27 апр. 2016 г.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ (კრაიონის წიგნებიდან). ნაწილი 5.





ადამიანის ბიოლოგიური სისტემა იმგვარადაა კონსტრუირებული, რომ  ძალიან დიდხანს შეუძლია იმუშაოს, თუკი მიეცა ამის შესაძლებლობა. მას აქვს თვითბალანსირების, თვითგანკურნებისა და თვითგაახალგაზრდავების თვისება. ეს ხომ შესანიშნავია, ფლობდე ხანგრძლივად სიცოცხლის უნარს, უნარს იყო მშვიდი და მშვიდობიანი ქაოსის შუაგულშიც კი, ატარებდე გულით სიყვარულს და იყო თავისუფალი შფოთვისაგან. ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი იწყება უჯრედულ დონეზე, რადგანაც ადამიანის უჯრედებში , კერძოდ დნმ-ში მდებარეობს სულიერი და ფიზიკური სიცოცხლის შაბლონი.
ჩვენი დნმ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენ ნება დავრთეთ, რათა ჩვენს სხეულში მოთავსებულიყო ზღუდეები, რომლებიც  ხელს უწყობს ჩვენი  სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, ავადმყოფობებსა და დისბალანსს. ადამიანის დნმ-ში გაჩნდა ბრძანებების ნაკრები, რომელიც ითვლის ჩვენი სიცოცხლის დღეებს; ის გვამარაგებს ავადმყოფობებით, დაბერებითა და სიკვდილით. ესენი გახდნენ დედამიწაზე გასავლელი ჩვენი სასწავლო ციკლის შემადგენელი ნაწილი. მხოლოდ ახალი ენერგიის პირობებში , ნათელის მსახურებს მიეცათ უფლება და საშუალება შეცვალონ ხსენებული მდგომარეობა.

ჩვენი შიდა სასიცოცხლო ძალის მეშვეობით, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ სიკვდილის ნივთიერების გამომუშავების პროცესი და გავიხანგრძლივოთ ცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია ნება დავრთოთ თავს, რათა ჩვენში დაიწყოს განკურნების პროცესი, რათა აქ დავრჩეთ, პლანეტაზე, ჯანმრთელ სხეულში და მივიღოთ მონაწილეობა ახალი ცივილიზაციის მშენებლობის გრანდიოზულ პროცესში.
როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? არსებობს სამი საშუალება, რათა ავამოქმედოთ ადამიანის პოტენციალები მისი გამოჯანმრთელებისა და გაახალგაზრდავებისათვის. ისინი სრულად ხელმისაწვდომია ჩვენთვის. ერთი მათგანი არის ბიოლოგიური მეთოდი, მეორე – მაგნიტური და მესამე – სულიერი.
ბიოლოგიური მეთოდი ახალი აღმოჩენილია და მხოლოდ ახლა ამუშავებენ მას ადამიანები. იგი მდგომარეობს ცოცხალი სუბსტანციის  მედიცინის გამოყენებაში. ინფორმაცია ამ სუბსტანციების შესახებ ძირფესვიანად შეძრავს ჩვენს წარმოდგენებს უჯრედულ დონეზე ადამიანის სხეულის ფუნქციონირებაზე.
ადამიანის ხილულმა და უხილავმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ. საჭიროა მივცეთ სათანადო ბრძანება ჩვენს საკუთარ თავს. განკურნების ძღვენი – ყველაზე წმიდათაწმიდა მეთოდია. ადამიანისთვის ამის სწავლება ძალიან ძნელია.ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ განკურნონ თავისი თავი ან სხვები, ფლობენ ვიბრაციების მაღალ დონეს და შეგნებული აქვთ ის, რომ ცნობიერებას უნარი აქვს შეცვალოს რეალობა.
არსებობს თვითგანკურნების სამი ასპექტი და სამივე არის – ინტეგრაცია. იმისათვის, რომ სხეულის ვიბრაციები ჰარმონიული იყოს, სხეულის ყველა ნაწილი უნდა მოწესრიგებულად მუშაობდეს. არ შეიძლება მივენდოთ სხეულის მხოლოდ ერთ რომელიმე ორგანოს, რომელიც ჩვენ დავაწესეთ გასხივოსნების ცენტრად. საჭიროა სასიცოცხლო წყაროს და მთლიანი ცნობიერების ინტეგრაცია. საჭიროა აღვიქვათ თვითოეული უჯრედი, როგორც მთლიანი ორგანიზმის თანაბარფასიანი ნაწილი. მესამე თვალი – მხოლოდ სხვა დანარჩენი უჯრედების ურთიერთობის ცენტრია – აწყობის წერტილი.
იმის გამო, რომ ბიოლოგიური სხეულები ფლობენ  მაგნიტურ თვისებებს, ისინი პოლარიზებულნი არიან და ფხიზლად რეაგირებენ გარე მაგნიტური ველის ცვლილებებზე. დიდ მანძილზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით ერთი ნახევარსფეროდან მეორეზე გადასვლისას, ადამიანი გადაკვეთს მაგნიტური ბადის მრავალ მაგნიტურ ძალწირს და მისი საკუთარი მაგნიტური ველი გადაკვეთს დედამიწის მაგნიტური ველის ძალწირებს. ამის შედეგად წარმოიქმნება ელექტრული დენი, რომელიც იწვევს ადამიანის დროებით დისბალანსს. იმისათვის, რომ დაიბრუნოს ყოფილი ბალანსი, ადამიანს სჭირდება სამი დღე.
ზოგიერთ ჩვენგანს სხეულის წონასწორობა იმდენად აქვს დარღვეული, რომ ზემოთ აღწერილი გადახრა შესაძლოა გახდეს მყარი და მუდმივი. მათ სჭირდებათ ქმედითი დახმარება, რათა დაიბრუნონ ყოფილი პოლარობა, და ავადმყოფი ადამიანი გამოჯანმრთელდეს. მაგნიტოთერაპია (იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორად იქნება გამოყენებული) – სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს სხეულის გაჯანსაღების პროცესში. ეფექტურია დამცავი მაგნიტური მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება მუდმივად ვატაროთ სხეულზე.
მაგრამ, შეიმჩნევა ჩვენს ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველების ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის ეფექტები. ზოგიერთი ტიპიური ავადმყოფობა – ჩვენს ახლოს  მრავალი ხელოვნური მაგნიტური ველების არსებობის პირდაპირი  შედეგია. ადამიანის სხეულის ყოველი ორგანო პოლარიზებულია და მგრძნობიარეა გარე ველების მიმართ. გულის, ჩიყვის, ტვინის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები – მაგნიტური დარღვევების ნიშანია.
რეკომენდებულია მოშორებით ვიმყოფებოდეთ დიდი სტატიკური მაგნიტებიდან და ელექტრომაგნიტებიდან. აუცილებელია შემოწმდეს ის ადგილი, სადაც გვძინავს და გვერდიდან მოვიცილოთ მაგნიტური მოწყობილობები (ელექტრომაგნიტური საათები,, ტელევიზორები, ხმის აღმწარმოებლები, ჩამწერი ტექნიკა, გამათბობლები, ვენტილატორები) სამი მეტრით მაინც. არ გავთბეთ ელექტროსაბნებით. ნებისმიერი ჩვენს მიერ გამოყენებული მოტორიანი მოწყობილობა  ხანგრძლივად ჩვენს გვერდით არ უნდა იმყოფებოდეს და იგი ეკრანირებული უნდა იყოს.
მაგნიტური ველები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ჩვენი ბიოლოგიისათვის. მათ ძალუძთ იმოქმედონ ( და კიდევაც მოქმედებენ) ჩვენს სულიერ ცნობიერებაზე. ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ბიოლოგიური ჯანმრთელობისთვის, ძალიან ფაქიზად არის შეწყობილი ჩვენს სულიერ მოწყობილობასთან.
დნმ – ის შესწავლაზე მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რთული მაგნიტური ველების დახმარებით, შესაძლოა დნმ – ზე მიზანმიმართული მანიპულაციების განხორციელება – მათი გაახალგარზდავება, აგრეთვე უჯრედების პროგრამების შეცვლა და მათი გაახალგარზდავება, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას განვთავისუფლდეთ ბევრი ავადმყოფობისგან და უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ.
უეჭველად გამოჩნდება ახალი მტკიცებულებანი იმისა, რომ დნმ-ს გააჩნია მაგნიტური შემადგენელი ნაწილი, თუმცა მათი ამჟამინდელი  რაოდენობაც უკვე სრულიად საკმარისია. უჯრედული გაახალგაზრდავება წარმოადგენს დნმ-ის ირგვლივ არსებული განსაკუთრებული გარემოს გადაწერისა და მოცილების პროცესს.
სულიერი მეთოდი – არის ამაღლების  ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლოა ყოველდღიური მუშაობა. ყოველი პიროვნება, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს ამ მეთოდების გამოყენებით, აიმაღლებს საკუთარი ცნობიერების დონეს. ამაღლება – ეს ადამიანის უმაღლესი მდგომარეობის მოპოვებაა. ეს შესაძლებლობა ჩვენში ჩადებული იყო დასაბამიდან, შემდგომ კი მოგვეცა პირობები, რათა გამოვიყენოთ იგი. ეს სტატუსი გვაძლევს საშუალებას, რათა დავრჩეთ პლანეტაზე და დიდხანს ვიცოცხლოთ – გადავიდეთ ახალ ინკარნაციაში სიკვდილის გავლის გარეშე (დავრჩეთ  ძველ გარსში – ჩვენს სხეულში). ეს სტატუსი ყველასათვის არ არის. საჭიროა გავიგოთ და მივიღოთ ეს შესაძლებლობა.
კარგად იმოქმედებს შემდეგი მანტრის წარმოთქმა:“მე ვირჩევ სიცოცხლეს. ახლა, სუფთა განზრახვით, მე ვირჩევ სიცოცხლეს, მე ვირჩევ აღდგომას!“ განზრახვა – ახალი ერის ყველაზე ძლევამოსილი ინსტრუმენტია. მას გააჩნია მაღალი ენერგიები. ეს ჩვენი აზრის ენერგიაა. როდესაც ხმამაღლა   ვსაუბრობთ განკურნების განზრახვაზე, ბიოლოგიურ სისტემას ესმის ჩვენი სიტყვები და სათანადოთ რეაგირებს.
თუ ადამიანის ცნობიერება ნამდვილად წარმოადგენს ენერგიას, რომელიც შეგვიძლია გავზომოთ, დნმ-ს კი გააჩნია ელექტრომაგნიტური შემადგენლობა, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ გვეხმარება განკურნებაში განზრახვა. ენერგეტიკული განკურნება მეცნიერებად გარდაიქმნება. მით უმეტეს, იგი მუშაობს მეცნიერების ჩარევის და მეცნიერების მიერ ამ მუშაობის აღიარების გარეშე.
ჩვენი უჯრედები მოლოდინში იმყოფებიან, იმას ელოდებიან,  როდის მივხვდებით თუ რა გზით შევცვალოთ ისინი. მათ უხდებათ იმ სასიცოცხლო ნაპერწკალის ლოდინი, რომელიც აამოქმედებს გამოჯანმრთელების პროცესს. ეს კი ჩვენმა სულმა უნდა გააკეთოს. ჩვენ მოგვიწევს მხოლოდ არჩევანის გაკეთება, ბიოლოგიური სისტემა კი უკვე მზადაა დაიწყოს თავისი ცვლილებები და იგი აუცილებლად გაგვიგებს.
ადამიანის ცნობიერების განზრახვა – ეს ძლევამოსილი ენერგიაა, რომელსაც ძალუძს შეცვალოს მატერია. იგი არის კატალიზატორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავცეთ ინსტრუქციები დნმ – ის გარსს. ადამიანის პირადულ განზრახვას, რათა შეიცვალოს, განიკურნოს და გაახალგარზდავდეს, შეუძლია შეცვალოს მთელი პლანეტის რეალობა. ჭეშმარიტების თესლი მყარად უნდა გამაგრდეს ყველა ჩვენთაგანში. პლანეტარული ცვლილებები  სწორადაც რომ ცალკეული ადამიანების გულებში წარმოიშობა, მათი გულის ძალითა და პირადი ცნობიერებით, ღმერთის იმ ნაწილაკის დახმარებით, რომელსაც ყოველი ადამიანი თავის თავში ატარებს.
ადამიანის ინდივიდუალურ ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი ისეთი, რის შეცვლასაც ვერ შევძლებთ, თუ ჩვენ ავირჩევთ ამ ცვლილებებს. ჩვენში არსებულ ღმერთის ნაწილაკს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრების ყველა ვითარება. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა აუცილებლად საჭიროა შევაგროვოთ ადამიანური ცნობიერების კრიტიკული მასა.
განზრახვა და საკუთარ უმაღლეს „მე“ – სთან პარტნიორობა საშუალებას იძლევა სასწაულები მოვახდინოთ- ფაქტიურად შევქმნათ ჩვენი ცხოვრებისეული რეალობა. განზრახვა აგრეთვე გვეხმარება განვასხვავოთ ჭეშმარიტება სიცრუისაგან, გადავლახოთ შიში, სულში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მივაქციოთ ყურადღება საშინელ სენსაციებს. ადამიანები მართლაც ძლევამოსილნი არიან.
როგორ ხორციელდება ჭეშმარიტი სულიერი განკურნება? როგორ ხდება ეს პროცესი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ თვითგანკურნებით მეცადინეობას? განკურნების წესია: უბრალოდ დავდგეთ სულის წინაშე და ვთქვათ: „ჩემს სამშვინელს ყველაფერი რიგზე აქვს“. ამით ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს სხეულშია, ღვთიურია და, რომ მიუხედავად შიშისა,  ტკივილისა და ტანჯვისა, ჩვენ ვამბობთ: „ყველაფერი რიგზეა“. დეტალური ცოდნა იმისა , თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, არც თუ  ისე დიდათ მნიშვნელოვანია.
ჩვენ გაგვაჩნია უნარი სწორხაზოვნათ ვგრძნობდეთ მოძრაობას და საკუთარ რეალობას. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენი ზრდა შეჩერდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი განვითარების მსვლელობაში აღნიშნული მოჩვენებითი გაჩერება არის ის, რაც ხელს უწყობს  ჩვენი თხოვნის შესრულებას და მის გამომჟღავნებას.
ჩვენ მოგვეცა გარკვეული სულიერი პოსტულატები, ის წესები , რომლის მიხედვითაც აგებულია სამყარო. ბევრ ჩვენთაგანს არ სურს მათი აღიარება და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს  მათ სულიერ ზრდას. ღვთიური კვერთხი – ეს გაბრწყინებული ადამიანები არიან. ამაღლებულის სტატუსში მყოფი ადამიანები ცვლიან პლანეტას. ყველაფერი იწყება პირადულ ადამიანურ პლანზე. როდესაც ათი ათასობით ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შეცვლას, ეს იწვევს დედამიწის შეცვლას. შედეგი – პირადული და პლანეტარული რეალობის შეცვლაა.
დღეს უკვე, ცალკეული ქვეყნები მზადყოფნაში არიან, რათა შეიგრძნონ მესამე გამოსვლის შესაძლელობა. (როგორც ცნობილია, პირველი იყო ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან). ეს – ცნობიერების გამოსვლაა, ძველი მებრძოლი ცნობიერებიდან წასვლა და  გაბრწყინებულ მშვიდობიან ცნობიერებაზე გადასვლა. ჩვენი ამოცანაა, რომ რეალობა ინტელექტზე, ცნობიერებაზე და სულიერ სიბრძნეზე დაფუძნებული გავხადოთ.
დედამიწაზე არ არსებობენ უფრო ზვიადი ადამიანები, ვიდრე არიან სინათლის მუშაკები, რადგანაც ისინი ამაღლების შესახებ ცოდნის შუქს უჭერენ მხარს. ეს ცოდნა და სიბრძნე ძლიერად მოქმედებს მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების ცნობიერებაზე, ჩუქნის მათ გაბრწყინვებას, უნთებს სინათლეს. ეს ადამიანები თვითონ ხედავენ და სხვებსაც უმჟღავნებენ ჩვეულებრივი ადამიანური თვალით უხილავს. უმაღლეს არსებს უყვართ სინათლის მუშაკები, სურთ, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ დედამიწაზე მშვიდობიან გარემოში სიხარულით, შემოქმედის სიყვარულით აღსავსენი და ეხმარებიან მათ ამ ყველაფრის მიღწევაში.
პირველ რიგში აქტიურად გამოვიყენოთ ადამიანის თვითბალანსირების თვისება. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ჩვენი ბიოლოგიური წონასწორობა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მისი აღდგენისათვის ყველა ცნობილი დამატებითი საშუალება და შემდგომში დავანებოთ თავი, რადგან მას ნამდვილად ძალუძს თავისი საქმის უმწიკვლოდ შესრულება.
შეიძლება დახმარებისთვის მივმართოთ სნეულებათა მკურნალს, გამოვიყენოთ მისი ენერგია და ცოდნა. მხოლოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ მკურნავები არ კურნავენ. ისინი მხოლოდ ეხმარებიან სხეულს. ადამიანის სხეულს ძალუძს თვითონ დაბალანსდეს ბუნებრივი გზით. ადამიანები, რომლებიც ამსუბუქებენ ამ პროცესს, სხვადასხვა ინსტრუმენტები, და ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც ეხმარება ადამიანს განკურნებაში, – მხოლოდ განკურნების დამატებითი საშუალებებია.
ბიოლოგიური სხეული სასწაულებრივი რამ არის. იგი მუდმივად მიისწრაფვის წონასწორობისკენ, ბალანსისაკენ. მკურნალი კი – დამატებითი ძალაა ამის მისაღწევად. მხოლოდ, იმისათვის, რომ მან მიაღწიოს სასურველ შედეგს, იგი უნდა იმყოფებოდეს შიდა ჰარმონიის მდგომარეობაში. იგი უნდა იყოს მშვიდი, სიმშვიდე კი გამოედინება სიბრძნიდან და ცოდნიდან. იმისთვის, რომ განკურნება იყოს წარმატებული და შედგეს, საჭიროა, რომ პაციენტი თანამშრომლობდეს მკურნალთან. წარმატებისკენ მივყავართ აგრეთვე  ყოფიერებაში დახარჯული ენერგიის რეგულარულ და დროულ აღდგენას და მის მუდმივ ბალანსირებას.(გაგრძელება იქნება).
ოფელია ლომაია.

Комментариев нет:

Отправить комментарий