6 авг. 2016 г.

Явление Архангела Михаила в Казбеке

როგორ გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი სნოში ასულ ჟურნალისტებს
"ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
მინდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი რაც ყაზბეგში შეგვემთხვა..
მე, როგორც ანალიტიკური გადაცემის წამყვანმა. დავიწყე გადაცემების ჩაწერა რეგიონში და ამჯერად გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიყავით ჩვენი უწმინდესის მშობლიურ მიწა-წყალზე - სნოში. გადაცემის გადაღების შემდეგ არ დავარღვიე ტრადიცია და დარიალის ხეობაში მთავარანგელოზების სახელობის ტაძარისკენ გავემართეთ სანთლების დასანთებად და მოსალოცად, თუმცა დარჩენილი სამი კილომეტრის სავალზე დაგვხვდა საპატრულო პოლიცია და იმის გამო, რომ უკვე 20:15 საათი იყო და ღამდებოდა, არ გაგვიშვა ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით, რამეთუ სახიფათო ზონაა და მაშველები ამ დროს ახლოს არ იმყოფებოდნენ. რა არ ვეხვეწეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრა..
ძალიან დაღონებული დავდექი, ისეთ ცუდ ხასიათზე შევიქენი, რომ მეტი არ შეიძლება და მძიმე განცდებში ჩავიძირე ჩემს ფიქრებში, რომ როგორ მინდოდა მთავარანგელოზ მიქაელის ხატს ვმთხვეოდი და მფარველობა და ძალისხმევა მეთხოვა ჩემთვის და სრულიად საქართველოსთვის და როგორ ვერ ვახერხებ.. და ვარ ერთგვარ ჭიდილში, რომ იქნებ სათანადოდ ვერ ვთხოვე ამ პატრულის თანამშრომელს. რომ უცებ მანქანაში გავიგე გამუდმებული ტელეფონიდან სურათის გადაღების ჩხაკუნი.. ჩემს მეგობარს და თანაშემწეს - მადონა ძიძიშვილს რატომღაც ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოესურვა ჩვენს თავზე აზიდული მთების გადაღება, თითქოს (მერე მისივე თქმით), რაღაცამ უბიძგა.. და ოი საოცრება.. გოგო ხმას ვერ იღებდა სურათზე მთავარანგელოზი თავად გამოგვეცხადა და ჩვენ რომ ვერ მივედით მასთან ის მოვიდა ჩვენთან და უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა.. (სურათს თუ დააკვირდებით იგი თითქოს მოძრაობაშია და ჩვენსკენ მოიწევს, ხელში ოვალური ფარი უჭირავს, რაზეც ჯვარი არის გამოსახული და ხალათის კალთა აფრიალებული აქვს საჩქაროდ ჩვენზე დადევნებით..)

ვერ წარმოიდგენთ როგორ შეიცვალა ჩემი განწყობა, რომ ჩემი გულით ნანატრი შეხვედრა მთავარანგელოზ მიქაელთან ამისრულდა.
მადლობა ღმერთს და მთავარანგელოზს ამხელა მადლისთვის და წყალობისთვის, რაც მინდა სულყველას გაგიზიაროთ და გიწილადოთ..“, წერს მიხეილ ანდღულაძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий