
სანამ საკითხის გარჩევას შევუდგებოდეთ,
ალბათ არ იქნებოდა ურიგო შევეხოთ ოდნავ უფრო ფართო მოცულობის საკითხს: რა
არის ადამიანი?“ („ამ ქვეყნად უმთავრესია იმის გაგება, თუ რანი ვართ ჩვენ
თვითონ“- ამბობს მიშელ მონტენი (1533 – 1592), ფრანგი ფილოსოფოსი –
ჰუმანისტი, რომელიც განიხილავს ადამიანს, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას
ედამიწაზე).
სოკრატეს აზრით, ადამიანი არის გონივრულ
კითხვაზე გონივრული პასუხის გამცემი არსება და თვითშემეცნება მისი
უმთავრესი მოვალეობაა. „ადამიანი განისაზღვრება, როგორც თავისი თავის
მაძიებელი არსება, ისეთი არსება, რომელმაც თავისი არსებობის ყოველ მომენტში
უნდა დაადგინოს და კრიტიკულად გადასინჯოს ამ არსებობის პირობები,“ –
ამბობს გერმანელი ფილოსოფოსი ერნსტ კასირერი, წიგნში: „რა არის ადამიანი“.