
-ზუსტად მახსოვს, ტოტტი რომ გავიცანი შვიდი წლის ვიყავი. მაშინ ჩვენ მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი უბნის ბიჭები ხშირად დადიოდნენ კ უს ტბაზე საბანაოდ. მე კი მშობლებმა სასტიკად ამიკრძალეს იქ წასვლა. ისე არც მოზრდილებს ვეხატებოდიდ მმაინცდამაინც გულზე პატარები, ''ლიფსიტებს'' გვეძახდნენ. თუ შეგვატყობდნენ, რომ ატორღიალებას ვაპირებდით, ერთს დაგვიცაცხანებდნენ და უკან დაგვაბრუნებდნენ. მაგრამ ერთხელ მაინც მოვახერხე და ავეკიდე დიდ ბიჭებს. ჩუმად გავყევი, არავის შევუმჩნევივარ, ხოლო თვალი რომ მომკრეს, კარგა შორს ვიყავით. თვითონ უკან დაბრუნება დაეზარათ, მარტოც ვერ გამომიშვეს, არ დაიკარგოსო ლა ბუზღუნ–ბუზღუნით გამიჰოლეს თან.
ზაფხულის ცხელი დღე იდგა. ბიჭებმა ტბის ნაპირას დამტოვეს და მკაცრად გამაფრთხილეს: ‘’თუ გინდა ნაპირზე იჭყუმპალავე, ღრმად კი ფეხი არ შედგა!’’ მერე კი თვიტონ ერთმანეტის მიყოლებით გადაეშვნენ ტბაში და ისე შორს გასცურეს, რომ მე მათ თავებსღა ვხედავდი. შურით ავიმსე. მეც კი ვიცოდი ცოტათი ცურვა და ერთი სული მქონდა წყალში მესკუპა. ვითმინე, ვითმინე და... ბიჭების გაფრტხილებაც დამავიწყდა, მშობლების აქრძალვაც, ავდექი და შევცურე. ნაპირსაც მოვცილდი. შევცურე, მაგრამ ავფარტხალდი, ვიგრძენი რომ ვიძირებოდი, ამაოდ ვიქნევდი ხელფეხს, დავიქანცე, მომეჩვენა რომ მთელი სხეული შემებორკა, ენაც წამერტვა.
აღარ მახსოვს, როდის დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვეგე, ვიგრძენი, რომ ვიღაცის ღონიერ ხელებში ვიყავი გადასვენებული და ის ‘’ვიღაც’’ ნაპირისკენ მიცურავდა. მერე მან ხის ჩდილში დამაწვინა, შუბლზე ხელი დამადო. საოცარი სითბო და სიმშიდე ვიგრძენი, გული ამიყუჩდა და მე ავტირდი.
–რა გატირებს? – მკითხა გაღიმებულმა.