев нет:

Отправить комментарий