
დაუსვას საკუთარ თავს ამდაგვარი შეკითხვა, მაშინ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანად – ამბობენ ფილოსოფოსები.
მხოლოდ მაშინ იწყება ადამიანი, როდესაც ამ
სახის შეკითხვები იღვიძებს მის გონებაში. მაგრამ, მრავალ გამოღვიძებულ
ადამიანს შორის შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ერთი, რომელიც ნამდვილად
განიმსჭვალება სამყაროში საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგების
სურვილით. ეს კი უკიდურესად აუცილებელია ყველასათვის – იცოდეს თავისი
საკუთარი ადგილი სამყაროში.
ყველა ცოცხალი არსება ჩართულია ქმედების
სხვადასხვა სახეობაში. ხარისხობრივად კი ყველა ჰგავს ღმერთს – გააჩნია
ყველა მისი თვისება, ოღონდ მცირე რაოდენობით. ხშირად შესაბამისობას
ხატოვნად აღწერენ ოკეანესთან წყლის წვეთის და ცეცხლთან მისი ნაპერწკლის
შედარებით.