27 апр. 2016 г.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან) ნაწილი 3




დედამიწა – ერთადერთი პლანეტაა სამყაროში, რომელსაც ძალუძს  შეცვალოს რეალობა თავისი მოსახლეობის არჩევანის მიხედვით, მათი ცნობიერების ამაღლების შედეგად.  1987 წელს კაცობრიობამ მაღალ სულიერ დონეზე განაცხადა თანხმობა პლანეტის ცნობიერების ამაღლებაზე. 2000 წელს დედამიწის ვიბრაციები გაიზარდა. რეალობა შეიცვალა. პლანეტამ გეზი  აიღო ამაღლებისაკენ. მიმდინარე საუკუნის თვისებას წარმოადგენს გამჟღავნებულ და არაგამჟღავნებულ სამყაროებს შორის არსებული ფარდის აწევა.  2002 წელს დამთავრდა დედამიწის ენერგეტიკული (მაგნიტური) ბადის გადაკეთება, რომელსაც აწარმოებდა კრაიონი   სამყაროს მაგნიტური სამსახურიდან.
ამაღლება არ არის არც განთავისუფლება და არც ჯილდო. ეს არის წინა რეალობიდან გამოსვლა  და უწინდელი ენერგიის ამაღლება. როდესაც ადამიანი განიცდის ახალი ენერგიის ზეგავლენას,   იგი იძენს ახალ ცოდნას. ერთი რომელიმე ადამიანის ამაღლებას თან სდევს ენერგიის   წარმოშობა. იგი გადაეცემა სხვა ადამიანს. მისი გარკვეული ნაწილი გადადის დედამიწის  წიაღში და ატმოსფეროში. ის ადამიანი, რომელმაც მიიღო ენერგია, ხდება ახალი  შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების მფლობელი. მიღებული ენერგია შეაღწევს ადამიანის  დნმ – ის შრეებში, რის შედეგადაც ადამიანი იცვლება. ამასთან ერთად იცვლება ის რეალობა,  რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბევრ ჩვენთაგანს ( ვინც გაიჭედა განვითარების ბიოუჯრედულ   დონეზე ), უკვე ეუფლება განთავისუფლების შეგრძნება.

ადამიანები ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ არ აცნობიერებენ ამ ჭეშმარიტებას. აღნიშნული ფაქტის იგნორირება და მისი შიში ადამიანებს ართმევს უნარს გარდაქმნან საკუთარი ცხოვრება. იდეის თანახმად ყველა ჩვენთაგანი, დედამიწაზე განსახიერებული არსებები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ შემოქმედის გეგმის აღსრულებას, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? რა ვითარება გვაქვს? ზოგიერთი ჩვენთაგანი ამბობს: „ მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჯერ ვერ მოვასწარი  რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შემოქმედის გეგმის აღსრულებისთვის“.  სხვები ამბობენ: „ მე უკვე ძალიან ხნიერი ვარ, იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო.“ ისინი, ვინც შუალედურ მდგომარებაში იმყოფებიან, იტყვიან: „ მე, მეტისმეტად  დაკავებული  ვარ,  იმისთვის,  რომ  ახლა  ვაკეთო  რაიმე  სერიოზული  ამ  მიმართულებით.“
ყველა, ვინც ასეთნაირად მსჯელობს, დარჩება ნახევარგზაზე იმ მიზნისა, რისთვისაც აქ მოვიდა და ვერ მიუახლოვდება მას.ეს – ის პარადიგმაა, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით, დედამიწაზე არსებობისას. სინამდვილეში ასაკი არ თამაშობს განსაკუთრებულ როლს განხილულ პროცესში. იგი მხოლოდ ჩვენი ბიოლოგიური მდგომარეობის ამსახველია. არ არსებობს  არაფერი, რასაც შეუძლია შეგვიშალოს ხელი, რათა გარდავქმნად ეს პლანეტა.  მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი ჩანაფიქრის შინაარსი და სიწმინდე, ჩვენი მისწრაფება იმისკენ, რათა დავამყაროთ სულიერი კავშირი გარემოსთან – მათი ენერგია, შეაღწევს დედამიწაში და შეცვლის პლანეტის ვიბრაციის  სიხშირეს.
ყველა ადამიანს შეუძლია ამაღლდეს (ისე, როგორც ილია), ოღონდ, თუ წინასწარ მოემზადება ამისთვის. პირველ რიგში საჭიროა, რომ მან მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დარჩეს ძველ ენერგიებში თუ ამიერიდან გააგრძელოს სვლა დედამიწასთან ერთად ამაღლების გზით. (საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ხშირად იმყოფებიან ჩვენი რეალობის და საქმეში ჩახედულობის მიღმა).
ადამიანი ხშირად გამოთვამს ეჭვს: ( „შეუძლია კი ღმერთს საუბარი? „ ღმერთი გვესაუბრება ყოველთვის , როდესაც ჩვენში წარმოიშობა ლამაზი აზრი და როდესაც ჩვენს წინაშე მდგომი საკითხებისა და პრობლემების სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ.
ჩვენს დნმ-ში მეტია ღვთიური, ვიდრე არაღვთიური, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენში მეტია ანგელოზური, ვიდრე ადამიანური, მაგრამ დუალობა ამას მალავს ჩვენგან. ჩვენ მოვდივართ ამ მიწიურ ცხოვრებაში და მივდივართ აქედან. ბევრი მწუხარების  და ბევრი ტკივილის ატანა გვიხდება აქ  ყოფნისას. „ ეს უაზრობაა“ –  ამბობს ხშირად ადამიანი. „ თუ ჩვენ ანგელოზური არსებები  ვართ, მაშინ  რატომ ვართ აქ ? რას ვაკეთებთ ჩვენ აქ ?  რისთვისაა ეს ყველაფერი?“ არ არის ადვილი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ჩვენ მარადიულნი ვართ და ინტუიციის დონეზე ეს ვიცით. ძირითადად ეს ყველაფერი დაკავშირებულია სამყაროს  ევოლუციასთან. ჩვენ ვიცით ვინ ვართ სინამდვილეში. საჭიროა ღრმად ჩავიხედოთ ჩვენში და შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ჩვენს წინაშე წარმოიშვება.
როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, დედამიწის მოსახლეობას (ჩვენს უმაღლეს „მე“-ს), მისი განვითარების გარკვეულ  ეტაპზე, დაუსვეს კითხვა: „გინდათ, რომ გააგრძელოთ სვლა იმ  ენერგიით, რომელიც განავითარეთ ბოლო ათასწლეულში, თუ გსურთ შეცვალოთ იგი და იმოძრაოთ წინ აბსოლუტურად  ახალი ენერგიით?“  ჩვენ ყველამ ვუპასუხეთ: „ჩვენ გვსურს წინ სვლა.“ ეს, რა თქმა უნდა, მოხდა ეთერულ დონეზე.
ყველა, ვინც დაიბადა დედამიწაზე 1987 წლამდე, დაიბადა ძველ ენერგიაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ  უნდა შეცვალოს  იგი. იმისათვის, რომ  დედამიწასთან ერთად  განვაგრძოთ სვლა ამაღლებისაკენ, საჭიროა გულის ჩაკრის გახსნა, თუ იგი ჯერ ღია არ არის.  შემდეგი ნაბიჯია კარმული ვალების  დაწვა. ეს შესაძლებელია, თუ დახმარების თხოვნით  მივმართავთ უმაღლესი ძალების წარმომადგენლებს. ამის გარეშე ამაღლება შეუძლებელია.  ძნელია იმ ვიბრაციული ზღურბლის გადალახვა, რომელიც დედამიწამ უნდა გადალახოს.  ამაღლების გარკვეულ ეტაპზე ჩვენი  დნმ-ის ვიბრაციები დაიწყებენ სწრაფად ზრდას. ამასთან  ერთად სხეულის ტემპერატურა დაიწევს. შემდეგ პროცესი შეჩერდება . თავს იჩენს სხეულის  წონის სისუმბუქე და მის ირგვლივ არსებული  ენერგიის შეგრძნება. შესაძლებელი გახდება  ინდივიდუუმის მიერ ამ ენერგიების ფერადი სპექტრების ხილვა და ტელეპატიური  ურთიერთობა. დაიწყება ოქროს ხანის სუპერცივილიზაციის მშენებლობა.გაჩნდება ადამიანებში  საკუთარი სულის განვითარების და სხეულში ყოფნისას ღვთიური ჰარმონიის შეძენის ჯერ  არნახული შესაძლებლობები. ამავდროულად წარმოიშობა და განვითარდება დედამიწის  გასუფთავების (იმ ყველაფრისგან, რასაც მოჰყვება ძველი ენერგიების დაბალი ვიბრაციები)  პროცესები. როგორც ცნობილია, დაბალ ვიბრაციებს თანსდევს ბრაზი, წყენა, შური,  სიძულვილი, შიში და სხვა ნეგატიური ემოციები (რომლებიც  ანგრევენ ნებისმიერ ჰარმონიას  ყველგან და ყველაფერში. ავტ. შენიშ.)
ასეთ ადამიანებს ჰქონდათ მილიონი შესაძლებლობა იმისა, რომ გამოესწორებინათ საკუთარი  ცხოვრების ეს სიტუაცია. მაგრამ ისინი განაგრძობენ  არსებობას სამყაროსთან  ურთიერთობის მათთვის ჩვეული და ხელსაყრელი წესით. მათ შემოაქვთ დისჰარმონია და  ნგრევა არა მხოლოდ საკუთარ სამყაროში, არამედ გარშემომყობთა ცხოვრებაშიც.
ჩვენს დნმ-ს გააჩნია გარშემორტყმული ველი, რომელიც ცვლის მატერიას და იგი მყარად რჩება ამ შეცვლილ მდგომარეობაში. ჩვენ შეგვწევს უნარი მივაღწიოთ დედამიწაზე მშვიდობას, თუ შევძლებთ ურწმუნოებისგან განთავისუფლებას და მივხვდებით თუ რატომ ვართ აქ. ჩვენ იმ გზაზე  ვიმყოფებით, სადაც საჭიროა მისი კიდეების გადაბმა. ეს საგრძნობლად შეცვლის ცივილიზაციის ტილოს და ყველაფერს ირგვლივ.
ვის სურს ომი და სიკვდილი? მაგრამ ზოგჯერ ასეთი რამ – აუცილებელი საშუალებაა, რომელსაც  უმაღლესი სული იყენებს, რათა მოახდინოს მასიური ცვლილება პლანეტაზე. თუ არა ომი ერაყში, დღეს იარსებებდა პლანეტის ნაწილი, რომელიც კიდევ ათასი წელი დარჩებოდა ძველ ენერგიაში!
ომის საშინელებანის შემდეგ, მრავალრიცხოვანი ტანჯვისა და თანაგრძნობის შემდეგ, როდესაც  ომი მთავრდება, ზეიმი და აყვავებაა დედამიწაზე. ჩნდება სინათლის მსახურების თაობა. ისინი  ასხივებენ საკუთარ სინათლეს. ჩვენი ცნობიერება, მისი ხარისხი განიცდის დიდ ძვრას. ომები და კატაკლიზმები ისეთ თანაგრძნობის ტალღას წარმოქმნიან, რომელსაც ძნელია დედამიწაზე სხვა დროს მივაღწიოთ. ეს მოვლენები ასრულებენ პლანეტაზე მშვიდობის გიგანტურ კატალიზატორის როლს. დაღუპულებმა კი მოახდინეს ადამიანური გადასვლა ნებაყოფლობით. აამაღლეს პლანეტის ენერგია და კარგად გრძნობენ თავს. ბევრი მათგანი უკვე დაბრუნდა დედამიწაზე, რომელმაც მათი წყალობით განიცადა დიდი ძვრა. ასე გამოიყურება ეს მოვლენები,  როდესაც ჩვენ ავმაღლდებით ხილულ რეალობაზე და სიღრმისეულად შევაღწევთ მიმდინარე პროცესებში.
ჩვენს რეალობაში ყველაფერი უარესდება მანამდე, სანამ უკეთესი გახდებოდეს. ამასთან ერთად ზოგიერთს შიში შეიპყრობს, სხვები იბრძვიან, მესამენნი კი ვერაფერში ვერ  ერკვევიან. ძირითადი აზრი იმისა, რაც ცხოვრებაში ხდება დაფარულია დუალობით, ისე რომ ბევრმა არც კი  იცის რისთვის ვიმყოფებით აქ. და მხოლოთ მაშინ, როდესაც ვიწყებთ ამაღლების არხის გახსნას (თვითგახსნილობას  ვაღწევთ), ჩვენ ვიწყებთ სულიერებით შევსებას. ვითარდება ყველაფერი,  რაზედაც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, ოღონდ ისინი ჯერ თავს არ იჩენენ. ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, თუ როგორ ხდება ბოლოების გადაბმვა.
თაობა ბავშვებისა, რომლებიც შეცვლიან დედამიწის სახეს, ნელ – ნელა შედის ასაკში. ინდიგოს ბავშვები ახალი ცნობიერების ბავშვები არიან. 2012 წელს ისინი უკვე უმრავლესობას შეადგენენ.  ისინი აქ იმყოფებიან იმისათვის, რომ დედამიწაზე მშვიდობა დაამყარონ.
ყუმბარები, რომლებიც ჩვენს თავზე სტვენენ  –  ეს ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია, ჩვენი ახალი ამბები და ეს ოთხგანზომილებიანი რეალობა, რომელშიც ვართ მოთავსებული (უმრავლესობა  ჩვენთაგანი). ჩვენ არ შეგვიძლია ვნახოთ რაიმე, რაც ჩვენს განზომილებაზე მაღლაა. უმრავლესობას ვერ ძალუძს იხილოს ღმერთის სიყვარულის გრანდიოზულობა.
იქმნება  „ხმლების  ხიდი“ -კავშირი ძველსა და ახალს შორის. ყოველდღიურად ამ შემოქმედებას  უერთდება  სულ მეტი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ამ ფილოსოფიის სათანადო ენერგია.
ამაღლების პროცესში თვითოეულს გააჩნია თავისი გზა და არ არსებობს წიგნი, ინსტრუქცია, რომელიც გამოსადეგი იქნება ყველასთვის. ეს ხორციელდება სუფთა მისწრაფებით, და ეს ყველას შეუძლია. ყოველი ადამიანის ამაღლება, უბრალოდ მისი  სულიერი ძიებაც კი, გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც ეხმარება დედამიწას. ეს ნებაყოფლობითი ნაბიჯია. არაფერია იმაზე სუფთა, როგორიცაა სულიერი მისწრაფება. იგი არის სუფთა ხარისხის სულიერება. სუფთა განზრახვა  –  ეს არის ყველაფერი, რაც კეთდება არა სასოწარკვეთილებაში ყოფნის გამო, ან როდესაც ძალები ილევა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას მაღალი მიზანი გააჩნია. იგი აღებს კარს, ოღონდ უკეთუ გააღე ეს კარი, არასოდეს  არ შეიძლება მისი დახურვა. ეს გამოიწვევს დისბალანსს, დათრგუნვას, დაავადებას. აუცილებელია მართალი იყო საკუთარ თავთან.
ის, რაც დღეს ჩვენს დედამიწაზე ხდება  –  ეს რენესანსია, ცნობიერების  აღორძინება. ჩვენ უნდა შევქმნათ სიწმინდის, მაღალი ცნობიერების და სიმშვიდის ნავსაყუდელი. ავანთოთ შუქი, გავხვდეთ შუქურა.
თუ დედამიწაზე იქნება საკმარისად ბევრი შუქურა, ადამიანობის ნავები იპოვიან თავიანთ გზას უსაფრთხო ნავსადგურისკენ. საჭიროა მხოლოდ, რომ შუქურა მყარად იდგეს, შემოქმედის მიერ გამაგრებული. ვიდგეთ შუღლზე მაღლა და პოლარულობის მიღმა (იმ ნეგატიურობისა,  რაც ბევრს ახასიათებს).  არ შევიწოვოთ  სხვისი ბრაზი და პოლარულობა. გვიყვარდეს ადამიანურობა,  ვემსახუროთ საერთო საქმეს. ვიცოდეთ რომ, ძნელია სწორხაზოვანი პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც მიეკუთვნება სივრცეთაშორის არსებულ  საგნებს და არასწორხაზოვან   მოვლენებს. თანაგრძნობა, მომხდარი უბედურების  შინაგანად შეგრძნება  –  ეს ის საფეხურებია, რომელსაც მივყავართ პასუხისგებლობისკენ და საქმის ვითარების ცოდნისკენ. ეს კი შობს ჩვენში  კაცობრიობის,  დედამიწის და ყველა არსებულის სიყვარულს. ვინც თავისუფალია შიშისაგან, ის  უკეთესად გრძნობს დედამიწის ენერგიას, შეყვარებულია ჰაერზე, წყალზე, ხეხილსა და მიწაზე. არ არსებობს უფრო დიდი სინათლის მებრძოლი, ვიდრე ის ამაღლებული, რომელიც სულიერების მანტიაშია გახვეული და უნარი  გააჩნია გააშუქოს ბნელი ადგილები თავისი სიბრძნით, რომელიც  შიშს განდევნის. იგი სწრაფად პოულობს  პრობლემების  გადაჭრის  გზას,  რათა  გააუმჯობესოს ურთიერთობები და ყველა დარაზმოს  ერთად,  ვინც  მზადაა  მიიტანოს  ნათელი იქ, სადაც ამის გასაჭირია. სხვადასხვა ერების კულტურის დაახლოება ხელს უწყობს  საყოველთაო მშვიდობას. მშვიდობა არის პლანეტაზე ვიბრაციების ამაღლების კატალიზატორი.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ და თავიდან ავიცილებთ ომებს, მკვეთრად შემცირდება ადამიანური ძალების და რესურსების უაზრო ხარჯვა, ერთმანეთის განადგურება. ერთობლივი დაგეგმარება გაზრდის ერების ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობას, ეს კი  –  ნეგატიურობისგან განთავისუფლების და გაბრწყინების დასაწყისის განუყრელი შემადგენელია. უდიდესი რესურსები განთავისუფლდება ეკოლოგიის გაუმჯობესობისათვის. გაიზრდება საყოველთაო შესაძლებლობები.
დაბალი ვიბრაციებისგან დედამიწის  განწმენდა და გაჯანსაღება დაიწყო და შეჩერებას ან უკან  დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ავტორი -  ოფელია ლომაიასი

Комментариев нет:

Отправить комментарий