მიწიერი ადამიანის ცნობიერებასა და
აზროვნებას ყოველთვის აღელვებდა, აინტერესებდა და იზიდავდა სამყაროს წყობის
წარმოუდგენელი გრანდიოზულობა, – სამყაროსი, რომლის მცირე ნაწილშიც იგი
არსებობს. სამყარო, მთელი თავისი გამოვლინებებით და საკრალური ასპექტებით,
მისი აშკარა და დაფარული შინაარსებით, მასში მუდმივად მიმდინარე ,
წარმოშობის, განვითარებისა და დაშლის პროცესებით – ევოლუციითა და
ინვოლუციით. ძნელია დარჩე გულგრილი სამყაროში არსებული ობიექტების უსასრულო
მრავალრიცხოვნებისა და ცოცხალი ბუნების ფორმების მრავალფეროვნების წინაშე.
შეუძლებელია არ მოვიდრიკოთ ქედი ბუნების გვირგვინის – მგრძნობიარე,
გონიერი, მოაზროვნე, მოქმედი, შემოქმედი, მატერიალურ-სულიერი არსების –
ადამიანის წინაშე.
მას გააჩნია ფანტასტიკურად მოწყობილი,
მყარი მატერიალური სხეული – მისი საყრდენი და ციხესიმაგრე, მისი
ჩანაფიქრების შემსრულებელი. მას აგრეთვე მიცემული აქვს თვალით უხილავი
შინაგანი შემადგენლობა – რთული ნატიფი მატერიალური და სულიერი სტუქტურა,
ყველაფერი ის, რაც ამართლებს მისთვის მიცემულ სახელწოდებას – „ბუნების
გვირგვინი“.
ადამიანის მყარი სხეულის შინაგანი
ორგანოების ყველა ფუნქცია და აზროვნებაც კი, რეალიზდება ავტოტალღურ
პროცესებში, მექანიკურად. ეს მისი დიდი სიკეთეა. არ არის საჭირო ამ
ორგანოებისა და აზროვნების ფუნქციების შესრულების კონტროლი. მაგრამ, ცოდნის
დაკარგვამ ადამიანი თითქმის უგუნურად აქცია. იგი უმეტესწილად დაკავებულია
მხოლოდ გრძნობებისა და სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. „ადამიანთა
უმეტესობა გახდა ფსიქოლოგირებული ავტომატი, რომელიც მცირედ განირჩევა სხვა
ცხოველებისაგან“, – ნათქვამია მეოცე საუკუნის ბოლოს გამოქვეყნებულ წიგნში
„კალაგია“ (ავტორი ა.ნაუმკინი). მისი შინაარსი მიღებულია ავტორის მიერ
1991 წელს უმაღლესი სამყაროდან. ეს წიგნი – იესო ქრისტეს ახალი სწავლებაა.
მასში განცხადებულია, რომ კაცობრიობა სრულ ცოდვაშია ჩავარდნილი და ამ
რეალობას მივყავართ ადამიანის, მისი სტრუქტურებისა და სისტემების
მნიშვნელოვან, სიღრმისეულ ცვილებებამდე, რის შედეგადაც მისი სწორი
განვითარებისა და ევოლუციონირებისათვის აუცილებელი ცოდნისადმი
ხელმისაწვდომობა სრულიად იკეტება. ადამიანის სულები მიჯაჭვულია მიწიერ
მოვლენებზე, არ მიმდინარეობს მათი სულიერი ზრდისა და სრულყოფის პროცესები.
ევოლუცია შეცვალა ინვოლუციამ.
როგორც წმინდა წერილებიდან არის ცნობილი,
იმისათვის, რომ ადამიანებსა და ყველა ცოცხალ არსებაზე გადმოვიდეს მადლი,
აუცილებელია, რომ ადამიანი ღვთიურისაკენ – მაღალი სამყაროებისა და მათი
მკვიდრებისაკენ, უმაღლესი არსისაკენ მიისწრაფოდეს თავისი სულით,
ცნობიერებით, აზრებითა და გრძნობებით. ჩვენ მოცემული გვაქვს არჩევანის
თავისუფლება და შეგვიძლია ვიცხოვროთ ხაზგასმით ეგოისტური ცხოვრებით,
მომხმარებლური ინტერესებით, (რასაც აკეთეს კიდევაც დედამიწის მაცხოვრებელთა
უმრავლესობა), არ ვიფიქროთ სამყაროს კანონებზე, მის ამოცანებსა და
ინტერესებზე, არ ვიზრუნოთ ჩვენი და მთელი კაცობრიობის საერთო მომავალზე
(ჩვენ ხომ ერთნი ვართ !), არ ვეძიოთ ცოდნა და სულიერი თავისუფლება. თუმცა
ყოველივე ამისკენ სწრაფვა, იდეაში, ჩადებულია ადამიანში, და ეს გარკვეულ
მომენტებში ტივტივდება შინაგანი სტრუქტურების სიღრმეებიდან, ცნობიერების
სხვადასხვა დონეებიდან, გვახსენებს თავს და მოითხოვს ჩვენი აზროვნებისა და
მოქმედების სტილის შესაბამისად შეცვლას.
ე. წ. „გარეგანი ადამიანი“ ხშირად
აღმოჩნდება ხოლმე ჩაფლული საკუთარი ეგოს სამსახურში, მისთვის სიამოვნების
მინიჭებაში თავშეუკავლებობის გზით -მგრძნობიარობის, ხორციელების,ფულის,
ძალაუფლების, დიდების,ვნებების, მხატრული მიგნებების, პროფესიული,
პოლიტიკური, სტრატეგიული და სხვა წარმატებების მეშვეობით. ასეთი
საზრუნავების მომრავლების შედეგი სახეზეა. როგორც მრავალი სწავლული და
ბრძენი (რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ ადამიანისა და კაცობრიობის ბედზე)
ჩვენი ეპოქის განმანათლებლები აღნიშნავენ, დედამიწის თითქმის ყველა
ქვეყნის მოსახლეობა, გარდა ხშირი ეკონომიკური კრიზისისა, განიცდის მორალურ
კრიზისსაც. დამნაშავეობა, მკვლელობა და თვითმკვლელობა, ტერორიზმი,
ალკოჰოლიპმი, ნარკომანია – ეს და სხვა მრავალი სოციალური პათოლოგიები,
რომლებსაც ჩვენ ავადმყოფურად აღვიქვამთ და განვიცდით, მოითხოვენ ქმედით
ყურადღებას კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლებისა და ყოველი სახელმწიფოს
საზოგადოების მხრიდან. თანამედროვე ეპოქაში ადამიანთა მიერ ცხოვრების
საზრისის დაკარგვის პრობლემა არის სულიერების დონის დაწევისა და მაღალ
ნატიფ სამყაროებთან, ღვთაებრივ ძალებსა და ენერგიებთან კავშირის გაწყვეტის
შედეგი. ადამიანთა უდიდესი ნაწილის მიერ ცხოვრების ამაოების შეგრძნება
შეეხო ყველა ქვეყანას. იგი არის საერთო ყველა ხალხისათვის და ძლიერ
მწვავდება ძველი ღირებულებებისა და ტრადიციების ნგრევის, ახლის
დისკრიმინაციის და სოფლმხედველური რეფლექსების არარსებობის პერიოდში (ეს
უკანასკნელი ადამიანს აძლევს საშუალებას იპოვოს ცხოვრების აზრი საკუთარი
გზით სწორად მსვლელობისას).
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არ
ისწავლიან საკუთარი შეცდომებიდან და ათასგვარი გაჭირვებიდან სწორი
დასკვნების გამოტანას (რომელსაც მივყავართ ჩვენი ტანჯვის ზრდისკენ) და ვერ
შეძლებენ დაიცვან ჩვენი პლანეტის მოსახლეობა ამორალურ ბიომასად გადაქცევის
საშიშროებისგან, დედამიწას არ უწერია ხანგრძლივი არსებობა. ამაზე მოწმობს
არაერთი გაფრთხილება, გადმოცემული დედამიწელებისადმი მაღალი სულიერი
სამყაროების წარმომადგენელების მიერ. ამ გზავნილებს ღებულობდნენ ყველა
ისტორიულ ეპოქაში და დღესაც იღებენ ჩვენი პლანეტის ის ინდივიდები, რომლებიც
ფლობენ შესაბამის თვისებებსა და შესაძლებლობებს, რომელთაც არ დაუკარგავთ
კავშირი საკუთარ უმაღლეს „მე“- სთან და უმაღლეს სამყაროებთან.
ადამიანების წინაშე მწვავედ მდგარი ამოცანა
თანამედროვე ცივილიზაციის შენარჩუნებისა, მოითხოვს კულტურის შემდგომ
პროგრესს, მის გასულიერებას. ეს გახდება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ
გაფართოვდება ცოდნა სამყაროს რეალური სტრუქტურისა და მისი ცალკეული
ელემენტების, მათში მოქმედი კანონების, ადამიანის სტრუქტურის და
შემადგენლობის, მისი ცხოვრების ძირითადი მიზნისა და დანიშნულების შესახებ.
ეს ცოდნა ითვლებოდა საკლარულად და მკაცრად იყო დაცული წარსულში, ძველ
ტაძრებში ,ღვთის მსახურებისა და ხელდასმულების მიერ, უძველესი დროიდან. იგი
ხელმისაწვდომი გახდა მასებისთვის ჩვენს ეპოქაში. აუცილებელია და
მიზანშეწონილი ყველა ადამიანის ჩართვა ქმნადობის პროცესში. ეს აქტი
ადამიანისგან მოითხოვს ინდივიდუალობის მთლიანობას. იყო მთლიანი, ნიშნავს
იყო ჰარმონიული, არ ეწინააღმდეგებოდე და არ ღალატობდე შენს თავს, არასოდეს
არ უღალატო საკუთარი ცხოვრების ძირითად მიზანს.
მისწრაფება იცხოვრო და იმოძრავო კონკრეტული
სწორი მიმართულებით და იმოქმედო ამ მისწრაფების შესაბამისად – ეს არის
ადამიანის ჰარმონიზაციის აუცილებელი პირობა, მისი ყველა სახის ენერგიის
გაერთიანებისა და რეალიზაციისათვის. მთლიანობა მიიღწევა პიროვნების
(გარეგანი ადამიანის) შეერთებით ინდივიდუალობის არსთან (შინაგან
ადამიანთან). გზა ამისაკენ არის ადამიანის ილუზორული პიროვნების დაწვა მისი
არსის და ცოდნის ცეცხლზე.
ადამიანის მთლიანობის მთავარ საფუძველს
წარმოადგენს არსებების შემოქმედთან გაერთიანებისაკენ მისწრაფება. ამაშია
ყველა იმ ადამიანის ურღვევი სიძლიერე, რომელთაც უყვართ ღმერთი. ამ კანონის
დავიწყება ფიზიკური სამყაროს ინდივიდების მიერ, მეცნიერული ცოდნის სფეროში
და ყოფიერების განსაზღვრულ დონეებზე, მთელს რეალობაში იწვევს ანტაგონისტური
ძალების აქტივიზაციას. ეს ძალები წარმოადგენენ ბნელი ქაოსის პირმშოს,და
ამდაგვარი რეალობა საკმაოდ ხშირად იქმნება ჩვენს მატერიალურ სამყაროში.
ადამიანს შეუძლია და უნდა იბრწყინოს თავისი არსის კეთილშობილური ცოდნის
შუქით. ცხოვრება რეალურ სინამდვილეში შესაძლოა გახდეს ლამაზი,
გასულიერებული.
ყველას ეძლევა თავისი დამსახურების,
ჩანაფიქრებისა და ქმედებების შესაბამისად. ყოფიერების უმაღლეს სფეროში
ევოლუციას აღწევენ მხოლოდ სრულყოფილების, ჭეშმარიტებისა და ცოდნისაკენ
მისწრაფებულები. ევოლუციის გზა ერთია – სიყვარული და სიხარული ყველაფერ
არსებულისადმი. არ არსებობს სხვა გზა სულიერ სიკვდილისაგან
გადასარჩენისათვის. მხოლოდ სიყვარულსა და სიხარულშია შესაძლებელი ადამიანის
ევოლუცია. როდესაც ჰარმონიაში მოდის გონება, ვნება და გული, იხსნება
ადამიანის მნიშვნელოვანი ცენტრები მის ნატიფ სხეულებში. მუდმივად
მიმდინარეობს ადამიანის გამოცდა სიჭარბის უბედურებითა და უბედურების
სიჭარბით. კაცობრიობა ანტაგონისტური ძალების ჯაჭვური რეაქციის მძეველია.
ისინი შემოდიან ყოფიერების ყოველდღიურობაში და თავს ავლენენ ყველაფერში და
ყველაფრით, მათ შორის, რადიოაქტიური შენაერთების დაშლაში, რომელთა
მომაკვდინებელი გამოსხივება შლის ცოცხალ უჯრედებს, არღვევს რა სხეულის
მთლიანობას და ხლიჩავს მისი სტრუქტურის სისტემების სიცოცხლის უზრუნველმყოფ
კავშირებს.
ადამიანისთვის აუცილებელია ცნობიერების
სიცხადე და გრძნობების ენერგია. ისინი წარმოადგენენ ძალის, ენერგიის და
მათი ფსიქოფიზიკური თვისებების სივრცულ ბლოკგენერატორებს. ყველაფერი, რაც
გრძნობებში აისახება, ახლობელი, გასაგები და ნათელი ხდება
ცნობიერებისათვის. თუკი რაიმემ გრძნობებში არ გაიჟღერა, მაშინ იგი არ
შეიძლება გაგებული იქნას სწორად.
გრძნობების გენერაცია ენერგიის წყაროა,
რომელიც აუცილებელია ყველაფრის სწორად გაგებისათვის. გრძნობების ჟღერადობის
დიაპაზონი, მათი გენერაცია ფართოვდება უხილავის ძიებისას, ამოუცნობის
შესწავლისას. შესაბამისად ფართოვდება ხედვის ველი და ღრმავდება ადამიანის
ჭვრეტის უნარი. ამ ცოდნის გარეშე სამყაროში არსებული ჭეშმარიტებები სწორად
ვერ გაიგება და ვერც გაცნობიერდება ბოლომდე. მოვახდინოთ აზრების
ორგანიზება, განვითარება, დახვეწა.
აზრის დანახვა შესაძლებელია. ის
წარმოადგენს ცეცხლოვან პლაზმას, რომელშიც გადაადგილდება ცეცხლოვან –
ენერგეტიკული გრიგალები, აზრ-ფორმირებები. მტკიცე დარწმუნებულობა
გვევლინება ჰომეოსტაზის შემქმნელ ფაქტორად. იგი ყოველთვის გააძლიერებს
შინაგანად უკვე შექმნილ აზრ- ფორმირებებს.ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა
იმუშაოს აზრებზე, რომელიც წარმოადგენს უსასრულობის ცოცხალ ორგანიზმს. აზრი
რეალობაა.
ღმერთთან შეიძლება მივიდეთ მშვენიერების
სამსახურის, განვითარებისა და ევოლუციის გზით. ეს არის გზა სამოთხის
გავლით. ვინც არ მიდის ამ გზით, ის გაივლის ჯოჯოხეთზე. დაიხვეწება რა
ჯოჯოხეთში (დაიწვება მისი ყველა ნატიფი სხეული და დარჩება მხოლოდ სულის
საწყისი ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს და
გააჩნია განვითარებისაკენ სწრაფვა, უმაღლეს ძლიერ და მძლავრ სულად
ჩამოყალიბების პერსპექტივა). იგი დაუბრუნდება ღმერთს, როგორც ნაპერწკალი,
როგორც იდეა.
ადამიანს შეუძლია მიუერთდეს კოსმიურ
ცნობიერებას და სივრცეს, და იმავდროულად მიუერთდეს სივრცის ენერგიებს.
სივრცე უკვდავია. ვუერთდებით რა მის ენერგიებს, შეგვიძლია მივაღწიოთ
უკვდავებას. სივრცესთან ჩართვის საშუალების მიღების პირველი და აუცილებელი
პირობაა ადამიანს გააჩნდეს წმინდა სული, ან, როგორც მინიმუმი, მასში
ნათელმა უნდა გადაწონოს ბნელი. აგრეთვე საჭიროა, რათა სუბიექტი გახდეს
საკუთარი თავისათვის ობიექტი, ანუ, იგი ყოველთვის უნდა აკვირდებოდეს თავის
გრძნობებს, აზრებს, იმპულსებს, მისწრაფებებს, ქმედებებს და ასე შემდეგ.
მუდმივად გაუკეთოს ანალიზი მათ და, აქედან გამომდინარე, გააკეთოს სწორი
ობიექტური დასკვნები საკუთარ თავზე და თვისებებზე, თავის არსსა და
არსებაზე.
აუცილებელია საკუთარ ცხოვრებაში მთავარი
მიზნის დანახბა, მისი კარგად გააზრება. როდესაც ადამიანი უღრმავდება თავის
თავს, ის უკვე დგება საკუთარი თავის სრულყოფის გზაზე. იგი ხდება
„მებრძოლი“. ცხადია, სრულყოფისაკენ მიიზიდება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც
უკვე მზადაა ამისათვის, ვინც დაიბადა ამისათვის. ცხადია, რომ ყველა არ
იბადება ამ მიზნისათვის. მოქმედებს თავისუფლების კანონი და სული ირჩევს.
თუმცა, შეუძლებელია არსებობდეს უფრო მაღალი მიზანი, რომელიც შეიძლება
დავისახოთ ადამიანებმა, სანამ ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია აბსოლუტური
სრულყოფა.
მებრძოლი არ ანსხვავებს თავს ობიექტისაგან.
მან იცის, რომ ყველაფერი ერთია, მთლიანია. და თუ იგი ამ დროს ინარჩუნებს
უშფოთველ ცნობიერებას, იგი ხდება ამოუწურავი ნებისყოფის მფლობელი.
სუბიექტის ობიექტისაგან გამოცალკევების პირველი ნიშანია ცნობიერებაში
აღელვების ტალღის აღძვრა. ცნობიერების მცირე ჭავლიც კი გადის არსების
საზღვრებიდან და ეს იწვევს მებრძოლის ნებელობის დანაწევრებას. სულის,
ცნობიერებისა და ნებელობის დაგროვება, მომძლავრება არის ევოლუციური ზრდა.
ადამიანი, დაადგება რა განვითარების სწორ
გზას, იღებს დახმარებას სამყაროს უმაღლესი სფეროებიდან. ინდივიდუალური
დარიგებების, მითითებების, აუცილებელი ცოდნის გადმოცემით და სხვა სახით იგი
მუდმივად გრძნობს კავშირს მთელ სამყაროსთან, მის ბინადრებთან; აღიქვავს
გარკვეული სახის ყურადგებას და ზრუნვას. ამ დახმარების გარეშე ადამიანს
გაუჭირდებოდა თავისი გრძნობებისა და მოტივების უფსკრულში გარკვევა. იგი
ჩაიდენს არასწორ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუშლის მისი წინსვლის დაწყებული
პროცესის პროგრესს. ამის გამო ის მოექცევა სამყაროს მრავალრიცხოვანი
არსებებისა და დედამიწის მცხოვრებლების ზეგავლენის ქვეშ. ცხოვრების ხლართი
ახეთქებს მას სხვადასხვა მხარეს, როგორც ნავს ოკეანის აზვირთებული ტალღები,
და ვინ იცის, რად დაუჯდება მას ეს ცურვა ცხოვრებისეული ტალღების
საპირისპიროდ, და როგორი გამოვა იგი ამ შტორმიდან ნაპირზე, და მივა კი იგი
ოდესმე „მთის მწვერვალზე მბრწყინავ ტაძართან“.
დახმარება აუცილებელია ამ მაღალ,
კეთილშობილურ, მაგრამ რთულ გზაზე, და ის ეძლევა ადამიანს ზუსტად საჭირო
დროს იმისათვის, რომ მან შეძლოს მყარად და თავდაჯერებულად იმოძრაოს თავის
თავში მაღალი არსების შექმნის და განვითარების გზაზე. თვითგანვითარების ამ
პროცესში ადამიანს უვითარდება შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც ხელს
უწყობს მიაღწიოს მაღალ მიზანს – გახდეს ის ქმნილება, რომელიც ჩაიფიქრა
შემოქმედმა.
თვითსრულყოფის პროცესით ადამიანი საკუთარ
თავისგან ქმნის განუმეორებელ ინდივიდუალობას, ავითარებს თავის თავში
გენიალურობას, სიბრძნეს. ეს უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ
ადამიანი იწყებს ცხოვრებას ღმერთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულში და ამ
სიყვარულისაგან წარმოიშვება ცხოვრების სიხარული. მხოლოდ სიყვარულსა და
სიხარულში არის შესაძლებელი ადამიანის შემდგომი სულიერი სრულყოფა. ასეთი
ცხორებისას ადამიანი თავისუფლდება საკუთარი პიროვნული ბორკილებისაგან და
ეგოს თვითობისაგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას მოპოვებული
უკვდავება, მარადიული სიცოცხლე და ის უხრწყნადი სხეული, რომელიც
აუცილებელია ამ მარადიულობისა და უკვდავებისათვის. (აღნიშნული სხეულის
განვითარების პროცესის არსი მოგვიანებით იქნება განხილული უფრო ღრმად).
ამავდროულად იგი ინარჩუნებს საკუთარი ინდივიდუალურობის თავისუფლებას. თუმცა
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური მნიშვნელოვნების ქონის
ფაქტისადმი მიჯაჭვულობას ყოველთვის მივყავართ ამ ინდივიდუალობის, ადამიანის
ღვთიური არსის დაშლამდე. აქედან წარმოიშვება ადამიანში არასასურველი
თვისებები: პატივმოყვარეობა, ტირანია, სისასტიკე, სხვების უგულებელ –
ყოფა, რომლებიც განდევნიან მისგან სიყვარულსა და სიკეთეს.
უნდა ვიყოთ დიდსულოვანნი და მშვიდობის
მოყვარენი, რათა არ წავბილწოთ ჩვენი ღვთიური არსი. საკუთარი პიროვნული „მე“
– სადმი მიჯაჭვულობა აბავს ადამიანს დედამიწაზე არსებობის მოცემულ ციდა
მონაკვეთს. არ აძლევს მას საშუალებას მიმართოს მზერა ყოფიერების
კოსმიურობისკენ. ამ არსების შემდეგი განსხეულება მოხდება პიროვნული
ცხოვრების უფრო მძიმე პირობებში. ზნეობრიობა შეიძლება შევინარჩუნოთ
პიროვნების საფარველისაგან განთავისუფლების შემთხვევაში. ეს განპირობებულია
ადამიანის სინდისით და მიეკუთვნება მის არსს. (ოფელია ლომაია.
ჟურნ.“ფენომენი“№5. 2012 წ.)
Комментариев нет:
Отправить комментарий