სრულყოფისაკენ მიმავალ გზით სვლას ხელს
უწყობს ღვთის მსახურება: ღმერთისკენ მისწრაფება, მისი კანონებით ცხოვრება,
ლოცვა. ეს უზრუნველყოფს ღვთიური ძალისა და ენერგიის მოზიდვასა და
გამოყენებას. ამ გზაზე აუცილებელია გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა,
გვწამდეს ღმერთი და განვავითაროთ ნებისყოფა. მისი თაოსნობით და დახმარებით
შევიძინოთ საჭირო ცოდნა, რომელიც ხელს შეგვიწყობს გონისა და ცნობიერების
განწმენდაში. შემდეგ აუცილებელია სასიცოცხლო ენერგიაზე კონტროლის დაწესება
და გონების დამშვიდება. ნებისყოფა და ენერგია გვესაჭიროება პირველ რიგში.
მივცეთ მათ საშუალება იშრომონ და დავეხმაროთ იმით, რომ დავიკავოთ მათ
მიმართ სწორი პოზიცია. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი სანქციონერები და მოწმეები
მათი სწორი სვლის.
მოვეხმაროთ მათ სხეულზე ზრუნვით, არ
დავანგრიოთ იგი უყურადღებობით და გულგრილობით, სრული უუნარობითა და
უმოქმედობით, ან პირიქით, გადაჭარბებული ბრძოლით, ვნებების ბობოქრობით და
ზედმეტი მოქმედებებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიმოქმედოთ გონივრულ
საზღვრებში და არ მივეცეთ სრულ უსაქმურობას. შევიძინოთ და სრულად ავითვისოთ
ის ცოდნა, რომელიც თვითონ მოაღწევს ჩვენამდე. ყველაფერი ზემოთ ნათქვამი
გამოვიყენოთ ყველა ცალკეული , ცხოვრებისეული მოქმედებისას. სხვა არაფრის
გაკეთება არ არის საჭირო. არ ვიშფოთოთ, არ ვიღელვოთ, არ ვიჩქაროთ. ამავე
დროს ტყუილა არ დავკარგოთ დრო. კაცობრიობა განიცდის ევოლუციას. აუცილებელია
გამოვიყენოთ ყველა ჩვენთვის ცნობილი საშუალება, რათა ხელი შევუწყოთ ამ
პროცესს და დავაჩქაროთ იგი. ეს სჭირდება სამყაროს, კაცობრიობას, თითოეულ
ჩვენგანს.
ადამიანის თანდაყოლილი ნატურა
წინააღმდეგობას უწევს ნებელობას, ხელს უშლის მას სრულყოფილად იმოქმედოს.
იგი ამბობს: „მე მივეჩვიე არასრულყოფილებას – იგი ადვილია და
მოსახერხებელი; მე არ მსურს ვიყო სრულყოფილი.“ ნებელობამ უნდა თქვას: „ მე
ძლიერი ვარ და შემიძლია ვაკეთო ის, რაზეც მიმითითებს ჩემი სული.“ ამის
შემდეგ ნებელობა შეუდგება სხეულის გასუფთავებას. (რათა მან მომავალში
აღარასოდეს გამოიტანოს ამდაგვარი არასწორი დასკვნები. – მცირე იუმორი ).
მისი მოქმედების შემწეობით ადამიანში ყალიბდება ახალი წესები, ჩვევები და
ტენდენციები, რომლებიც ებრძვიან ძველებს და თანდათანობით დაძლევენ მათ.
ცოდნით აღსავსე და გაძლიერებული ნებელობა
საბოლოოდ იმარჯვებს. აღმოფქვრილი ჩვეულებები ცდილობენ ხელახლა შეაღწიონ
ადამიანში და დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ანუ ხშირად ადგილი აქვს
რეციდივს. მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში სუსტდებიან. სასურველი
ტენდენცია ვითარდება, იძენს მეტ ძალას და სრულყოფილებას. ზოგჯერ ადამიანები
უარს ამბობენ ბრძოლის გაგრძელებაზე არასაკმარისი მოთმინებისა და ნებელობის
სისუსტის გამო. მოთმინებითა და დაჟინებით მოვიხმაროთ ნებისყოფა. არ
შეგვაწუხოს დროებითმა წარუმატებლობამ. ნებელობა აუცილებლად შეძლებს ყველა
არასრულყოფილების დაძლებას, დასუსტებას და ბოლოს უეჭველად უკუაგდებს მათ.
ძალიან ძნელია სურვილებისაგან
განთავისუფლება. მაგრამ ესეც შესაძლებელია საჭირო ცოდნის მიღების შემდეგ.
ცოდნა გვეხმარება ვისწავლოთ, თუ როგორ მივმართოთ ჩვენი ნებისყოფა გონების
დასამშვიდებლად და ემოციების გასაწმენდათ. სურვილი შესაძლებელია მთლიანად
მოისპოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლებული გონება გაიგებს ყველა
კანონზომიერებას, გააბრწყინებს გაძლიერებულ და განმტკიცებულ ნებისყოფას,
მის მოქმედებას და ამას მხარს დაუჭერს სუფთა გული.
სურვილების დაძლევა და ყკუგდება სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ რაღაცის ჩვენამდე მოსვლა არ გაგვახარებს, ან რაღაცის
დაკარგვა არ დაგვამწუხრებს. ჩვენ არ ვიტყვით უარს იმაზე, რაც გვაქვს, არ
მოგვეწონება სიხარულის დაკარგვა, არ გაგვიხარდება ბოროტებასთან შეხვედრა.
ვიქნებით მხოლოდ მიუკერძოებლები. დაგვეუფლება ღვთაებრივი სიმშვიდე,
ღვთაებრივი ნეტარება.
ადამიანები, როგორც წესი, ზედმეტად დიდ
მნიშველობას ანიჭებენ სხეულს. როდესაც ადამიანის ინდივიდუალიზირებული სული
ხდება გონისა და ნებელობის ბატონი, სხეული თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.
იმის ნაცვლად, რომ გონისა და ნებელობის საქმეში ჩაერიოს, როგორც ეს ხშირად
ხდება, დაიბრიყვოს კიდევაც ისინი, იგი ემორჩილება ამ აქტიურ ცენტრს.
აუცილებელია, რათა მივხვდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ფიზიკური
გონიერულის ბატონი არ არის. ისეთი მდგომარეობა, როდესაც სხეული თავს ახვევს
ჭკუა – გონებას თავის პირობებს, – არანორმალურია და აუცილებელია მისი
გამოსწორება. გონი უნდა აკონტროლებდეს სხეულს და ცვლიდეს მას
საჭიროებისამებრ.
დიდსულოვნება და კეთილი ნება წარმოადგენს
კულტურის საფუძველს. „ერთ წმინდა სულს, უმაღლესთან ერთიანობაში მყოფს,
შეუძლია გადაარჩინოს ჩვენი სამყარო თავისი სიწმინდით“ – გვასწავლის
„კალაგია“. ვამრავლოთ კეთილი ნების ადამიანთა რიცხვი, რადგან, სწორედ
წმინდა სულის ადამიანები ამზადებენ დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენის
გზას, ვინაიდან ნათელს ფენენ სამყაროს და ცხოვრებისეულ ცდუნებაში ჩავარდნილ
ადამიანებს.
კეთილი ნების მქონე ადამიანებს ურჩევენ
შეხვდნენ ყოველ ახალ დღეს ლოცვით, რათა ადამიანთა გულები აინთოს
სიყვარულითა და სიხარულით და მათი გონება მიმართულ იქნას წმინდა
საქმეებისაკენ. ამდაგვარი ლოცვისას თვით მლოცველში ხდება დადებითი ენერგიის
პოტენციალის ზრდა.
შევიძენთ რა საკუთარ გულში დიდსულოვნებას,
გულმოწყალებას, სიხარულს, სიყვარულს, მადლს, ძლევამოსილ სიმშვიდეს, (მას
ზეიმურობა ჰქვია და წარმოადგენს ცეცხლოვან მახვილს) და ამაღლებულობას, –
ჩვენ შესაბამისად მოგვეცემა: მშვიდობა, კარგი ცხოვრება, ახალი ცოდნა.
მხოლოდ სიყვარულსა და სიხარულში შეუძლია ადამიანს მიაღწიოს სულიერ
სრულყოფას. სიკეთითა და სიყვარულით ხორციელდება ადამიანის ამაღლება
უკვდავთა სფეროებში, სადაც სიცოცხლე უწყვეტია და თავისუფლება სრულყოფილი.
ადამიანის მთლიანობისა და სილამაზის მაჩვენებელია ის, თუ რა არის მისთვის
მთავარი თავის მიწიერ ცხოვრებაში. ამავდროულად მისი ქმედებები უნდა
შეესაბამებოდეს მის შეხედულებებს.
დედამიწაზე სიკვდილი არ არსებობს. ის,
რასაც ადამიანები სიკვდილს არქმევენ, სინამდვილეში არის ადამიანის არსის
დაბრუნება ნატიფ სამყაროში. ამასთან ერთად, იგი ინარჩუნებს თავის
ინდივიდუალობას, ცნობიერებას, მეხსიერებას. მას გააჩნია ყველა ის
შეგრძნება, რომელიც აქვს სხეულში ცხოვრების დროს. ამ მოსაზრების მიხედვით,
ადამიანი პრაქტიკულად უკვდავია და აქვს სრულყოფის საშუალება ნებისმიერ
სამყაროში. მაგრამ იმ სხეულის ნიშან-თვისებები და მახასიათებლები, რომლითაც
ინდივიდი გადადის სხვა სამყაროში, გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, როდესაც
ადამიანი განიცდის ევოლუციას ფიზიკურ სამყაროში.
ადამიანის მყარი სხეული ფლობს მეტ
ენერგეტიკას და ანიჭებს ცნობიერების სხეულს მეტი მოცულობითა და სიმკვრივით.
არასწორ მოქმედებებს მივყავართ სულიერ სხეულში ნალექის წარმოქმნამდე.
ამიტომაა ხალხის მიერ ნათქვამი: „სული დაიმძიმაო.“ ჩვენთვის ცნობილი,
მატერიალურ მოვლენებზე ფოკუსირებული ფიზიკა ახლოსაც ვერ მიდის სულიერი
პროცესების ფიზიკასთან. ჩვენც ვერ განვიხილავთ აქ დეტალურათ ამ ურთულეს
პროცესს. მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ ინდივიდუალობა წარმოიშვება ადამიანის
სამშვინველში.
სამართლიანობა – სამყაროში მოქმედი
ერთ-ერთი უზენაესი კანონი – მოითხოვს, რომ სიყვარულსა, სიხარულსა და
სიკეთეში მცხოვრები ყოველი ადამიანი აყვანილ იქნას ყოფიერების უმაღლეს
სფეროებში. ადამიანი, რომელიც ქმნის თავის ინდივიდუალობას, იძენს კოსმიურ
ცნობიერებასა და სიძლიერეს.
ოფელია ლომაია. (ჟურნ. „ფენომენი“ №7, 2012 წ.)
Комментариев нет:
Отправить комментарий