ადამიანის ბედნიერებისთვის საჭიროა
ქვეყანაში სოციალურ – ისტორიული წესრიგის დამყარება და დაცვა. ამისათვის კი
აუცილებელია, რათა ადამიანებს ჰქონდეთ დიდი ცოდნა საკუთარი თავის შესახებ
და მაღალი ცნობიერება. შემოთავაზებული ინფორმაცია განკუთვნილია ყველა
ადამიანისთვის და არა მხოლოდ მოსახლეობის ცალკეული ინტელექტუალური
ჯგუფისთვის. იგი ეხება ადამიანის რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მის
ყოველდღიურობას. იმას თუ როგორ შევეწყოთ ადამიანის, დედამიწისა და სამყაროს
განვითარების გრანდიოზულ გეგმას; ღვთიურ დაგეგმარებასა და ადამიანის
თავისუფალ არჩევანს; მარადისობასა და უკვდავებას; ადამიანის სიყვარულის
ძლევამოსილებას და ყველაფერ იმას, რაც აზრს ანიჭებს ჩვენს ცხოვრებას
დედამიწაზე.
სწავლება განსჭვალულია ოპტიმიზმითა და დიდი
რწმენით შემოქმედის ძლევამოსილი ენერგიისადმი – იმ ენერგიის, რომელსაც
ძალუძს ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. იგი გვასწავლის, რომ
ადამიანის თვითგანვითარებისაკენ მიმართული მუდმივი მცდელობა და შრომა დიდად
მნიშვნელოვანია მისთვის და სამყაროსთვის. მხოლოდ ერთი ადამიანის
გადაწყვეტილებაც კი, მიიღოს ცოდნა და განვითარდეს, მიაღწიოს გაბრწყინებას
და ამაღლებას, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს შესაძლოა
გამოიყურებოდეს პირველი შეხედვით. ( ამაღლება ჰქვია ადამიანის იმ თვისებას,
რომელსაც იგი იძენს თავისი უმაღლესი „მე“- სთან 100% – ით შერწყმის და
ღმერთის პარტნიორად ქცევის შედეგად). ამ სტატუსის მიღწევა ადამიანს აძლევს
შესაძლებლობას დარჩეს დედამიწაზე დიდხანს და გახდეს ძლიერი არსება, რომელიც
ერთდროულად იმყოფება ორ განზომილებაში: ცალი ფეხით აქ, მეორეთი კი – “
ფარდის” მიღმა. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას, აუცილებელია
საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, საკუთარ თავში ღირსების გრძნობის
განვითარება და საკუთარი ვიბრაციების შეცვლა – ამაღლება. ეს ყველაფერი კი
იწყება წმინდა სიყვარულით და ყველა ვალდებულება ტრიალებს სიყვარულის
ირგვლივ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მარტონი
მივიღებთ დედამიწის ახალ ენერგიებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ზრდას, ეს
ჩვენი არჩევანი იმოქმედებს ჩვენს ირგვლივ მყოფ ათეულ ადამიანზე, ცხოვრების
მიმართ მათ დამოკიდებულებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის,
ასევე სამყაროსთვისაც.
ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მოვიპოვოთ
სიყვარული და თანაგრძნობა, რომელიც ბინადრობს ადამიანის ღვთიურ
ნაპერწკალში, მის კაცთმოყვარეობაში. მაგრამ ეს ჭეშმარიტება, ისევე როგორც
ბევრი რამ სხვა, კარგად არის ჩვენგან დამალული, იმის გამო, რომ იგი
წარმოადგენს დედამიწაზე ჩვენი გაკვეთილის მნიშვნელოვან ნაწილს.
სიცოცხლისადმი სიყვარული, საკუთარი
თავისადმი ნდობა, კეთილი და აქტიური დამოკიდებულება ირგვლივ მყოფ
ადამიანებთან – ეს ის თვისებებია, რომელიც აუმჯობესებს ადამიანებს შორის
ურთიერთობას და მათი პლანეტაზე ცხოვრების ხარისხს.
ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმის
ცოდნა, რომ ღმერთმა კარგად იცის თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გზა გავიარეთ
ცხოვრებაში, რა გზას გავდივართ ამჟამად, რადგან ჩვენ ყველანი მივაჩნივართ
თავისი ოჯახის წევრად.
„სამოთხე“ ანუ „ბედნიერება“ – არ არის
აბსტრაქცია, არც ფიზიკური ადგილია ღრუბლებში, ეს – წმინდა სამებასთან
დამყარებული ცოცხალი პირადი ურთიერთობებია. ეს არის ბედნიერების
მდგომარეობა, რომლითაც ჩვენ დავტკბებით, ღმერთთან საბოლოო ურთიერთობების
დროს.(საჭიროა, რომ ყველამ რამდენადმე თავი შევიკავოთ ამ, უმაღლეს
სამყაროსთან დაკავშირებულ რეალობების აღწერისაგან, რადგან იგი ყოველთვის
არადამაკმაყოფილებელი იქნება.
ჯოჯოხეთი მიანიშნებს იმ ადამიანების
მდგომარეობას, ვინც განუდგა ღმერთს. ტკივილი, იმედგაცრუება, ცხოვრების
სიცარიელე უღმერთოდ ყოფნის გამო, (რადგან თვით ღმერთია სიცოცხლის და
სიხარულის წყარო) – მარად დაწყევლილი მდგომარეობა – ეს არ არის ღმერთის
ქმედება , ეს – დედამიწაზე ცხოვრების დროს თვით ადამიანის ქცევის შედეგია.
რამდენიმე ეონის მანძილზე ჩვენი პლანეტა
იმყოფებოდა სიბნელისა და სინათლის წონასწორობის განსაკუთრებულ
მდგომარეობაში. (სიბნელე – პასიურობა და ერთ ადგილზე გაყინვაა, სინათლე –
აქტიურობა და მოძრაობაა). მაგრამ ამჟამად ეს სტანდარტი იცვლება, რადგან
ადამიანებმა იგი შეცვალეს საკუთარ თავში. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ
დედამიწაზე გამოირიცხა არმაგედონი. ამის წყალობით ჩვენ გაგვიჩნდა
შესაძლებლობა მივაღწიოთ მშვიდობას მთელ პლანეტაზე. მაგრამ ჯერ კიდევ მასზე
არსებობს ადგილები, სადაც სიბნელე ზეიმობს და ბავშვები იღუპებიან. ბრძოლა
მიმდინარეობს ყოველდღიურად. ეს განპირობებულია ადამიანების გაორებით. ეს
არის ჩვენი მთავარი გამოცდა. თვითოეულ ჩვენთაგანს, ვინც ებრძვის საკუთარ
ქედმაღლობას და გაორების სიბნელეს. დადებითი წვლილი შეაქვს დედამიწის ამ
რთულ ბალანსში.
როდესაც ჩვენ ვიწყებთ ჩვენს უმაღლეს „მე“-
სთან (ღვთაებრიობასთან ჩვენს შიგნით) შერწყმას, გვიჩნდება „ფარდის“
მიღმიდან ინფორმაციის მიღების უნარი. ეს გვეხმარება რთული სიტუაციების
სწორად აღქმაში და მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზების დადგენაში.
აქ, დედამიწაზე ჩვენ ჯერ კიდევ გაგვაჩნია
დიდი პრობლემები ადამიანის მორალის, უპასუხისგებლობისა, შეუწყნარებლობის,
ტომთა და ერთა შორის უთანხმოებების, გენოციდის, ადამიანთა უმრავლესობაში
წარსულის და აწმყოს ბევრი საიდუმლოებების მიმართ ინტერესის არ ქონის. ჩვენ
ვიმყოფებით გრანდიოზული წმენდის პერიოდში, ეს კი მოითხოვს ადამიანთა
ცნობიერებაში სათანადო ძვრას.
ნეგატიურობისაგან განთავისუფლება – ყველა ადამიანის უპირველესი ამოცანაა.
პაპმა უკვე ბოდიში მოიხადა გალილეო
გალილეის ოჯახის წინაშე, იმის გამო, რომ იგი ციხეში გამოამწყვდიეს როდესაც
მან განაცხადა: „დედამიწა არ არის „სამყაროს ცენტრი“. პაპმა ბოდიში
მოიხადა ასევე ესპანური ინკვიზიციის გამო. პაპი ეწვია ისრაელს. გარეომებები
ისვლება. ადამიანებმა უკვე დაიწყეს იმის შეგნება, რომ კაცობრიობის მთავარი
პრობლემა, მათი შეუწყნარებლობაშია, და არა რომელიმე სარწმუნოების
სისტემაში ან სწავლებაში. დღეს ადამიანთა ცნობიერების მორიგი საყოველთაო
გზავნილია: „ჩვენ არ გვსურს ავიტანოთ შეუწყნარებლობა“. ეს – დედამიწის მიერ
ნაბიჯის წინ გადადგმის საწინდარია. ამჟამად ჩვენ გადავედით ახალ ენერგიაში
და ვიმყოფებით კაცობრიობის ევოლუციის წვეროზე. რაღაცა მნიშვნელოვანი
ხდება. კაცობრიობის ცნობიერება, ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება.
ადამიანებში ადგილს იმკვიდრებს შედარებით მეტი სიყვარული და მცირდება
სიძულვილი. იმატა შემწყნარებლობამ, იმედმა და თანაგრძნობამ.ადამიანთა
გატაცებები და სურვილები იცვლება იმისგან თუ „რა შეგვიძლია მივიღოთ“,
იმამდე თუ – „ როგორ მივაღწიოთ კომპრომისს, რათა ყველა დარჩეს მოგებული“.
წარსულზე ორიენტირებული პიროვნებები ჯერ
კიდევ ცდილობენ აფეთქებული მანქანებითა და საშინელი ტერორისტული აქტებით
დროის მსვლელობა მიმართონ ძველი გზით, მაგრამ, სახელმწიფოთა მთავრობის
მეთაურები უბრუნდებიან მაგიდას, რათა ისევ ისაუბრონ მშვიდობაზე. გაჩნდა
სიხარულის, სიმშვიდის, აყვავებისა და სამართლიანობის დამკვიდრების იმედი.
ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს ჩვენში მყოფი ღვთიური ნაპერწკლის
სიდიადისადმი ნდობის გამოცხადება, იმ სიდიადისადმი, რომელიც ყოველთვის
ირჩევს სიყვარულს, და არა სიძულვილს, მშვიდობას და არა ომს, პატიებას და
არა შურისძიებას. გაჩნდა ნდობა ადამიანის ახალი სახეობის მიმართ, რომელიც
წარმოადგენს ადამიანის სულის ჭეშმარიტ ევოლუციას. უკვე ბევრ ადამიანს სჯერა
იმისა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი საკუთარი ცნობიერებით შევცვალოთ ჩვენი
მომავალი და რომ ღვთიურობის რეალური ძალა ჩვენს სიღრმისეულ არეშია. ღრმა
ჭეშმარიტებას წარმოადგენს ისიც, რომ ჩვენ ძლევამოსილნი ვართ, ოღონდ უმეტესი
მისი ნაწილი დამალულია ჩვენგან.
ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვა:
რამდენად მართებულია დედამიწაზე სიკვდილის არსებობა და რატომ ინკურნებიან
ერთნი, მეორენი კი არა? ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და ყოველთვის ვერ
ვხვდებით თუ რატომ მუშაობს ზოგი რამ ისე, როგორც მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია
მხოლოდ ის, რომ დავრჩეთ ჩვენს გზაზე და სიხარული შევიტანოთ იქ, სადაც
ვიმყოფებით და საითაც მივემართებით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც
პრობლემების ცენტრში აღმოვჩნდებით. ქვეყნიერებაში არაფერია ზუსტად ისეთი,
როგორიც იგი ოთხგანზომილებაში გამოიყურება. (იესო ქრისტეს ახალ სწავლებაში,
რომელიც გამოქვეყნებულია ა. ნაუმკინის წიგნში „კალაგია“, ხაზგასმულად არის
ნათქვამი, რომ არსებობს რეალური სინამდვილე (ის – რომელშიც ჩვენ
ვცხოვრობთ), და ნამდვილი რეალობა ( ის – რომელიც „ფარდის“ მიღმაა. ამის
გათვალისწინებით კრაიონის ზემოთ მოყვანილი აზრი შეიძლება შემდეგნაირად იყოს
პარაფრაზირებული: „ნამდვილ რეალობაში არაფერი არ არის ზუსტად ისეთი,
როგორც იგი რეალურ სინამდვილეში გამოიყურება“. ავტ. შენიშ.). ყველაფერი
არსებული შეიცავს რაღაცა აზრს, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვერ ვხვდებით,
რადგან იგი დაფარულია ჩვენთვის. ერთი კი არის ცხადი, რომ ჩვენ გვძალუძს
შევქმნათ სიმშვიდე დედამიწაზე. მაგრამ, ეს არ მოხდება, თუ ჩვენ მხოლოდ
მაყურებლად დავრჩებით. ეს განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ
ვიმუშავებთ ისეთ თავსატეხებზე, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული
და მწუხარება – ვიმსჯელებთ ადამიანის ყველანაირ მდგომარეობაზე, ვიფიქრებთ
და ვეცდებით ვიპოვოთ პასუხი ყველაფერ ამაზე.
ჩვენი მოვალეობების შესრულება სრულად
აგვინაზღაურდება იმ სულიერი დახმარებით, რომელსაც აღმოგვიჩენენ არსებები
სხვა განზომილებიდან. მხოლოდ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არაფერს
აკეთებენ ნებართვის გარეშე, ჩვენი განზრახვის საწინააღმდეგოდ. საკუთარი
თავის შეცვლისკენ მიმართულ ჩვენ განზრახვას შეუძლია შეცვალოს მთელი
პლანეტის რეალობა. ჭეშმარიტების თესლი მყარად უნდა გამაგრდეს თვითოეულ
ჩვენში. პლანეტარული ცვლილებები სწორედაც რომ ცალკეული ადამიანების გულებში
ხდება, საკუთარი გულის და ცნობიერების ძალით.
კაცობრიობას ესაჭიროება აკრიფოს (და
მუდმივად იცავდეს) ცნობიერების კრიტიკული ძალა, რადგან იგი ძლიერად
მოქმედებს რეალობაზე. განზრახვა – ამ მოქმედების განხორციელებისათვის
საჭირო ინსტრუმენტია. განზრახვა და საკუთარი „მე“-სთან პარტნიორობა,
ღმერთთან პარტნიორობა, სასწაულების ჩადენის საშუალებას იძლევა –
პრაქტიკულად იგი ქმნის ადამიანის საკუთარ რეალობას. იგი აგრეთვე
გვეხმარება, რათა გავარჩიოთ თუ, სად არის ჭეშმარიტება და სადაა ტყუილი,
გადავლახოთ შიში, არ მივაქციოთ ყურადღება საზარელ სენსაციებს და საკუთარ
სულში სიმშვიდე დავამყაროთ.
ღმერთთან პარტნიორობას არაფერი საერთო არა
აქვს წყემსისა და ცხვრების ურთიერთობასთან. ავიღოთ ვალდებულებები, მაგრამ
არ დავემორჩილოთ მათ მთლიანად. ვაკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება ისეთი ძლიერ
პარტნიორთან ერთად, როგორიცაა ღმერთი. პარტნიორობის მიზანია – დაახლოვება.
პირველი, რაც აუცილებელია, რომ გავაკეთოთ – განვთავისუფლდეთ მოძველებული
ჩვევებისაგან, შევცვალოთ ისინი უკეთესი ახალი ჩვევებით. ამის შედეგად
გაჩნდება თანამშრომლობის შესაძლებლობა. შევქმნათ თანაარსებობის პირობები და
განვავითაროთ საერთო ცნობიერება. ვიყოთ კარგი ადამიანი, ისეთი პიროვნება,
რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ნათელისკენ. გავზარდოთ ნათელისკენ
მისწრაფებული შვილები. ვიყოთ მოკრძალებული მკურნალი. ეს – ისეთი
ვალდებულებაა, რომელიც ვერ განხორციელდება იმ რწმენის გარეშე, რომ ეს
ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა, რომ ჩვენი ცხოვრება გავხადოთ მშვიდი.
როგორ მივაღწიოთ ამას? შევიგნოთ, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობა
წარმოიქმნება ჩვენივე ჩანაფიქრების თანახმად. მივხვდეთ, რომ სიმშვიდის
მიღწევა შესაძლებელია. თანდათან, ზრახვისა და ურთიერთობის მეშვეობით ჩვენ
შევძლებთ მშვიდად შეხედვას ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელ ამბებსაც კი,
რომლებიც ადრე ყოველთვის გვაშფოთებდნენ.
გამოკვლევების თანახმად დედამიწის
მოსახლეობის უკვე 85% – ს სჯერა სიცოცხლის არსებობის სიკვდილის შემდეგ.
სწამთ იმისა, რომ ჩვენ არ ვკვდებით დედამიწაზე ადამიანური სიკვდილის დროს
და ვაგრძელებთ არსებობას რაღაცა უფრო დიდში. ეს იდეა განსჭვალავს ყველა
რელიგიასა და კულტურას. ეს – უჯრედული ინტუიციაა და საერთოა ღმერთის
შესახებ არსებული სარწმუნოებათა სისტემების უმრავლესობისათვის.
უმრავლესი რელიგიების თანახმად, ჩვენ არ
ვარსებობდით მანამდე, სანამ გავჩნდებოდით დედამიწაზე. მეტაფიზიკა არ არის
ერთად – ერთი ფილოსოფია, რომელიც აღიარებს სამშვინველის არსებობას
ინკარნაციამდე და რომ ადამიანი – ზებუნებრივი არსებაა. (ქართველი
ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის აზრის თანახმად, ჩვენს მიწიერ
მეცნიერებაში არსებობს ე.წ. „რეალური ფილოსოფია“, რომელიც შეისწავლის
ადამიანის ყოფიერების პრობლემებს და განმარტავს იმას, თუ რატომ არის
სამყარო ისეთი, როგორიც ის არის, რატომ არსებობს ადამიანი, როგორია
ურთიერთობები ადამიანის და სამყაროს შორის. მისი ღრმა რწმენის თანახმად,
ადამიანი – ბუნების გარე მდგომი არსებაა, თვითგანვითარებადი და ბუნება
შექმნილია მისი განვითარებისათვის. ავტ. შენიშ.)
ჩვენ ვართ სივრცეთაშორისი სამშვინველის
მფლობელები. ჩვენ დიადი არსებები ვართ და გაგვაჩნია უნარი მივაღწიოთ
მასწავლებლის რანგს. მასწავლებელი განსხვავდება სხვებისგან. მას შეგროვილი
და ათვისებული აქვს შემოქმედის გონის ნაწილაკები. იგი ბრძენია,
გასხივოსნებული და სიყვარულით სავსე. მისი რეაქცია ჩვენს ქმედებებზე სავსეა
შემწყნარებლობით, გამხნევების უნარით და სიყვარულით. მისი დნმ – ი
განსხვავებულია. ეს განსხვავება – ამაღლების შრეშია, რომელიც დნმ – ის
მესამე ფენაა.
ჩვენი ჩაკრები ასხივებენ სინათლეს და
ენერგიას. ყველა ჩვენთაგანის ირგვლივ არსებობს ენერგეტიკული ნისლი (ველი).
იგი მუდმივად იცვლება (ჩვენი ზრახვების, განწყობების, ემოციების, ფიქრების,
მისწრაფებების, მოქმედებების და სხვა ფაქტორების ცვლილებებთან ერთად. ავტ.
შენიშ.) მისი ხარისხი მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემოზე, მათ შორის
ადამიანებზე და დედამიწაზე. ბუნებრივია, ადამიანს ესაჭიროება ცოდნა თავისი
ელექტრომაგნიტური ბუნების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება მას
დედამიწის მაგნიტურ ველთან ძლიერი კავშირის დამყარებაში და აძლევს
საშუალებას სწორად ისარგებლოს მისი ახალი ენერგიით. ადამიანის ენერგეტიკულ
ანატომიაში არსებობს ბევრი სხვადასხვა სისტემა და ჩვენი ევოლუციისათვის
საჭირო გასაღები. ამ სისტემის მთავარი სტრუქტურა უნივერსალურია და ყველა
ადამიანში ერთი და იგივე.
ადამიანის ბიოლოგიური სხეული და გონება –
ერთი მთლიანის სხვადასხვა ნაწილებია. საჭიროა ჩვენი ბიოლოგია ავიყვანოთ
ჩვენი ცნობიერების დონემდე. დავიწყოთ სხეულის და გონების ინტეგრირება. ეს
აუცილებელია იმისთვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი ვიბრაციები საჭირო დონემდე.
ყველა, ვისაც გაეგება საქმის ვითარება უნდა
ჩაერთოს საზოგადოების ცვლილების პროცესში – იმ საზოგადოების, რომელიც
პირველი შეხედვით ყოველთვის იყო უბედური და ძალადობით სავსე. ეს ცვლილება
ხორციელდება პირველ რიგში ცნობიერების შეცვლის შემწეობით. ჩვენი უსიტყვო
სულიერი მცდელობით, ჩვენი მთავრობების შრომით, ცხოვრება დაიწყებს შეცვლას.
მთავრობები, ეკონომიკაც და ყველაფერი ისიც, რაც მასთან არის დაკავშირებული
ასევე შეიცვლება პლანეტის ვიბრაციების სათანადოთ. არ უნდა გვეშინოდეს
ცვლილებების. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ეს ცვლილებები.
ჩვენ გაგვაჩნია ამის პოტენციალი და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს.
ჯანმრთელობის აღდგენის შესაძლებლობა
ბიოლოგიური დისბალანსის დროს, შემწყნარებლობა დრამატულ პერიოდებში,
მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანებთან კარგი ურთიერთობა – ყველაფერი ეს
შეიცავს აღნიშნულ პოტენციალს. ჩვენი ურთიერთობა საკუთარ უმაღლეს არსთან
გვანიჭებს ცხოვრების მიზანს და საშუალებას გვაძლევს ისე ძლიერად დავეხმაროთ
პლანეტას, რომ ჩვეულებრივ ძნელია ამის ნათლად წარმოდგენაც კი.
პლანეტაზე, სადაც მუდმივად იცვლება
ნათელისა და ბნელის ბალანსი, მიმდინარეობს მოვლენები. დედამიწის
კონტინენტები და ტომები განსაზღვრავენ საკუთარ ბედს. ისინი დაამხობენ
ტირანებს და დიქტატორებს, რომლებიც არ აძლევენ თავის მოქალაქეებს მორალის
და სულიერების პირადული თაყვანისცემის საკითხებში არჩევანის გაკეთების
უფლებას. დადგება დრო, როდესაც საზოგადოებაში გაიმარჯვებს რელიგიური
შემწყნარებლობა და გაგების სიბრძნე. სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.
ყველაფერ ამას გააჩნია მიზანი და აზრი. ეს არის დაგეგმვა, შესრულება და
სიყვარული.
ძნელია ბოლომდე ამის გაგება მანამ, სანამ
ჩვენში არ გააქტიურდება ჩვენი დნმ – ის მესამე შრე, სანამ ჩვენ არ
გავხდებით ის ოსტატი, რომელიც შეძლებს გვერდიდან შეხედოს ნათელისა და
ბნელის არსებობის მართებულობას; ოსტატი, რომელმაც იცის თუ როგორ შეიტანოს
სინათლე იქ, სადაც ამის უკმარისობაა და შეცვალოს გარემო თავისი
განზრახვითა და სიბრძნით; ოსტატი, რომელშიც, რა თქმა უნდა, არის
თანაგრძნობის ცრემლები.
კურთხეულია ის აღმავალი ადამიანი, რომელსაც
გააჩნია უნარი მიხვდეს, რომ უმაღლესი საჩუქარი, რომელიც მას ძალუძს
შემოიტანოს დედამიწაზე მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში – ეს არის
პატიოსნება, გულწრფელობა, საკუთარი სულიერი სინათლე. არ არსებობს ამაზე
უკეთესი საჩუქარი, რომელიც შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანისგან – მეორეს.
გაბრწყინებული ადამიანი გულუხვად გასცემს სხვებს უმაღლეს ძღვენს – უპირობო
სიყვარულს.
ავტორი - ოფელია ლომაია
Комментариев нет:
Отправить комментарий